ავტორი:

ირაკლი კობახიძის დედა "ტვ პირველს" უჩივის - რას ედავება თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას?

ირაკლი კობახიძის დედა "ტვ პირველს" უჩივის - რას ედავება თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედა, პროფესორი თამარ ზაალიშვილი "ტვ პირველს" არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

საუბარია გასული წლის ივლისში გასულ სიუჟეტზე, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტიდან ყალბი დიპლომის გაცემას ეხებოდა. სიუჟეტში უნივერსიტეტის დეკანის ყოფილი მოადგილე ხელს ირაკლი კობახიძის დედისკენ იშვერს და ამბობს, რომ სწორედ მის გამო ხდებოდა ამ თემაზე დუმილი.

"ზაალიშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 20 სექტემბერს გახდება" - ნათქვამია "იმედინიუსის" გავრცელებულ ინფორმაციაში.