მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა - პირველ ადგილზე ქურდობაა, მეორეზე კი ოჯახში ძალადობა
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა - პირველ ადგილზე ქურდობაა, მეორეზე კი ოჯახში ძალადობა

იან­ვარ-ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 33 058 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­რი­ცხა, სა­ი­და­ნაც 1 867 ფაქ­ტი (56.49%) სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გახ­სნეს.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა­ზე მეტი 10 098 შემ­თხვე­ვა (გა­იხ­სნა 5353) ქურ­დო­ბა­ზე მო­დის, შემ­დეგ ად­გილ­ზეა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის 2344 (გა­იხ­სნა 1935) და მუ­ქა­რის 2098 (გა­იხ­სნა 1826) ფაქ­ტი.

ამას­თან, რე­გის­ტრი­რე­ბულ და­ნა­შა­ულ­თა შო­რი­საა სი­ცო­ცხლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სულ 1121 ფაქ­ტი, სა­ი­და­ნაც 119 გა­იხ­სნა. მათ შო­რი­საა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, 27 და 17 ფაქ­ტი, სა­ი­და­ნაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯამ­ში 39 გახ­სნეს. ამას­თან, აღი­რი­ცხა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, 35 და 33 შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც ჯამ­ში 65 და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნა. ასე­ვე, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის 869 შემ­თხვე­ვა - გა­იხ­სნა 10.

გარ­და ამი­სა, და­ფიქ­სირ­და 1727 სატ­რან­სპორ­ტო და­ნა­შა­უ­ლი, მათ შო­რი­საა 190 ისე­თი ფაქ­ტი, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლებს, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა - 96, გა­იხ­სნა 61; ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა ან გა­სა­ღე­ბა - 1628, გა­იხ­სნა 1434; სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი - 346, გა­იხ­სნა 80; ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა - 48, გა­იხ­სნა 33.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბულ და­ნა­შა­ულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 5.14%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გაზ­რდი­ლია და­ნა­შა­ულ­თა გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 2021 წლის იან­ვარ-ივ­ლის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა აღ­რი­ცხუ­ლი 34 848 და­ნა­შა­უ­ლი­დან 41.64% გახ­სნეს.

ვაჟა
1

რატომაა ქურდობა ყველაზე მეტი, ნეტავი მაგალითს საიდან იღებენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა - პირველ ადგილზე ქურდობაა, მეორეზე კი ოჯახში ძალადობა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა - პირველ ადგილზე ქურდობაა, მეორეზე კი ოჯახში ძალადობა

იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი.

ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სულ 1121 ფაქტი, საიდანაც 119 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 27 და 17 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 39 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 35 და 33 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 65 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 869 შემთხვევა - გაიხსნა 10.

გარდა ამისა, დაფიქსირდა 1727 სატრანსპორტო დანაშაული, მათ შორისაა 190 ისეთი ფაქტი, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.

რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

გაუპატიურება - 96, გაიხსნა 61; ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება - 1628, გაიხსნა 1434; სამოხელეო დანაშაული - 346, გაიხსნა 80; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 48, გაიხსნა 33.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 5.14%-ითაა შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 34 848 დანაშაულიდან 41.64% გახსნეს.