პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა
კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­ო­რე ტურ­ში "ნა­პო­ლი" "რე­ინ­ჯერსს" და­უ­პი­რის­პირ­და. "ნა­პო­ლის" შეხ­ვედ­რებს ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით ელო­დე­ბა, რად­გან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში იხი­ლონ.

"რე­ინ­ჯერ­სი"- "ნა­პო­ლის" პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ დამ­თავ­რდა

მე­ო­რე ტა­ი­მი საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. "ნა­პო­ლიმ" შოტ­ლან­დი­უ­რი გუნ­დი სტუმ­რად, გლაზ­გო­ში და­ა­მარ­ცხა. ქარ­თველ­მა მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბმა ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა. მას მერე, რაც "ნა­პო­ლის" პო­ლო­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ჟე­ლენ­სკიმ თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ვერ გა­ი­ტა­ნა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნით და­წი­ნა­ურ­და "ნა­პო­ლი".

67-ე წუთ­ზე ხვი­ჩას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ბა­რი­შიჩს ხელ­ზე მოხ­ვდა და პო­ლი­ტა­ნომ სტუმ­რე­ბი პე­ნალ­ტით და­ა­წი­ნა­უ­რა. 70-ე წუთ­ზე კვა­რა­ცხე­ლი­ას მო­რე­ლოს­მა მა­ი­სურ­ზე მო­ქა­ჩა, წა­აქ­ცია, თუმ­ცა არ­ბიტრმა და­ინ­დო და მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი არ უჩ­ვე­ნა. მერე ქარ­თვე­ლი დრიბ­ლინ­გი­სას ტა­ვერ­ნი­ემ სა­ჯა­რი­მოს წინ მო­ცე­ლა და ყვი­თე­ლი ბა­რა­თი და­იმ­სა­ხუ­რა. 82-ე წუთ­ზე მან კუ­თხი­დან სცა­და ცხრი­ან­ში ბურ­თის ჩახ­ვე­ვა, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­და. მერე კვლავ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დრიბ­ლინ­გი, კა­რის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა კი არა­ზუს­ტი გა­მო­უ­ვი­და. შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა რას­პა­დო­რიმ 85-ე წუთ­ზე და­ლაშ­ქრა გლაზ­გო­ელ­თა კარი და მატ­ჩის ბე­დიც გა­და­წყდა. მწვრთნელ­მა სპა­ლე­ტიმ კვა­რა­ცხე­ლია 90-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლა. "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში მას ჯერ ერთ შეხ­ვედ­რა­ში ამ­დე­ნი ხანი არ უთა­მა­შია. კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში გლაზ­გო­ე­ლე­ბის კარი ნდომ­ბე­ლე­მაც და­ლაშ­ქრა და კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დმა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

"ნა­პო­ლი“ A ჯგუფ­ში 6 ქუ­ლით ლი­დე­რია და შემ­დეგ მატჩს ტურ­ნირ­ზე 4 ოქ­ტომ­ბერს ამ­სტერ­დამ­ში „აიაქსთან“ გა­მარ­თავს, იქამ­დე სე­რია A-ში 18 სექ­ტემ­ბერს „სან სი­რო­ზე“ „მი­ლანს“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს კი "ტო­რი­ნოს“ უმას­პინ­ძლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა

კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და კიდევ ერთი მოგებული მატჩი - "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" სტუმრად დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლი" "რეინჯერსს" დაუპირისპირდა. "ნაპოლის" შეხვედრებს ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული ემოციით ელოდება, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში იხილონ.

"რეინჯერსი"- "ნაპოლის" პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა

მეორე ტაიმი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. "ნაპოლიმ" შოტლანდიური გუნდი სტუმრად, გლაზგოში დაამარცხა. ქართველმა მარცხენა გარემარბმა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას მერე, რაც "ნაპოლის" პოლონელმა ფეხბურთელმა ჟელენსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიას გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა "ნაპოლი".

67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ბარიშიჩს ხელზე მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. მწვრთნელმა სპალეტიმ კვარაცხელია 90-ე წუთზე შეცვალა. "ნაპოლის" რიგებში მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელების კარი ნდომბელემაც დალაშქრა და კვარაცხელიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს, იქამდე სერია A-ში 18 სექტემბერს „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი "ტორინოს“ უმასპინძლებს.