"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ "არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
კელი დეგნანზეც ხო არ ჩაგვიტარებდით გამოკითხვას??))
პარტიას, რომელსაც 2008 წელს ომი აქვს რუსეთთან მოგებული (და ნაზეიმევი), ბიუჯეტიდან და ბიზნესიდან ნაძარცვის სახით წაღებული აქვს 20 მლრდ დოლარი (დაახლიებით ამის ნახევარი ჩამოწერილი და წაღებული ომიდან) და მისი ენდაი, მისივე საველე მკვლევარით 8%-ს უწერს, მარტო პოლიტიკიდან კი არა, ქვეყნიდანაც უნდა მოდიოდეს მთელი შემადგენლობით (ციხეში მყოფთა გამოკლებით რა თქმა უნდა)