გუშინ, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელი წაილეკა მშობლების მიერ გამოქვეყნებული შვილების პირველი სასწავლო დღის ამსახველი ფოტოებით, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც. სწორედ ამგვარი ფოტოსესიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უფროსი შვილი პირველ კლასში, თანაც საჯარი სკოლაში მიიყვანა.
ამ დღეს ელიზაბეტა რიჟვაძეს სკოლაში მშობლები მიჰყვნენ. "ელიზაბეტის პირველი დღე სკოლაში. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებებს გისურვებთ!" - წერს თორნიკე რიჟვაძე.
თორნიკე რიჟვაძესა და მის მეუღლეს მაგდა მუმლაძეს ორი შვილი ჰყავთ - 6 წლის ელიზაბეტი და 4 წლის დავითი.
როგორც ირკვევა, თორნიკე რიჟვაძის მეუღლე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია და იმ სკოლაში ასწავლის, სადაც წყვილის შვილი მიიღებს განათლებას.
იხილეთ ასევე: