პარტნიორები:
    ავტორი:

    უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა ძალებმა ლისიჩანსკში რუსების შტაბი გაანადგურეს, ხერსონთან კი - ოკუპანტების ბაზა

    უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა ძალებმა ლისიჩანსკში რუსების შტაბი გაანადგურეს, ხერსონთან კი - ოკუპანტების ბაზა

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის 5 საწყობი, 2 ბაზა და შტაბი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი, სერჰი ბრაჩუკი იუწყება.

    მისი თქმით, მიკოლაივის ოლქის სნეგირევსკის რაიონში საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების ორი ბაზა ხერსონის მახლობლად და ნოვა კახოვკაში, ასევე საბრძოლო მასალის საწყობები ხერსონის ოლქში.

    "დონბასში, დონეცკის ტერიტორიაზე ოკუპანტებს ერთი საწყობით ნაკლები დარჩათ, ლისიჩანსკში ლიკვიდირებულია რუსების შტაბი. საბრძოლო მასალოს კიდევ ერთი საწყობი კი ზაპოროჟიეს ოლქის ვასილიევსკის რაიონში „გაქრა“, - წერს ბრაჩუკი