პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ
სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ

სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბას­თან ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცია კვლავ იმარ­თე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხში "მო­ღა­ლა­ტურ პო­ლი­ტი­კა­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ნო­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის გან­ზრახ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ“.

აქ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ, არ­ცა­ხის გარ­დაც­ვლი­ლი გმი­რის, კა­რინ ტო­ნო­ი­ა­ნის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის სა­დღე­ღა­მი­სო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბა.

მან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, ხვალ 08:30 სა­ათ­ზე რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ.

"ჩვენ დავბლო­კავთ მთავ­რო­ბის შე­ნო­ბას, ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ას, პრო­კუ­რა­ტუ­რას, ყვე­ლა იმ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ინარ­ჩუ­ნებს ამ პრინცს, ამ მა­რი­ო­ნე­ტებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ტო­ნო­ი­ან­მა.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ტრი­ბუ­ნა სხვი­სი სა­კუთ­რე­ბა არ არის და გა­მოს­ვლე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ უნდა უხელ­მძღვა­ნე­ლოს ოპო­ზი­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბას, სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა.

მისი თქმით, მოძ­რა­ო­ბის ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა გან­წი­რუ­ლია მარ­ცხის­თვის.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი სომ­ხეთ­ში 14 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა.

nene
0

ესენი არიან ჩემი აზრით, არიან მოღალატეები, სომხეთი ასეთ სიტუაციაშია და რა დღეში არიან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ

სომხეთის პარლამენტთან შეკრებილები ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ იმართება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მონაწილეები ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის საკითხში "მოღალატურ პოლიტიკასა და აზერბაიჯანთან მონობის დოკუმენტზე ხელმოწერის განზრახვაში ადანაშაულებენ“.

აქციაზე საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, არცახის გარდაცვლილი გმირის, კარინ ტონოიანის დედამ განაცხადა, რომ აუცილებელია დაუმორჩილებლობის სადღეღამისო აქციების დაწყება.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხვალ 08:30 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ.

"ჩვენ დავბლოკავთ მთავრობის შენობას, ეროვნულ ასამბლეას, პროკურატურას, ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ინარჩუნებს ამ პრინცს, ამ მარიონეტებს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ტონოიანმა.

მანვე განაცხადა, რომ ეს ტრიბუნა სხვისი საკუთრება არ არის და გამოსვლები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ოპოზიციურ მოძრაობას, სრულიად უადგილოა.

მისი თქმით, მოძრაობის ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის.

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები სომხეთში 14 სექტემბერს განახლდა.