სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე
ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე

ამე­რი­კე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ლებ­რონ ჯე­იმ­ზი ფა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნა­ხონ, რო­გო­რია, ცხოვ­რე­ბა მე­ფე­სა­ვით. "ლე­ი­კერ­სის" ვარ­სკვლავ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, სა­ვა­ნა ჯე­იმზმა ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­სახ­ლის კარი Vanity Fair-ის­თვის გა­ა­ღეს. კა­ლათ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხუ­რი პორ­ტრე­ტი პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ტაბ­ლო­იდ­ში და­ი­ბეჭ­და. ფო­ტო­ებ­ში ლებ­რო­ნი მე­უღ­ლე­სა და 3 შვილ­თან ერ­თად პო­ზი­რებს. კა­ლათ­ბურ­თელს 2 ვაჟი - 17 წლის ბრო­ნი და 15 წლის ბრა­ი­სი და ერთი 7 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - ჟური ჰყავს.

ჯე­იმ­ზებს სა­სახ­ლის გა­რეთ მდიდ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუზი აქვთ, რო­მე­ლიც მარ­მა­რი­ლოს დე­ტა­ლე­ბი­თაა გა­წყო­ბი­ლი. (ჯე­იმ­ზი თა­ვის ორ ვაჟ­თან ერ­თად)

რო­გორც ტაბ­ლო­ი­დი წერს, ჯე­იმ­ზე­ბის ოჯახს კა­ლათ­ბურ­თის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს. ლებ­რონ ჯე­იმ­ზის უფ­რო­სი ვაჟი, ბრო­ნი, რო­მე­ლიც წელს 18 წლის ხდე­ბა, თა­ვი­სი სკო­ლის სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდში მცვე­ლია და მას ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. "მის­თვის ახლა ის დროა, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყოს“,- ამ­ბობს სა­ვა­ნა. ბრო­ნის უმ­ცროს ძმა­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა მისი მშობ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ლათ­ბურ­თის მო­თა­მა­შეა.

ლებ­რონ ჯე­იმზმა, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­ცე სე­ზო­ნია NBA-ში თა­მა­შობს, გა­ამ­ხი­ლა, რომ სურს თა­ვის უფ­როს ვაჟ­თან ერ­თად ითა­მა­შოს. წინა თვეს მი­ცე­მულ ინ­ტრვი­უ­ში კი, ლებ­რონ­მა ისიც არ გა­მო­რი­ცხა, რომ მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, ორი­ვე ვაჟ­თან ერ­თად ითა­მა­შოს საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტი.

"ვინ­მე იფიქ­რებს, რომ როცა ლებ­რო­ნი მა­მა­შე­ნია, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა ეს, არა­და, ისე არ არის, რომ ჩვენ ვა­ი­ძუ­ლეთ ან რა­მე­ნა­ი­რად ვუ­ბიძ­გეთ, რომ ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და“ ,- ამ­ბობს სა­ვა­ნა შვი­ლებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ლებ­რო­ნის უმ­ცროს გო­გო­ნას, ჟუ­რის, რო­გორც დედა ახა­სი­ა­თებს, ის "ოჯა­ხის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია“. პა­ტა­რა გო­გო­ნას ცხო­ბა, იოგა და ხატ­ვა უყ­ვარს. ჯე­იმ­ზე­ბის ოჯა­ხი ჟუ­რის პრე­სი­სა და მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან მა­ლავ­და და პირ­ვე­ლად ის 2016 წელს გა­მო­ა­ჩი­ნეს, როცა ლებ­რონ­მა ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო.

2013 წელს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი ერ­თად პო­ზი­რებს თა­ვი­ანთ სპორ­ტულ მან­ქა­ნას­თან.

წყა­რო:nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდალუზიელი
4

ისე რა ძალა აქვს ფულს და ქონებას, თორემ ასეთი გარეგნობის კაცთან რომ დაწვები.....

ჯჯ
6

მკიდია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე

ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე

ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმზი ფანებს საშუალებას აძლევს ნახონ, როგორია, ცხოვრება მეფესავით. "ლეიკერსის" ვარსკვლავმა და მისმა მეუღლემ, სავანა ჯეიმზმა ლოს ანჯელესის სასახლის კარი Vanity Fair-ისთვის გააღეს. კალათბურთელის ოჯახური პორტრეტი პირველად სწორედ ამ ტაბლოიდში დაიბეჭდა. ფოტოებში ლებრონი მეუღლესა და 3 შვილთან ერთად პოზირებს. კალათბურთელს 2 ვაჟი - 17 წლის ბრონი და 15 წლის ბრაისი და ერთი 7 წლის ქალიშვილი - ჟური ჰყავს.

ჯეიმზებს სასახლის გარეთ მდიდრული საცურაო აუზი აქვთ, რომელიც მარმარილოს დეტალებითაა გაწყობილი. (ჯეიმზი თავის ორ ვაჟთან ერთად)

როგორც ტაბლოიდი წერს, ჯეიმზების ოჯახს კალათბურთის დიდი სიყვარული აერთიანებს. ლებრონ ჯეიმზის უფროსი ვაჟი, ბრონი, რომელიც წელს 18 წლის ხდება, თავისი სკოლის საკალათბურთო გუნდში მცველია და მას ყველა წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს. "მისთვის ახლა ის დროა, თავისი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს“,- ამბობს სავანა. ბრონის უმცროს ძმაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა მისი მშობლები ამტკიცებენ, რომ ისიც შესანიშნავი კალათბურთის მოთამაშეა.

ლებრონ ჯეიმზმა, რომელიც უკვე მეოცე სეზონია NBA-ში თამაშობს, გაამხილა, რომ სურს თავის უფროს ვაჟთან ერთად ითამაშოს. წინა თვეს მიცემულ ინტრვიუში კი, ლებრონმა ისიც არ გამორიცხა, რომ მომავალში, შესაძლოა, ორივე ვაჟთან ერთად ითამაშოს საყვარელი სპორტი.

"ვინმე იფიქრებს, რომ როცა ლებრონი მამაშენია, ავტომატურად ხდება ეს, არადა, ისე არ არის, რომ ჩვენ ვაიძულეთ ან რამენაირად ვუბიძგეთ, რომ ამ სპორტით დაკავებულიყვნენ. ეს თავისთავად მოხდა“ ,- ამბობს სავანა შვილებზე.

რაც შეეხება ლებრონის უმცროს გოგონას, ჟურის, როგორც დედა ახასიათებს, ის "ოჯახის კრეატიული დირექტორია“. პატარა გოგონას ცხობა, იოგა და ხატვა უყვარს. ჯეიმზების ოჯახი ჟურის პრესისა და მაყურებლებისგან მალავდა და პირველად ის 2016 წელს გამოაჩინეს, როცა ლებრონმა ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელს დაქორწინებული წყვილი ერთად პოზირებს თავიანთ სპორტულ მანქანასთან.

წყარო:nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა