საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დილიდან სოციალური ქსელი მოსწავლეების ფოტოებით არის აჭრელებული. გია ბაღაშვილის ოთხივე ქალიშვილი უკვე სკოლის მოსწავლეა, მისი მეოთხე გოგონა ანასტასია პირველ კლასში მივიდა. მუსიკოსმა ისინი სასწავლო დაწესებულებამდე თავად მიაცილა.
ფოტოს და პოსტს ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ჩემი უძლეველი რაზმი სკოლას დაუბრუნდა! მამიკოს გულის გამხარებლის, პატარა ანასტასიასთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან დღეს პირველად წავიდა სკოლის მოსამზადებელ კლასში! ყველას გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატებები თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს!" - წერს ბაღაშვილი.
მუდამ წარმატებები
იცით როდის ეშველება ქვეყანას?? როდესაც საკუთარ ოჯახებზე მეტს იფიქრებს ხალხი ვიდრე სხვისაზე,საკუთარ ნაკლოვანებებზე, ქმედებებზე, საქციელზე რომ გაამახვილებს ყურადღებას და არა სხვების საწოლში და პირადში იფოთიალებს!
P.S.ყველა ბავშვს ბედნიერებას ვუსურვებ!
ყველას აქვს უფლება იცხოვროს იმასთან ვისთანც სურს !