პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... - მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი
ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... -  მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი

ჯონ ლე­ნო­ნის მკვლელ მარკ დე­ი­ვიდ ჩეპ­მენს, უკვე მე­თორ­მე­ტედ უთხრეს პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი. ჩეპ­მენს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, მაგ­რამ 20 -წლი­ა­ნი ვა­დის მოხ­დის შემ­დეგ მას პი­რო­ბი­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა. მარკ ჩეპ­მე­ნი, 2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ითხოვს პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. დე­პარ­ტა­მენტს ჩეპ­მე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­მარ­თუ­ლი მოს­მე­ნის ჩა­ნა­წე­რი ჯერ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

1980 წლის 8 დე­კემ­ბერს, მარკ ჩეპ­მენ­მა ლე­ნონს 38-კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღით ხუთ­ჯერ ეს­რო­ლა. ლე­გენ­და­რულ მომ­ღე­რალს ზურ­გის არე­ში 4 ტყვია მოხ­ვდა. მა­ნამ­დე კი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ჩეპ­მენ­მა, "ბითლზე­ბის“ წევ­რს ალ­ბომ­ზე ხელ­მო­წე­რაც სთხო­ვა.

ჩეპ­მენ­მა, და­კი­თხვა­ზე თქვა, რომ ჯონ ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დეპ­რე­სი­ას და სხვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს უკავ­ში­რებს, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და. მან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლი 1981 წლის ივ­ნის­ში აღი­ა­რა.

ლე­ნო­ნის ცოლი, იოკო ონო დიდი ხა­ნია ეწი­ნა­აღ­მდე­გებ­და ჩეპ­მე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და საბ­ჭოს წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­და თხოვ­ნით, უარი ეთ­ქვათ მკვლე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარკ ჩეპ­მე­ნი სი­ნა­ნულს გა­მო­ხა­ტავ­და მომ­ღერ­ლის მკვლე­ლო­ბის გამო. 2018 წელს, რო­დე­საც მას მე­ა­თედ უთხრეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი, მარ­კმა საბ­ჭოს უთხრა, რომ რაც მეტი წელი გა­დი­ო­და, მით უფრო მე­ტად რცხვე­ნო­და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის.

"ჩა­დე­ნი­ლის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ“, - გა­ნუ­ცხა­და მან საბ­ჭოს 2018 წელს. იმ პრი­ო­დის კო­რექ­ტი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი იმით და­ა­სა­ბუ­თეს, რომ ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბა ჩეპ­მენ­მა მხო­ლოდ სა­ხე­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად ჩა­ი­დი­ნა და მისი ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
0

გათავისუფლება არა ცელი! მოუნდა ბიჭს! ჩალპეს უნდა ციხეში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის!

akaki
1

როგორ შეიძლება ესეთმა გენიოსმა ხელოვანმა ავტოგრაფი მოგცეს, და დაგემართოს შფოთვები და გულის პრანჭვა! როცა ჯონ ლენონის ავტოგრაფი ! დედამიწის მცხოვრები მილიარდი ხალხის აუხდენელი ოცნება იყო! ამ მუსიკალური სამყაროს ღალატის შემდეგ! მუქთაზე გაცოცხლებენ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... - მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... -  მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი

ჯონ ლენონის მკვლელ მარკ დეივიდ ჩეპმენს, უკვე მეთორმეტედ უთხრეს პირობით გათავისუფლებაზე უარი. ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ 20 -წლიანი ვადის მოხდის შემდეგ მას პირობითი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მიეცა. მარკ ჩეპმენი, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ითხოვს პირობით გათავისუფლებას. დეპარტამენტს ჩეპმენის გათავისუფლების თაობაზე გამართული მოსმენის ჩანაწერი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

1980 წლის 8 დეკემბერს, მარკ ჩეპმენმა ლენონს 38-კალიბრიანი იარაღით ხუთჯერ ესროლა. ლეგენდარულ მომღერალს ზურგის არეში 4 ტყვია მოხვდა. მანამდე კი, რამდენიმე საათით ადრე, ჩეპმენმა, "ბითლზების“ წევრს ალბომზე ხელმოწერაც სთხოვა.

ჩეპმენმა, დაკითხვაზე თქვა, რომ ჯონ ლენონის მკვლელობის გადაწყვეტილებას დეპრესიას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირებს, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა. მან ჩადენილი დანაშული 1981 წლის ივნისში აღიარა.

ლენონის ცოლი, იოკო ონო დიდი ხანია ეწინააღმდეგებდა ჩეპმენის გათავისუფლებას და საბჭოს წერილებს უგზავნიდა თხოვნით, უარი ეთქვათ მკვლელის გათავისუფლებაზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მარკ ჩეპმენი სინანულს გამოხატავდა მომღერლის მკვლელობის გამო. 2018 წელს, როდესაც მას მეათედ უთხრეს გათავისუფლებაზე უარი, მარკმა საბჭოს უთხრა, რომ რაც მეტი წელი გადიოდა, მით უფრო მეტად რცხვენოდა თავისი საქციელის.

"ჩადენილის გამო ძალიან ვწუხვარ“, - განუცხადა მან საბჭოს 2018 წელს. იმ პრიოდის კორექტირების ოფიციალურმა პირებმა გათავისუფლებაზე უარყოფითი პასუხი იმით დაასაბუთეს, რომ ლენონის მკვლელობა ჩეპმენმა მხოლოდ სახელის დასამკვიდრებლად ჩაიდინა და მისი ციხიდან გაშვება საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნიდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა