მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა
საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­დან, 16 სექ­ტემ­ბრი­დან Apple-ის უახ­ლე­სი სმარ­ტფო­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბი იწყე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი წი­ნას­წარ შე­უკ­ვე­თონ Apple-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­სე­ლე­რე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში, ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით და Trade-in-ის სა­შუ­ა­ლე­ბით:

iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

7 სექ­ტემ­ბერს, მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა Apple-ის ყო­ველ­წლი­ურ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ და კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა სი­ახ­ლე­ებ­მა მი­ი­პყრო, სა­დაც ბრენ­დის 8 უახ­ლე­სი პრო­დუქ­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­მოდ­გო­მის ყვე­ლა­ზე მო­ლო­დი­ნით სავ­სე მოვ­ლე­ნა, Apple-ის ახალ პრო­დუქ­ტებს შო­რის სმარ­ტფო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ხაზი და ინო­ვა­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბია.

iPhone 14 და iPhone 14 Plus

ვი­ზუ­ა­ლი

6.1 დი­უ­მი­ა­ნი iPhone 14 ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ნაგ­რძობს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სმარ­ტფო­ნე­ბის ხაზს. რაც შე­ე­ხე­ბა 6.7 დი­უ­მი­ან iPhone 14 Plus-ს, ეს არის მო­წყო­ბი­ლო­ბის ახა­ლი, „ყვე­ლა­ზე დიდი“ ძი­რი­თა­დი ვერ­სია, ზო­მით Pro Max-ის ვერ­სი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ორი­ვე ახა­ლი მო­დე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ხუთ ფერ­ში: შავი, თეთ­რი, ლურ­ჯი, ვარ­დის­ფე­რი და წი­თე­ლი.

კა­მე­რა

სა­ბა­ზი­სო iPhone-ების ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კუ­რი გა­ნახ­ლე­ბე­ბია 12 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი მთა­ვა­რი კა­მე­რა და და­ბა­ლი გა­ნა­თე­ბის ფო­ტოგ­რა­ფია. ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ღე­ბი­სას ორ­ჯერ მეტ სი­ნათ­ლეს შთან­თქავს, რაც სუ­რა­თე­ბის ხა­რისხს 2-2,5-ჯერ აუმ­ჯო­ბე­სებს. გა­უმ­ჯო­ბეს­და ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რაც და პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ავ­ტო­ფო­კუ­სის ფუნ­ქცია.

ვი­დეო კონ­ტენ­ტის ხა­რის­ხი უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი ტი­პის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის წყა­ლო­ბით - Action Mode: რე­ჟი­მი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ გა­და­ი­ღოთ ვი­დე­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში. შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე არას­ტა­ბი­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც კი ხა­რის­ხით ჰგავს კლი­პებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბუ­ლია შტა­ტი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით.

iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი

ვი­ზუ­ა­ლი

სმარ­ტფო­ნე­ბის უახ­ლეს­მა ვერ­სი­ებ­მა, 6.1 დი­უ­მი­ან­მა iPhone 14 Pro-მ და 6.7 დი­უ­მი­ა­ნი­მა Pro Max-მა, მი­ი­ღეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი „Dynamic Island“ კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერგვის წყა­ლო­ბით: დე­ვე­ლო­პე­რებ­მა სენ­სო­რე­ბი გა­და­ა­ად­გი­ლეს და წინა კა­მე­რე­ბი უფრო შე­ამ­ცი­რეს ისე, რომ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი push-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მათ გარ­შე­მო გან­ლაგ­და. ეკ­რა­ნის ზედა ჭრი­ლი ჩა­ნაც­ვლდა პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლით, რო­მე­ლიც ადაპ­ტირ­დე­ბა ინ­ტერ­ფე­ის­თან, ხოლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გვერ­დი­თი ჩარ­ჩო­ე­ბი ოდ­ნავ თხე­ლი გახ­და.

ტე­ლე­ფო­ნე­ბის პა­ლიტ­რა ახა­ლი მუქი მე­წა­მუ­ლი ელ­ფე­რით შე­ივ­სო. კლა­სი­კუ­რი ფე­რე­ბი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლია შავი, თეთ­რი და ოქ­როს­ფე­რი.

ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი

Pro მო­დე­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბი მო­ი­ცავს:

• ახა­ლი 6 ბირ­თვი­ა­ნი პრო­ცე­სო­რი A16

• სმარ­ტფო­ნე­ბის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია 20%-ით, რაც ზრდის ბა­ტა­რე­ის ხან­გრძლი­ვო­ბას 29 სა­ა­თამ­დე.

• რე­კორ­დუ­ლი ეკ­რა­ნის სი­კაშ­კა­შე 2000 ნიტი მზის ქვეშ და ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი ეკ­რა­ნის ფუნ­ქცია: დაბ­ლოკ­ვის დროს ეკ­რა­ნი გა­და­დის ჩაბ­ნე­ლე­ბულ და უფრო ეკო­ნო­მი­ურ რე­ჟიმ­ში, ზო­გი­ერთ სა­განს ეკ­რან­ზე ინა­ხავს მა­ში­ნაც კი, როცა გა­მორ­თუ­ლია.

• Crash Detection ფუნ­ქცია: მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ზე­მოქ­მე­დე­ბის და ხმა­მა­ღა­ლი ხმის ამომცნო­ბი დე­ტექ­ტო­რე­ბით, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ავა­რი­ის ფაქ­ტის ამოც­ნო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა.

კა­მე­რა

კა­მე­რის ხა­რის­ხის ნახ­ტო­მი 13 Pro-დან 14 Pro-ზე ყვე­ლა­ზე დი­დია iPhone-ის ის­ტო­რი­ა­ში, 48 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი მთა­ვა­რი კა­მე­რით, რაც 65%-ით მე­ტია გა­სუ­ლი წლის მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით.

გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სი­ნათ­ლის მგრძნო­ბე­ლო­ბა: და­ბა­ლი შუ­ქის და ღა­მის კად­რე­ბი ორ­ჯერ უფრო ნა­თე­ლია.

მოქ­მე­დე­ბის რე­ჟი­მის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი რე­ჟი­მი 4K სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვი­დე­ო­ე­ბი, გარე ფაქ­ტო­რე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ინო­ვა­ცი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ში­ნა­არ­სით, გარ­ღვე­ვე­ბი ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბის სფე­რო­ში და სხვა სა­სარ­გებ­ლო ფუნ­ქცი­ე­ბი მომ­ხმა­რებ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის - Apple მწვერ­ვალ­ზე დგას და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
0

აიფონს მეუფემ თუ შეიძინა?(იგულისხმება, თუ აჩუქეს?)

jorj
0

იცვლება ძროხა სახლი აიფონში............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

საქართველოში დღეიდან, 16 სექტემბრიდან Apple-ის უახლესი სმარტფონების წინასწარი შეკვეთები იწყება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი წინასწარ შეუკვეთონ Apple-ის ოფიციალური რესელერების მაღაზიებში, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით და Trade-in-ის საშუალებით:

iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

7 სექტემბერს, მსოფლიოს ყურადღება Apple-ის ყოველწლიურმა პრეზენტაციამ და კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ტექნოლოგიურმა სიახლეებმა მიიპყრო, სადაც ბრენდის 8 უახლესი პროდუქტი იყო წარმოდგენილი. შემოდგომის ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენა, Apple-ის ახალ პროდუქტებს შორის სმარტფონების განახლებული ხაზი და ინოვაციური ფუნქციებია.

iPhone 14 და iPhone 14 Plus

ვიზუალი

6.1 დიუმიანი iPhone 14 ტრადიციულად განაგრძობს განახლებული სმარტფონების ხაზს. რაც შეეხება 6.7 დიუმიან iPhone 14 Plus-ს, ეს არის მოწყობილობის ახალი, „ყველაზე დიდი“ ძირითადი ვერსია, ზომით Pro Max-ის ვერსიას შეესაბამება. ორივე ახალი მოდელი ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: შავი, თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი.

კამერა

საბაზისო iPhone-ების ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლებებია 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და დაბალი განათების ფოტოგრაფია. ტელეფონი გადაღებისას ორჯერ მეტ სინათლეს შთანთქავს, რაც სურათების ხარისხს 2-2,5-ჯერ აუმჯობესებს. გაუმჯობესდა ფრონტალური კამერაც და პირველად მიიღო ავტოფოკუსის ფუნქცია.

ვიდეო კონტენტის ხარისხი უფრო მაღალი იქნება ახალი ტიპის სტაბილიზაციის წყალობით - Action Mode: რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ვიდეოები აქტიურ მოძრაობაში. შედეგად, ყველაზე არასტაბილურ პირობებში გადაღებული ვიდეოებიც კი ხარისხით ჰგავს კლიპებს, რომლებიც გადაღებულია შტატივის გამოყენებით.

iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი

ვიზუალი

სმარტფონების უახლესმა ვერსიებმა, 6.1 დიუმიანმა iPhone 14 Pro-მ და 6.7 დიუმიანიმა Pro Max-მა, მიიღეს გაუმჯობესებული ვიზუალი „Dynamic Island“ კონცეფციის დანერგვის წყალობით: დეველოპერებმა სენსორები გადააადგილეს და წინა კამერები უფრო შეამცირეს ისე, რომ მოსახერხებელი push-შეტყობინებები მათ გარშემო განლაგდა. ეკრანის ზედა ჭრილი ჩანაცვლდა პატარა კუნძულით, რომელიც ადაპტირდება ინტერფეისთან, ხოლო მოწყობილობების გვერდითი ჩარჩოები ოდნავ თხელი გახდა.

ტელეფონების პალიტრა ახალი მუქი მეწამული ელფერით შეივსო. კლასიკური ფერებიდან წარმოდგენილია შავი, თეთრი და ოქროსფერი.

ფუნქციონალური

Pro მოდელების განახლებული სპეციფიკაციები მოიცავს:

• ახალი 6 ბირთვიანი პროცესორი A16

• სმარტფონების ენერგოეფექტურობა გაუმჯობესებულია 20%-ით, რაც ზრდის ბატარეის ხანგრძლივობას 29 საათამდე.

• რეკორდული ეკრანის სიკაშკაშე 2000 ნიტი მზის ქვეშ და ყოველთვის ჩართული ეკრანის ფუნქცია: დაბლოკვის დროს ეკრანი გადადის ჩაბნელებულ და უფრო ეკონომიურ რეჟიმში, ზოგიერთ საგანს ეკრანზე ინახავს მაშინაც კი, როცა გამორთულია.

• Crash Detection ფუნქცია: მოწყობილობები აღჭურვილია ზემოქმედების და ხმამაღალი ხმის ამომცნობი დეტექტორებით, რომლებსაც შეუძლიათ ავარიის ფაქტის ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება.

კამერა

კამერის ხარისხის ნახტომი 13 Pro-დან 14 Pro-ზე ყველაზე დიდია iPhone-ის ისტორიაში, 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, რაც 65%-ით მეტია გასული წლის მოდელებთან შედარებით.

გაუმჯობესებული სინათლის მგრძნობელობა: დაბალი შუქის და ღამის კადრები ორჯერ უფრო ნათელია.

მოქმედების რეჟიმის სტაბილიზაციით, კინემატოგრაფიული რეჟიმი 4K საშუალებას გაძლევთ შექმნათ მაღალი ხარისხის ვიდეოები, გარე ფაქტორებისა და პირობების მიუხედავად.

ინოვაციური მოწყობილობები ახალი ფუნქციონალური შინაარსით, გარღვევები ფოტო და ვიდეო გადაღების სფეროში და სხვა სასარგებლო ფუნქციები მომხმარებლის მაქსიმალური გამოცდილებისთვის - Apple მწვერვალზე დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გამოცდილებას ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში.

R