პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ექ­ვსი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2021 წლის მა­ი­სი­დან დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ სამი წევ­რი, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დის“ და­ვა­ლე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მხარ­დამ­ჭერ სამ პირ­თან ერ­თად, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მო­მუ­შა­ვე კერ­ძო ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­გან ე.წ. "ქურ­დუ­ლი სა­ერ­თოს“ შეგ­რო­ვე­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ამავდრო­უ­ლად, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ ერთ-ერთ წევ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლას.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ სამი წევ­რი­დან, ორ მათ­განს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223¹-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა), ერთს კი 223¹-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა), 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა) და 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია) წა­რედ­გი­ნათ.

ასე­ვე, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, სამ პირს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223³-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით​ წა­რედ­გი­ნა​თ.

სა­სა­მარ­თლომ, ერთი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223¹-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხით 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პი­რი­დან ერთს სას­ჯე­ლის სა­ხით 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, ხოლო მე­ო­რე მათ­გა­ნის ქმე­დე­ბა დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რად და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პირი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი და მათ სხვა­დას­ხვა ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ჰმ,
0

გაგებით აღარ ეკიდებიან?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრი, საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერ ქურდის“ დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ სამ პირთან ერთად, ორგანიზებას უწევდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. "ქურდული საერთოს“ შეგროვებას. პროკურატურის განმარტებით, ამავდროულად, "ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრი ახორციელებდა ზემოთხსენებული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ასევე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

"აღნიშნული ქმედებისთვის, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრიდან, ორ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით "ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთს კი 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ წევრობა), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და 194-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.

ასევე, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის, სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მეორე ნაწილით​ წარედგინა​თ.

სასამართლომ, ერთი პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე და 236-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორე მათგანის ქმედება დაკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.