მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტები, რომლებიც ორი კვირის წინ გაუქმებულად გამოცხადდა, თბილისში ისევ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბილეთების ონლაინ გაყიდვის ვებ-გვერდი biletebi.ge ავრცელებს.
"მეგობრებო, "მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.
მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში" - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2 სექტემბერს biletebi.ge-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქავმი იყო, რომ რუსი მომღერლების კონცერტების ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ უარი უთხრა გამართვაზე.
მათივე მტკიცებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან ერთიც და მეორეც მხარს უჭერს უკრაინას.
ასევე იხილეთ: