სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია
მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი­დან, ვინც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. არა­სო­დეს და­წე­რი­ლა მისი მე­უღ­ლი­სა შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში.

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2012 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ჩა­ი­ბა­რა.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბი­ოგ­რა­ფია აქვს - 1995 წელს სე­სი­აშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი. 1996 წელს ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, 1997 წელს კი ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი.

1995–1996 წლებ­ში იყო გერ­მა­ნუ­ლი ჟურ­ნალ „Kaukasische Post“-ის რე­დაქ­ტო­რი. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" რე­დაქ­ტო­რად, იყო ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლი ენის ლექ­ტო­რი...

სე­სი­აშ­ვი­ლი არის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი, ესე­ნია: "ქარ­თუ­ლი ჯარი კა­ნონ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს შო­რის", "წვე­ვამ­დელ­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ჯა­რის­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ოფი­ცერ­თა უფ­ლე­ბე­ბი", "ჯარი და დე­მოკ­რა­ტია", "სამ­ხედ­რო მომ­სა­ხუ­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ნი ეუ­თოს ქვეყ­ნებ­ში".

2012-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2021 წლის 13 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ოჯა­ხი:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - და­ვით და ლაშა სე­სი­აშ­ვი­ლე­ბი. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე ელე­ნე გვა­სა­ლია. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი სუს-ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის 2020 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მის­მა ვაჟ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას 2019 წელს 10 405 ლარი მი­ი­ღო.

და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვი­გებთ, რომ კი­კი­ლაშ­ვი­ლი მხატ­ვრო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტის ფო­ტო­ებს.

თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლი

შვი­ლის სკან­და­ლი:

2017 წელს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. საქ­მე იმა­შია, რომ მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი ქურ­დო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ირაკ­ლი შო­თა­ძის უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვის შე­დე­გად, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ მიჩ­ქმა­ლა. საქ­მე ეხე­ბო­და 2015 წლის 5 მარტს, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ხელ­ჩან­თის ქურ­დო­ბის ფაქტს. ენმ-ს მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. უწყე­ბამ უარ­ყო საქ­მეს­თან და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის კავ­ში­რი.

და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში თო­ი­ძის ქუ­ჩა­ზე ორ სახ­ლს ფლობს. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ი­ძი­ნა 1637 კვ/მ მიწა, შემ­დეგ კი 2010 წელს ერთი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც 55 ათა­სი ლარი დაჯ­და, ხოლო 2016-20 წლებ­ში აშენ­და მე­ო­რე სახ­ლი, რო­მე­ლიც ოჯახს 200 000 ლარი და­უჯ­და. (ცნო­ბის­თვის, სე­სი­აშ­ვი­ლის სახ­ლის თე­მას 2018 წელს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და მე­დია).

ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხელ­ზეა 18 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში. სე­სი­აშ­ვილ­მა მა­მის­გან მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ყვა­რელ­სა (7000 კვ.მ) და გრემ­ში (1343). ასე­ვე მა­მის­გან მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით ბინა თე­ლავ­ში, რო­მე­ლიც შემ­დეგ 55 000 დო­ლა­რად გა­ყი­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 48 400 ლა­რიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­სი­აშ­ვი­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­გორც ირ­კვე­ვა, 2021 წლის იან­ვრი­დან მა­ი­სამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის დროს 18850 ლარი მი­ი­ღო, ხოლო მა­ი­სი­დან 2021 წლის ბო­ლომ­დე, პრე­მი­ე­რის მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას, 36 984 აუ­ნა­ზღა­ურ­და.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე - თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლი სს "ბა­თუ­მის­ბულ­ვარ სა­ი­დის" აქ­ცი­ო­ნე­რია, ასე­ვე არის შპს "ტერ­მი­ნალ ლა­ბ­ბერ­სა სა­ქარ­თვე­ლოს" 10%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
5

ბასეინში ჩაასხა ბოლო ბოლო წყალი, თუ ცარიელში ცურავს?

თტამარი
4

ზოგს რა ბედი აქვსს...... სიბერეში გამოაჩენენ დიდზალ ემმკვიდრეობას და მეწარმე ცოლებს. ახაალგაზრდოში კი ზაან მორიდებულები და ხელმოკლეები არიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია

მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი - ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია

ირაკლი სესიაშვილი ერთ-ერთია პოლიტიკური პირებიდან, ვინც ყველაზე ნაკლებად საუბრობს პირად ცხოვრებაზე. არასოდეს დაწერილა მისი მეუღლისა შვილების შესახებ მედიაში.

პროფესიით ფილოლოგი, ჟურნალისტი და სამოქალაქო უფლებების დამცველი სესიაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს მოვიდა, როდესაც ხელისუფლების მმართველობა "ქართულმა ოცნებამ" ჩაიბარა.

ირაკლი სესიაშვილს საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს - 1995 წელს სესიაშვილმა დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი. 1996 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი, 1997 წელს კი ჰამბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995–1996 წლებში იყო გერმანული ჟურნალ „Kaukasische Post“-ის რედაქტორი. შემდეგ მუშაობდა ჟურნალ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რედაქტორად, იყო ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი...

სესიაშვილი არის რამდენიმე წიგნის ავტორი, ესენია: "ქართული ჯარი კანონსა და სინამდვილეს შორის", "წვევამდელთა უფლებები", "ჯარისკაცთა უფლებები", "ოფიცერთა უფლებები", "ჯარი და დემოკრატია", "სამხედრო მომსახურეთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებანი ეუთოს ქვეყნებში".

2012-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2021 წლის 13 მაისს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ოჯახი:

ირაკლი სესიაშვილის მეუღლე თინათინ კიკილაშვილია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - დავით და ლაშა სესიაშვილები. დავით სესიაშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ელენე გვასალია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. დავით სესიაშვილი სუს-ში იყო დასაქმებული. ირაკლი სესიაშვილის 2020 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისმა ვაჟმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობისას 2019 წელს 10 405 ლარი მიიღო.

დავით სესიაშვილი მეუღლესთან ერთად

სესიაშვილის მეუღლე სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული. ასევე მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ კიკილაშვილი მხატვრობით არის გატაცებული. "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარი ნახატის ფოტოებს.

თინათინ კიკილაშვილი

შვილის სკანდალი:

2017 წელს ირაკლი სესიაშვილს შვილთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია. საქმე იმაშია, რომ მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით სესიაშვილი ქურდობის საქმეში მონაწილეობდა და პროკურატურამ, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად, ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საქმე ეხებოდა 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ენმ-ს მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე პროკურატურამ საქმის დეტალები გაასაჯაროვა. უწყებამ უარყო საქმესთან დავით სესიაშვილის კავშირი.

დავით სესიაშვილი

ქონებრივი დეკლარაცია:

ირაკლი სესიაშვილი თბილისში თოიძის ქუჩაზე ორ სახლს ფლობს. როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული, აღნიშნულ ადგილზე თავდაპირველად შეიძინა 1637 კვ/მ მიწა, შემდეგ კი 2010 წელს ერთი სახლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც 55 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო 2016-20 წლებში აშენდა მეორე სახლი, რომელიც ოჯახს 200 000 ლარი დაუჯდა. (ცნობისთვის, სესიაშვილის სახლის თემას 2018 წელს აქტიურად განიხილავდა მედია).

ასევე პოლიტიკოსის სახელზეა 18 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი საგურამოში. სესიაშვილმა მამისგან მიიღო მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთები ყვარელსა (7000 კვ.მ) და გრემში (1343). ასევე მამისგან მიიღო მემკვიდრეობით ბინა თელავში, რომელიც შემდეგ 55 000 დოლარად გაყიდა. დეკლარაციის თანახმად, მამისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული 48 400 ლარიც.

რაც შეეხება სესიაშვილის ანაზღაურებას, როგორც ირკვევა, 2021 წლის იანვრიდან მაისამდე, პარლამენტის წევრობის დროს 18850 ლარი მიიღო, ხოლო მაისიდან 2021 წლის ბოლომდე, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე ყოფნისას, 36 984 აუნაზღაურდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა სესიაშვილის მეუღლე - თინათინ კიკილაშვილი სს "ბათუმისბულვარ საიდის" აქციონერია, ასევე არის შპს "ტერმინალ ლაბბერსა საქართველოს" 10%-იანი წილის მფლობელი.