საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს  უნივერსიტეტების სათავეშია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს  უნივერსიტეტების სათავეშია

2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო სა­კონ­კურ­სო ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, KIUუნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზეა

2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია. უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) რე­ი­ტინ­გში ლი­დერ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო სა­კონ­კურ­სო ქუ­ლის მი­ხედ­ვით, 14 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და 53 ავ­ტო­რი­ზე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შო­რის, KIU პირ­ველ ად­გილ­ზეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხუ­ლი 370 სტუ­დენ­ტი­დან 93-ს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს 100% სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი, ხოლო 367 სტუ­დენ­ტი კი სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით სარ­გებ­ლობს.

2022 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი იყო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ წელს ყვე­ლა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მას­თან შე­და­რე­ბით, KIU-ს აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე ჩა­ი­რი­ცხა ყვე­ლა­ზე მეტი 100%-ანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მფლო­ბე­ლი სტუ­დენ­ტი.

გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მოს­წრე­ბის და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­კურ­სე­ბი­სა და ოლიმ­პი­ა­დე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას KIU-ში აგ­რძე­ლე­ბენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შო­რის არი­ან ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის, ასე­ვე კონ­კურ­სის „M ვექ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სხვა და სხვა ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

###

KIU-მ 2020-2021 სას­წავ­ლო წელს სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი მე­ნე­ჯმენ­ტის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე მი­ი­ღო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით.

2022 წლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას და „ფი­ნან­სე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის“ (Finance and Information Management - FIM) სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 180 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. KIU-ს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. KIU არის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ აფი­ნან­სებს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გა­და­სა­ხადს სრუ­ლად ფა­რავს სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

რატომ გშურთ? დიახაც KIU ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპული დონის, სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში 😊

123
11

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები და გერმანელი პროფესორები არ დაგეკარგოთ არსად!!!!!!!!!! ახალი ცოცხი პირველ დღეს მართლაც კარგად გვის....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს  უნივერსიტეტების სათავეშია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს  უნივერსიტეტების სათავეშია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით, KIUუნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზეა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. უკვე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული 370 სტუდენტიდან 93-ს მოპოვებული აქვს 100% სახელმწიფო გრანტი, ხოლო 367 სტუდენტი კი სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტით სარგებლობს.

2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს შორის ყველაზე მოთხოვნადი იყო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. საგულისხმოა ისიც, რომ წელს ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან შედარებით, KIU-ს აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა ყველაზე მეტი 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი.

გასული წლების მსგავსად ქვეყნის საუკეთესო მოსწრების და სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები სწავლას KIU-ში აგრძელებენ. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები, სხვა და სხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები.

###

KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

2022 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს სადოქტორო პროგრამას და „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (Finance and Information Management - FIM) სამაგისტრო პროგრამას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს სრულად ფარავს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

NS