პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება
რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება

ვებგ­ვერდ kavkazr.com - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ რამ­ზან კა­დი­რო­ვის 16 წლის შვი­ლი ახ­მედ კა­დი­რო­ვი რუ­სე­თის ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი ხდე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, უმ­ცრო­სი კა­დი­რო­ვი "ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის აღ­ზრდის ახა­ლი იდე­ე­ბის" გან­სა­ხილ­ვე­ლად რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ, სერ­გეი კრავ­ცოვს შეხ­ვდა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ­მა მი­ნის­ტრმა მხა­რი და­უ­ჭი­რა ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი შვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას რუ­სე­თის ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რის პოსტზე. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, ახ­მედ კა­დი­რო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდუ­ლი და სა­ბავ­შვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­დე­ბა.

ამ პოსტზე კა­დი­რო­ვის შვი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ოფი­ცი­ო­ზი ამ­ტკი­ცე­ბენ, მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც "ჩეჩ­ნე­ბის რეს­პუბ­ლი­კის "ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის" ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რამ­ზან კა­დი­რო­ვის შვი­ლებს, ძმის­შვი­ლებს, დებს, ბი­ძაშ­ვი­ლებს და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის შვი­ლებს ჩეჩ­ნეთ­ში სხვა­დას­ხვა დროს 100-მდე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვათ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში. მა­გა­ლი­თად, რამ­ზან კა­დი­როვ­მა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, აი­შატ კა­დი­რო­ვა, 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა.

მა­ნამ­დე, 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ხა­დი­ჟატ კა­დი­რო­ვა, გროზ­ნოს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ჩა­უ­ყე­ნეს სა­თა­ვე­ში

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giga
0

ფაქტობრივად აპიარებთ, არ უხსნით ხალხს რომ ბოროტმოქმედები და თავიანთი ხალხის მტერია

შკოდალა
0

სადაური კადიროველები არიან ესენი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება

რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება

ვებგვერდ kavkazr.com - ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ახმედ კადიროვი რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერი ხდება. როგორც ირკვევა, უმცროსი კადიროვი "ახალგაზრდა თაობის აღზრდის ახალი იდეების" განსახილველად რუსეთის განათლების მინისტრ, სერგეი კრავცოვს შეხვდა.

რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაური შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანება მოხდება.

ამ პოსტზე კადიროვის შვილი საქმიანობა, როგორც ოფიციოზი ამტკიცებენ, მიმართული იქნება ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც "ჩეჩნების რესპუბლიკის "ბავშვებისა და ახალგაზრდების" ინტერესებს შეესაბამება.

რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში. მაგალითად, რამზან კადიროვმა უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, 2021 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დანიშნა.

მანამდე, 2020 წლის დეკემბერში რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილი, ხადიჟატ კადიროვა, გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ჩაუყენეს სათავეში