მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს... მზარეულსაც კი!" - რას ამბობს შიშსა და წარუმატებლობაზე დემნა გვასალია Vogue-სთან ინტერვიუში
"აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს... მზარეულსაც კი!" - რას ამბობს შიშსა და წარუმატებლობაზე დემნა გვასალია Vogue-სთან ინტერვიუში

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და, წარ­მა­ტე­ბას არ შე­უც­ვლია. უდა­ოდ, ის ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა", - წერს Vogue დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­ზე.

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­მო­ცე­მას თა­ვის ად­რე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ესა­უბ­რა, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მისი კა­რი­ე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მან ასე­ვე ილა­პა­რა­კა მო­დის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და დამ­წყებ ხე­ლო­ვა­ნებ­საც მის­ცა ორი­ო­დე რჩე­ვა. დემ­ნა იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო მისი მო­დის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა:

"ეს თით­ქმის ოცი წლის წინ მოხ­და. ტრი­ეს­ტე­ში, კონ­კურ­სზე მცი­რე კო­ლექ­ცია წარ­ვად­გი­ნე, სულ რამ­დე­ნი­მე ლუ­ქით. შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი საპ­რი­ზო თან­ხა ჩემი მო­მა­ვა­ლი კო­ლექ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. მა­შინ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და და იქ რომ არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, არც კი ვიცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებ­დი ან­ტვერ­პენ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას".

დი­ზა­ი­ნე­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, რომ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა აკ­ლდა და შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო:

"მო­დის სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, ყვე­ლა­ფერს ეჭვქვეშ ვა­ყე­ნებ­დი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ტრი­ეს­ტე­ში ჩა­მო­ვე­დი და იქ პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბით შემ­ხვდნენ, ამან სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში და­მარ­წმუ­ნა. და­ვი­ჯე­რე, რომ როცა რა­ღა­ცას ქმნი, შე­საძ­ლოა, ეს ვინ­მეს ნამ­დვი­ლად მო­ე­წო­ნოს და მო­ე­სურ­ვოს".

დემ­ნა ამ­ბობს, რომ სწო­რედ სურ­ვი­ლი გახ­და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა - შე­ექ­მნა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხალ­ხში სურ­ვილს გა­აღ­ვი­ძებ­და.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­დის გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის­თვის, დემ­ნა პა­სუ­ხობს, რომ სკო­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ დღეს კარ­გი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არ­სა­დაა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ მო­დის სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბა 20 წლით ჩა­მორ­ჩე­ბა დღე­ვან­დელ მო­და­სა და სამ­ყა­როს და მათ მე­თო­დო­ლო­გი­ას უწუ­ნებს.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დის­თვის არის ის, რომ ის­წავ­ლოს, თუ რო­გორ ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა და არ იფიქ­როს იმა­ზე, რო­გორ ასი­ა­მოვ­ნოს მას­წავ­ლე­ბელს შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რის გა­სავ­ლე­ლად".

რო­გორც დემ­ნა ყვე­ბა, მას სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლი­სას სა­კუ­თა­რი სტი­ლი­სა და ეს­თე­ტი­კის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­და:

"ეს უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­ცეს­ში­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, როცა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ვი­წყე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. ის, რა­საც მე ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებ­დი სას­წავ­ლე­ბელ­ში, იყო გა­ნათ­ლე­ბის მხატ­ვრუ­ლი ნა­წი­ლი: ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია, თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრო­ბა, ქან­და­კე­ბა და ადა­მი­ა­ნის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ხატ­ვა ანა­ტო­მი­ის უკეთ გა­სა­გე­ბად. ანა­ტო­მია ყვე­ლა მო­დის სკო­ლა­ში უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს, რად­გან თუ დი­ზა­ი­ნე­რი ვერ ეხ­მი­ა­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულს და მის კომ­პლექ­სუ­რო­ბას, რო­გორ უნდა ჩა­აც­ვას მას?"

დემ­ნა ამ­ბობს, რომ დი­ზა­ი­ნერ­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა უნდა ავარ­ჯი­შოს:

"მე პი­რა­დად ბევრ ადა­მი­ანს ვუც­ვლი იდე­ებს და აზრს ვე­კი­თხე­ბი ჩემს სტა­ჟი­ო­რებს, ასის­ტენ­ტებს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვცხოვ­რობ, მზა­რე­ულ­საც კი! მინ­და გა­ვი­გო, მათი აზ­რით, ვი­ნაა პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმი­სა, რა­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ".

დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

"წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია... ეს სა­ჭი­როა. მახ­სოვს სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორ ვი­ყა­ვი შე­ში­ნე­ბუ­ლი იმა­ზე ფიქ­რით, რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და, რად­გან არა­ვის ვა­ღელ­ვებ­დი. ამი­ტომ უნდა ვუ­თხრათ ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დებს, - ჰეი, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია! იმი­ტომ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი გზაა წარ­მა­ტე­ბის­კენ".

Vogue-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დემ­ნამ ში­შის ფაქ­ტორ­ზე და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მის გავ­ლე­ნა­ზეც ისა­უბ­რა:

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა, რო­მელ­საც ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­ში ვე­ძებ, არის უშიშ­რო­ბა. ჩემი გუნ­დის­თვის ყო­ველ­თვის მო­დის სკო­ლე­ბი­დან ვარ­ჩევ ხალ­ხს და არა სხვა ბრენ­დე­ბი­დან, რად­გან ჩემ­თვის მათ­თან მუ­შა­ო­ბა უფრო რთუ­ლია. ჩემ­თვის მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, რომ უში­შა­რი იყოს, რად­გან შიში კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას ბლო­კავს და თუ იმას ცდი­ლობ, რომ ვინ­მეს ასი­ა­მოვ­ნო, წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ..."

წყა­რო: vogue

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
13

სუპერ პოპულარულია ეს დემნა და ღმერთმა გაუმარჯოს...მეც ვერ ვხვდები ვინ მოიხმარს მის შემოქმედებას მაგრამ თავის საქმე თვითონ იცის, ძალიან მესიმპატიურება, 

 

ვახ
5

აზრს კი ეკითხები მაგრამ არაფერს ითვალისწინებ

ავტორი:

"აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს... მზარეულსაც კი!" - რას ამბობს შიშსა და წარუმატებლობაზე დემნა გვასალია Vogue-სთან ინტერვიუში

"აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს... მზარეულსაც კი!" - რას ამბობს შიშსა და წარუმატებლობაზე დემნა გვასალია Vogue-სთან ინტერვიუში

"მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი გახდა, წარმატებას არ შეუცვლია. უდაოდ, ის ახალგაზრდა დიზაინერებისთვის შთაგონების წყაროა", - წერს Vogue დემნა გვასალიაზე.

ქართველი დიზაინერი გამოცემას თავის ადრეულ გამოცდილებებზე ესაუბრა, რამაც ხელი შეუწყო მისი კარიერის ჩამოყალიბებას. მან ასევე ილაპარაკა მოდის განათლებაზე და დამწყებ ხელოვანებსაც მისცა ორიოდე რჩევა. დემნა იხსენებს, როგორ დაიწყო მისი მოდის სფეროში მოღვაწეობა:

"ეს თითქმის ოცი წლის წინ მოხდა. ტრიესტეში, კონკურსზე მცირე კოლექცია წარვადგინე, სულ რამდენიმე ლუქით. შეჯიბრებაში მიღებული საპრიზო თანხა ჩემი მომავალი კოლექციის დაფინანსებაში დამეხმარა. მაშინ ძალიან მიჭირდა და იქ რომ არ ჩავსულიყავი, არც კი ვიცი, როგორ მოვახერხებდი ანტვერპენში სწავლის გაგრძელებას".

დიზაინერი ინტერვიუში ყვება, რომ კარიერის დასაწყისში თავდაჯერებულობა აკლდა და შეშინებული იყო:

"მოდის სწავლა რომ დავიწყე, ყველაფერს ეჭვქვეშ ვაყენებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრიესტეში ჩამოვედი და იქ პოზიტიური რეაქციებით შემხვდნენ, ამან საკუთარ ძალებში დამარწმუნა. დავიჯერე, რომ როცა რაღაცას ქმნი, შესაძლოა, ეს ვინმეს ნამდვილად მოეწონოს და მოესურვოს".

დემნა ამბობს, რომ სწორედ სურვილი გახდა მისი შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა - შეექმნა პროდუქტი, რომელიც ხალხში სურვილს გააღვიძებდა.

კითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი მოდის განათლება ახალგაზრდა დიზაინერისთვის, დემნა პასუხობს, რომ სკოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ მიიჩნევს, რომ დღეს კარგი სასწავლებლები არსადაა. ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ მოდის სკოლებში სწავლება 20 წლით ჩამორჩება დღევანდელ მოდასა და სამყაროს და მათ მეთოდოლოგიას უწუნებს.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახალგაზრდა შემოქმედისთვის არის ის, რომ ისწავლოს, თუ როგორ ჩამოიყალიბოს ინდივიდუალური ხედვა და არ იფიქროს იმაზე, როგორ ასიამოვნოს მასწავლებელს შემდეგი საფეხურის გასავლელად".

როგორც დემნა ყვება, მას სასწავლებელში სწავლისას საკუთარი სტილისა და ესთეტიკის პოვნა გაუჭირდა:

"ეს უკვე მოგვიანებით, პროცესშივე აღმოვაჩინე, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიწყე ექსპერიმენტები. ის, რასაც მე ნამდვილად ვაფასებდი სასწავლებელში, იყო განათლების მხატვრული ნაწილი: ხელოვნების ისტორია, თანამედროვე მხატვრობა, ქანდაკება და ადამიანის შიშველი სხეულის ხატვა ანატომიის უკეთ გასაგებად. ანატომია ყველა მოდის სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რადგან თუ დიზაინერი ვერ ეხმიანება ადამიანის სხეულს და მის კომპლექსურობას, როგორ უნდა ჩააცვას მას?"

დემნა ამბობს, რომ დიზაინერმა საკუთარი სურვილი და კრეატიულობა უნდა ავარჯიშოს:

"მე პირადად ბევრ ადამიანს ვუცვლი იდეებს და აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს, ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, მზარეულსაც კი! მინდა გავიგო, მათი აზრით, ვინაა პოტენციური მომხმარებელი იმისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ".

დიზაინერის თქმით, წარმატების გზაზე შეცდომების დაშვება მნიშვნელოვანია:

"წარუმატებლობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია... ეს საჭიროა. მახსოვს საკუთარი თავი, როგორ ვიყავი შეშინებული იმაზე ფიქრით, რომ არაფერი გამომივიდოდა, რადგან არავის ვაღელვებდი. ამიტომ უნდა ვუთხრათ ახალგაზრდა შემოქმედებს, - ჰეი, წარუმატებლობა შესანიშნავია! იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა წარმატებისკენ".

Vogue-თან ინტერვიუში დემნამ შიშის ფაქტორზე და შემოქმედებაში მის გავლენაზეც ისაუბრა:

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც ჩემს თანამშრომლებში ვეძებ, არის უშიშრობა. ჩემი გუნდისთვის ყოველთვის მოდის სკოლებიდან ვარჩევ ხალხს და არა სხვა ბრენდებიდან, რადგან ჩემთვის მათთან მუშაობა უფრო რთულია. ჩემთვის მთავარი მაინც ისაა, რომ უშიშარი იყოს, რადგან შიში კრეატიულობას ბლოკავს და თუ იმას ცდილობ, რომ ვინმეს ასიამოვნო, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ..."

წყარო: vogue

მოამზადა: ანა სიბოშვილმა