Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდმა ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-ლუკ გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ 91 წლის რეჟისორმა "მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სიცოცხლე, რადგან მას მრავლობითი მძიმე დაავადება სტანჯავდა."
გოდარის ოჯახის წევრების თქმით, ის საკუთარ სახლში, მშვიდად გარდაიცვალა.
გოდარი, რომელიც 1930 წელს პარიზში დაიბადა, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა შვეიცარიის სოფელ როლში განმარტოებულად.
გოდარის ოჯახთან დაახლოებული პირი ფრანგულ გაზეთ Libération-ს ესაუბრა და თქვა, რომ რეჟისორი "ავად არ იყო და უბრალოდ გადაიქანცა. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლე დაესრულებინა. ეს გოდარის გადაწყვეტილება იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველას სცოდნოდა“.
ერიკ რომერთან, ჟაკ რივეტთან და ფრანსუა ტრიუფოსთან ერთად, პარიზში დაბადებული გოდარი "ახალი ტალღის" მიმდინარეობის ცენტრალური ფიგურა იყო. კინოს ეს ექსპერიმენტალური მოძრაობა 1950-იანი წლების ბოლოს გაჩნდა საფრანგეთში. ჟან-ლუკ გოდარი ისეთი საკულტო ფილმების გადაღებითაა ცნობილი, როგორიცაა "Breathless”, “Alphaville” და "Le Petit Soldat". მისი რამდენიმე ფილმი ხშირად ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში მოიხსენიება.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
გადაქანცვა ეხლა ნახოს, კუპრში. ეჰ, რა უსაშველო უღმერთოებაა ამ ვითომდა მაღალგანვითარებულ ევროპაში?!
როლი, როლი,... ფანტასტიკური სოფელია, ტბის პირას...ნეტავ ყველა გვაცხოვრა მანდ, თუნდაც განმარტოებით, ოჯახთან ერთად.