უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთი დღის განმავლობაში საოკუპაციო ავიაციის Su-24M ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.
"ჩვენმა თვითმფრინავმა მტრის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენა. დავიდივ-ბრიდის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების ძალებმა საოკუპაციო ავიაციის Су-24М ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს“, - აღნიშნავენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მილოვესა და დუდჩანში მოწინააღმდეგის ძალებისა და აქტივების კონცენტრაციის სამ ადგილს დაარტყეს, უროჟაინოესა და ხერსონში კი მართვის სამი პუნქტი გაანადგურეს.
ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 121 სამხედრო, ხუთი ტანკი, ცხრა სხვა ჯავშანმანქანა, სამი Мста-Б ტიპის ჰაუბიცა, ორი თვითმავალი ჰაუბიცა "გვოზდიკა“, ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა Панцирь С1 და ოთხი საწყობი საბრძოლო მასალებით.
წარმოუდგენელ მარველის ბოტს შენ რა წაიღე ტვინი. სავარაუდოდ აღარ გიხდიან და მოხალისე ხარ? 2008-ში ვინ ვინ დაიქირავა რუსეთმა ომი ,რომ დაგვიწყო. ან ბოლო რამდენიმე საუკუნე ვინ ვის ქირაობს რუსეთი, რომ გვავიწროვებს ყველა მხრიდან? ბოლოს და ბოლოს შენ და შენნაირების უხამს საქციელს არ უნდა ჰქონდეს დასასრული. ამ საიტების ადმინისტრაციის ხელშეწყობის გარეშე ხომ ვერ იპარპაშებდით უნამუსოებო.
ნუ გადააქცევთ თქვენს გაზეთს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის ქრონიკად. ნუ შეუქმნით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმის განცდას რომ თითქოს ისინიც ჩართულები არიან საომარ მოქმედებებში. ამ ომის გარდა უამრავი საქმე გვაქვს ქვეყანაში მოსაგვარებელი და ნუ გავახლიერებთ ქვეყანაში უკვე არსებულ დაძაბულობას. არა მგონია აქ ვინმეს დეტალებში აინტერესებდეს რამდენ ვერტმფრენს ჩამოაგდებენ ან რამდენ ტანკს ააფეთქებენ უკრაინელები.