პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი, ასე­ვე ჯგუ­ფურ ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი: გი­ორ­გი ხო­რა­ვა და გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ვაჟა ფუ­ხაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან 10 000 -ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა ჯგუ­ფურ ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 3 პირი, ასე­ვე, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 2 პირი: რატი ჩა­ჩა­ნი­ძე, ირაკ­ლი ას­ლა­ნა­ძე, ნი­კო­ლოზ ბა­ზა­ძე, ოთარ კვი­რა­ია და და­ვით ხა­რის­ჭი­რაშ­ვი­ლი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და 3 პი­რის მი­მართ ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ად­ვო­კა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­დნენ.

ნი­კო­ლოზ ბა­ზა­ძის ად­ვო­კა­ტის, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ უამ­რა­ვი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა იყო, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­ზა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უ­ა­რეს­და, რის გა­მოც მისი იქ ყოფ­ნა, წა­მე­ბას არ უნდა და­ემ­სგავ­სოს. კა­კა­ბა­ძემ მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს 8000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შეს­თა­ვა­ზა.

რატი ჩა­ჩა­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა მისი 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, და­ვით ხარ­ჭი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა 5 000-ლა­რი­ა­ნი, ოთარ კვი­რა­ი­ას ად­ვო­კატ­მა 10 000-ლა­რი­ა­ნი, ირაკ­ლი ას­ლა­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა მისი 10 000-ლა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი კუ­ჭა­ვას ად­ვო­კატ­მა 10 000-ლა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი ხო­რა­ვას ად­ვო­კატ­მა

მისი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, მას შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

ბრალ­დე­ბის მხა­რის, პრო­კუ­რორ გი­ორ­გი კრა­ვე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა, გა­და­აგ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი და ტან­საც­მე­ლი.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რემ ვერც გი­ორ­გი ხო­რა­ვა­სა და კუ­ჭა­ვას მი­მართ და­ი­ნა­ხა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის: რატი ჩა­ჩა­ნი­ძის, ირაკ­ლი ას­ლა­ნა­ძის,ნი­კო­ლოზ ბა­ზა­ძის, ოთარ კვი­რა­ი­ას, და­ვით ხა­რის­ჭი­რაშ­ვი­ლის 10 0000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ე­თან­ხმა, თუმ­ცა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი კრა­ვე­იშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ჯგუ­ფუ­რად ჩა­ი­დი­ნეს ხუ­ლიგ­ნო­ბა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, აგა­რაკ­ზე სულ 33 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და თუკი, მათ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ, გა­მო­დის, რომ ყვე­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და "მა­შინ, ვინ ვის აშ­ვე­ლებ­და“. კრა­ვე­იშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლეს და მათი ჩვე­ნე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რა.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბულ რვა­ვე პირს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 ივ­ლისს წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი 7 პი­რი­დან 5 პირს ბრა­ლი ჯგუ­ფუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო 2 პირს ბრალ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილს, მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში ორი თვის წინ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი კი მი­მალ­ვა­ში თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საფიჩ ხია
0

დანარჩენი სამი რაო რას ამბობს ? ჩვენ არ დაგვინახიაო ?

ანი
4

ვაუ რა კარგია მაგარია!! საქართველოში ქართმუს დაკვლა და კაცის მოკვლა ერთია! არავითარი სასჯელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.

ადვოკატების უმეტესობა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ნიკოლოზ ბაზაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უამრავი ახალი გარემოება იყო, რაც პროკურატურას უნდა გაეთვალისწინებინა. ადვოკატის თქმით, ბაზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუარესდა, რის გამოც მისი იქ ყოფნა, წამებას არ უნდა დაემსგავსოს. კაკაბაძემ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით სასამართლოს 8000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

რატი ჩაჩანიძის ადვოკატმა მისი 3 000-ლარიანი გირაოს, დავით ხარჭიაშვილის ადვოკატმა 5 000-ლარიანი, ოთარ კვირაიას ადვოკატმა 10 000-ლარიანი, ირაკლი ასლანაძის ადვოკატმა მისი 10 000-ლარიანი, გიორგი კუჭავას ადვოკატმა 10 000-ლარიანი, გიორგი ხორავას ადვოკატმა

მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილის უფლებადამცველს, მას შუამდგომლობა არ ჰქონია.

ბრალდების მხარის, პროკურორ გიორგი კრავეიშვილის განცხადებით, დავით ჯიჯეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, ჯიჯეიშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტანსაცმელი.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი ბრალდების მხარემ ვერც გიორგი ხორავასა და კუჭავას მიმართ დაინახა.

სახელმწიფო ბრალდება დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულების: რატი ჩაჩანიძის, ირაკლი ასლანაძის,ნიკოლოზ ბაზაძის, ოთარ კვირაიას, დავით ხარისჭირაშვილის 10 0000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაეთანხმა, თუმცა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად ჩაიდინეს ხულიგნობა.

პროკურორის თქმით, აგარაკზე სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა და თუკი, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, გამოდის, რომ ყველა უდანაშაულო იყო და "მაშინ, ვინ ვის აშველებდა“. კრავეიშვილმა დასძინა, რომ ხულიგნობაში ბრალდებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათი ჩვენებები გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარა.

ცნობისთვის, დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.

ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.