გურიაში, 53 წლის მამაკაცი დაჭრილი იპოვეს. მას ამ წუთებში მას სამედიცინო მომსახურეობა უტარდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი 2 დღის წინ ანასეულის გზაზე მანქანაში მოკლული 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაა.
დაჭრილ მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.
"სხეულის მთელ ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, ორივე ზემო და ორივე ქვემო კიდურზე, კისრის არეში, ორივე მტევანზე. ახლახან დამთავრდა ოპერაცია, ჭრილობები დამუშავდა, გაიკერა. გადაყვანილია პალატაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე", - აცხადებს "მედალფას" ოზურგეთის კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე.
მომხდარის შესახებ შსს-მა გამოძება დაიწყო. როგორც უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.