სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?
"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

გუ­შინ ღა­მით, აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ორი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მხა­რე­ე­ბი კონ­ფლიქტსა და ზა­რალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ერ­თმა­ნეთს აკის­რე­ბენ. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხეთ­მა "სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ის“ გამო, რუ­სეთს მი­მარ­თა და "მე­გობ­რო­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­თხო­ვა. სომ­ხეთ­მა მი­მარ­თა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­საც და "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას", რომ­ლის წევ­რე­ბი სომ­ხეთ­თან და რუ­სეთ­თან ერ­თად არი­ან ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ტა­ჯი­კე­თი და ყირ­გი­ზე­თი. სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­საც ესა­უბ­რა.

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქტს ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე აფა­სებს და ამ კონ­ფლიქ­ტის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს როლ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

- ეს კონ­ფლიქ­ტი სა­ერ­თოდ არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რო­გორც ჩანს, აზრბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწრა­ფად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა უკ­რა­ი­ნის ფრონტზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და მათ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მოს­კოვს გა­უ­ჭირ­დე­ბა რა­ი­მე ფორ­მით აქ­ტი­უ­რი რო­ლის თა­მა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­სა­კა­ვებ­ლად. ეს იყო მო­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ისარ­გებ­ლა აზერ­ბა­ი­ჯან­მა და და­ი­წყო ის აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც გუ­შინ­დელს აქეთ ვუ­ყუ­რებთ. ჯერ კი­დევ მაქვს იმე­დი, რომ ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ეს შე­ტა­კე­ბა კი­დევ უფრო გა­იშ­ლე­ბა, მოხ­დე­ბა მისი შემ­დგო­მი გან­ვრცო­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტის ის­ტო­რი­ა­ში გა­და­ი­შა­ლა ახა­ლი ფურ­ცე­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ბო­ლო­ოდ მი­დის იმ სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის­კენ, რა­საც ჰქვია სახ­მე­ლე­თო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა თურ­ქეთ­თან.

დღეს აზერ­ბა­ი­ჯანს გა­აჩ­ნია ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რი:

1. მისი მზარ­დი როლი ევ­რო­პი­სა და ზო­გა­დად, და­სავლთის ენერ­გე­ტი­კულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში.

2. რუ­სე­თის უკი­დუ­რე­სი და­სუს­ტე­ბა - ჩვენ ვხე­დავთ, რომ მოს­კოვს, უბ­რა­ლოდ, აღარ ჰყოფ­ნის რე­სურ­სე­ბი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად და ყვე­ლა ძალა გა­დას­რო­ლი­ლია სწო­რედ იქით­კენ.

დღეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცდი­ლობს, რომ ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ახ­დი­ნოს რე­გი­ონ­ში ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სომ­ხეთს თავს მო­ახ­ვი­ოს სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გი.

უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ის შე­ეც­დე­ბა პირ­და­პირ და­ამ­ყა­როს კონ­ტრო­ლი სომ­ხე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ზე, რი­თიც ის შეძ­ლებს ამ ე.წ. სუ­ნი­ტის (ზან­გე­ზუ­რის) კო­რი­დო­რის და­პყრო­ბით, პირ­და­პი­რი სახ­მე­ლე­თო ხიდი შექ­მნას თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კას­თან. ძი­რი­თა­დი დარ­ტყმის ობი­ექ­ტი ალ­ბათ სუ­ნი­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში სომ­ხე­თი არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მან გა­ა­კე­თა ის, რაც შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა ალ­ბათ სომ­ხეთ­შიც კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი ზო­გა­დად, სომ­ხე­თის­თვის რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს, რაც მის­თვის შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, მაქ­სი­მუმ ისაა, რომ დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­და­ის­რო­ლოს და ჩა­ა­ყე­ნოს შუ­ა­ში იმ იმე­დით, რომ რუსს არ ეს­ვრი­ან. მაგ­რამ რომ ეს­რო­ლონ, აი, იქ უკვე რას გა­ა­კე­თებს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია.

გი­უმ­რის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა

რუ­სეთს არ აქვს დღეს იმის რე­სურ­სი, რომ კავ­კა­სი­ის ფრონტზე ვი­თა­რე­ბა და­ა­ლა­გოს. რუ­სე­თის გა­უ­აზ­რე­ბელ­მა და გა­უთ­ვლელ­მა ნა­ბი­ჯ­მა უკ­რა­ი­ნა­ში (უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა), სა­ბო­ლოო ჯამ­ში წარ­მოშ­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის ვა­კუ­უ­მი იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც რუ­სეთს ე.წ. სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ჰე­გე­მო­ნია ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ზონა იყო სწო­რედ ასე­თი რე­გი­ო­ნი. ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ყა­რა­ბაღ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ სომ­ხე­თი გა­და­აქ­ცია თა­ვის­სა­ვე გა­მარ­ჯვე­ბის მძევ­ლად, მო­აქ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში, რა­მაც შექ­მნა ის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვად შე­უ­წყო ხელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის უკი­დუ­რეს და­ახ­ლო­ე­ბას. დღეს რა­საც ვხე­დავთ, ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გია, სამ­წუ­ხა­როდ. სომ­ხე­თი არის ძალ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ნამ­დვი­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­გე­რი­ე­ბა, რო­მელ­საც ზურგს თურ­ქე­თი უმაგ­რებს. მას ვერც მო­კავ­ში­რე და­ეხ­მა­რე­ბა.

- ამ დროს ჩვენ­თან რა ხდე­ბა? რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ეს კონ­ფლიქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ზე და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- ჩვენ ვართ ერ­თა­დერ­თი ფან­ჯა­რა ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ჩვენ ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ სომ­ხე­თის დე­ი­ზო­ლა­ცი­ის პრო­ცესს და და­ვეხ­მა­როთ სომ­ხეთს ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ვა იმ პე­რი­ოდს, როცა ამ ერ­თა­დერთ ფან­ჯა­რას, ანუ ჩვენ, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი გვაქვს. და­სავ­ლეთ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა ვა­წარ­მო­ეთ მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი როლი სომ­ხეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის ხიდი სომ­ხეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი სომ­ხე­თის დე­ი­ზო­ლა­ცი­ას იმი­ტომ, რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ეს ბევ­რის­თვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლად ჟღერ­დეს, მაგ­რამ სომ­ხე­თი არის ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მო­კავ­ში­რე და აზერ­ბა­ი­ჯან­თან პარტნი­ო­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენ უნდა ვი­ყოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სომ­ხეთ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი, სტა­ბი­ლუ­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი, პროგ­რეს­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მშე­ნებ­ლო­ბით. მარ­თა­ლია, აზერ­ბა­ი­ჯან­თან გვაქვს პარტნი­ო­რო­ბა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი ძალ­თა ბა­ლან­სი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რუ­სე­თი არის უკი­დუ­რე­სად და­სუს­ტე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, ჩვენ­თვის ის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხეა, რაც ჩვენ­თვის იმ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­ტე­რესს წარ­მო­შობს, რომ:

1. რუ­სეთს ჰყავ­დეს ნაკ­ლე­ბი მო­კავ­ში­რე რე­გი­ონ­ში და შე­მო­ვი­დეს მეტი და­სავ­ლე­თი.

2. ჩვენ კი გვყავს პარტნი­ო­რე­ბი თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხით, მაგ­რამ თურ­ქულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ღერ­ძი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად ძლი­ე­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ვიდ­რე თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი ან ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ღერ­ძი. იმის­თვის, რომ რე­გი­ონ­ში გვქონ­დეს ბა­ლან­სი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, და სომ­ხეთ­ში, და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სომ­ხეთ­ში.

ამ ფონ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რა­ღაც წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა და იმ ძა­ლე­ბის სა­ბო­ლო­ოდ შე­კა­ვე­ბა, რო­მელ­თაც, რე­გი­ონ­ში ჰე­გე­მო­ნია სურთ. დღეს ჩვენ ვერ ვი­ყე­ნებთ რე­გი­ო­ნულ პო­ტენ­ცი­ალს ვი­ყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა რე­გი­ონ­ში, იმი­ტომ, რომ ჩვენ და­სავ­ლე­თის­კენ მივ­დი­ვართ, სომ­ხე­თი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არის იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი კი არის თურ­ქე­თის მხა­რეს. ეს პრობ­ლე­მა არის ის­ტო­რი­უ­ლად, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ჩა­მო­ი­შა­ლა სა­მი­ვეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა. დღე­საც გვაქვს ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა და ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე სუ­რა­თი. ჩვენს მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლო უნდა იაზ­რებ­დეს იმას, რომ:

1. ჩვენ არ მხა­რე უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში, რის­კე­ნაც უნდა მივ­მარ­თოთ მთე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა.

2. გვჭირ­დე­ბა და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში;

3. გვჭირ­დე­ბა და­სავ­ლეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის ერ­თგვა­რი ხი­დის რო­ლის მორ­გე­ბა, ეს უნდა იყოს ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი როლი;

4. სომ­ხეთ­თან გვჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძალ­თა ბა­ლან­სი ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ შე­იც­ვლე­ბა. კი, პარტნი­ო­რო­ბა პარტნი­ო­რო­ბად, მაგ­რამ პარტნი­ო­რო­ბა არის სი­მეტ­რი­უ­ლიც და ასი­მეტ­რი­უ­ლიც. ჩვენ აღ­მოვ­ჩნდე­ბით ასი­მეტ­რი­ულ როლ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­თან და თურ­ქეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ანუ გვექ­ნე­ბა არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დღის წეს­რი­გის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ ვიქ­ნე­ბით მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გის მიმ­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფო, რაც არ გავ­წყობს.

- რა როლს თა­მა­შობს და ითა­მა­შებს თურ­ქე­თი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტში, რას იტყვით მის ინ­ტე­რე­სებ­ზე?

- თურ­ქე­თი ამ კონ­ფლიქ­ტში უკვე თა­მა­შობს დიდ როლს.

1. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის თურ­ქე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

2. თურ­ქე­თი ასე­ვეა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი სახ­მე­ლე­თო გზით აზერ­ბა­ი­ჯან­თან, მის რე­გი­ო­ნულ მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს­თან.

3. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თურ­ქე­თი მთლი­ა­ნო­ბა­ში ახ­დენს ამ გზით რუ­სე­თის გან­დევ­ნას რე­გი­ო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი­დან. რომ არა თურ­ქეთ­თან ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან მჭიდ­რო სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ეს კონ­ფლიქ­ტი არც და­ი­წყე­ბო­და.

იგი­ვე ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბას თურ­ქი გე­ნერ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ში. ანუ ეს არის ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი დახ­მა­რე­ბა, არა - უბ­რა­ლო მხარ­და­ჭე­რა, არა­მედ შე­დე­გი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მჭიდ­რო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა. ეს კონ­ფლიქ­ტი თა­ნაბ­რად აწყობს რო­გორც თურ­ქეთს, ისე აზერ­ბა­ი­ჯანს, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ეს არის აზრბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ამ მხა­რემ და­ი­წყო ეს მოქ­მე­დე­ბა და არა - თურ­ქულ­მა მხა­რემ. თურ­ქე­თი არ ტო­ვებს თა­ვის მო­კავ­ში­რეს, რუ­სეთ­მა კი და­ტო­ვა სომ­ხე­თი, ეს უკვე შემ­დგა­რი ფაქ­ტია. რუ­სეთ­მა, ბო­დი­ში გა­მოთ­ქმის­თვის და, ფე­ხებ­ზე და­ი­კი­და მო­კავ­ში­რე. ეს კარ­გი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლია სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მოს­კოვს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტად ხე­და­ვენ, ეს არის მოს­კოვ­თან კავ­ში­რის ფასი. მოს­კოვ­მა ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომში სომ­ხე­თის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და არც კი შე­ე­ცა­და ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იმი­ტომ, რომ იმე­დი ჰქონ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან მი­ი­ღებ­და გარ­კვე­ულ პრე­ფე­რენ­ცი­ებს და თვი­თონ გახ­დე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გავ­ლე­ნის გა­რან­ტო­რი. მან გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია კი­დეც, რო­დე­საც რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი გან­თავ­სდნენ ყა­რა­ბაღ­ში, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სამ­შვი­დო­ბო­ებს ცხვირ­წინ ჩა­მო­არ­თვა ყა­რა­ბა­ღი­დან სომ­ხეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლი და რუ­სე­ბი თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა.

- რას მო­ი­მოქ­მე­დებს რუ­სე­თი, რო­მელ­საც ფა­ში­ნი­ან­მა დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა?

- რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­შოშ­მი­ნე­ბას, მას არ აქვს იმის შან­სე­ბი, რი­სიც თე­ბერ­ვლამ­დე ჰქონ­და - ეთ­ქვა და გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამას აღარც გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა რა­მე­ნა­ი­რად სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რე­გი­ონ­ში და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე და­ა­შოშ­მი­ნოს. არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩათ­რე­ვას ჩა­ყო­ლა ამ­ჯო­ბი­ნოს და სა­ერ­თოდ არა­ფე­რიც არ გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ ეს კი­დევ ერთხელ გა­უს­ვამს ხაზს იმას, რომ რუ­სე­თის სა­ინ­ტეგ­რა­ციო პრო­ექ­ტი, მათ შო­რის "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“ და ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი არის ზუს­ტად იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის, რაც ის ქა­ღალ­დი, რო­მელ­ზეც ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფასკუნჯი 29
0

სომხეთმა ხომ ჩამოაჭრა აზერბაიჯანს ლაჩინის კორიდორი? ეხლა თავადაც ნახონ რას ნიშნავს იგივე ქმედება აზერბაიჯანის მხრიდან. 

K.b.
0

დეიზოლაცია კი არა, მოვთხოვოთ ჩვენი ლორე დაგვიბრუნოს!

ავტორი:

"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

გუშინ ღამით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთმა "სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, რუსეთს მიმართა და "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაცია მოითხოვა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე აფასებს და ამ კონფლიქტის პირობებში საქართველოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას:

- ეს კონფლიქტი საერთოდ არ იყო მოულოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, აზრბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ სწრაფად გააანალიზა უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარება და მათ აქვთ წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვს გაუჭირდება რაიმე ფორმით აქტიური როლის თამაში აზერბაიჯანის შესაკავებლად. ეს იყო მომენტი, რომლითაც ისარგებლა აზერბაიჯანმა და დაიწყო ის აგრესიული მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, რომელსაც გუშინდელს აქეთ ვუყურებთ. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ეს შეტაკება კიდევ უფრო გაიშლება, მოხდება მისი შემდგომი განვრცობა, თუმცა ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს იმაზე, რომ ყარაბაღის მეორე ომი არ დასრულებულა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ისტორიაში გადაიშალა ახალი ფურცელი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მიდის იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებისკენ, რასაც ჰქვია სახმელეთო კავშირის დამყარება თურქეთთან.

დღეს აზერბაიჯანს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი კოზირი:

1. მისი მზარდი როლი ევროპისა და ზოგადად, დასავლთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

2. რუსეთის უკიდურესი დასუსტება - ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვს, უბრალოდ, აღარ ჰყოფნის რესურსები უკრაინის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად და ყველა ძალა გადასროლილია სწორედ იქითკენ.

დღეს აზერბაიჯანი ცდილობს, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოახდინოს რეგიონში ძალის დემონსტრირება და, საბოლოო ჯამში, სომხეთს თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი.

უარესი სცენარის შემთხვევაში კი ის შეეცდება პირდაპირ დაამყაროს კონტროლი სომხეთის სამხრეთ ნაწილზე, რითიც ის შეძლებს ამ ე.წ. სუნიტის (ზანგეზურის) კორიდორის დაპყრობით, პირდაპირი სახმელეთო ხიდი შექმნას თურქეთის რესპუბლიკასთან. ძირითადი დარტყმის ობიექტი ალბათ სუნიტის მიმართულება იქნება და ამ შემთხვევაში სომხეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა ალბათ სომხეთშიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს ნაბიჯები ზოგადად, სომხეთისთვის რაიმე პოზიტიური შედეგის მომტანი არ იქნება. ამ ეტაპზე რუსეთს, რაც მისთვის შეუძლია გააკეთოს, მაქსიმუმ ისაა, რომ დარჩენილი ნაწილები გადაისროლოს და ჩააყენოს შუაში იმ იმედით, რომ რუსს არ ესვრიან. მაგრამ რომ ესროლონ, აი, იქ უკვე რას გააკეთებს, რთული სათქმელია.

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა

რუსეთს არ აქვს დღეს იმის რესურსი, რომ კავკასიის ფრონტზე ვითარება დაალაგოს. რუსეთის გაუაზრებელმა და გაუთვლელმა ნაბიჯმა უკრაინაში (უკრაინაში შეჭრა და უკრაინის დაპყრობა-განადგურების მცდელობა), საბოლოო ჯამში წარმოშვა უსაფრთხოების ვაკუუმი იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს ე.წ. სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონია ჰქონდა დამყარებული. სომხეთ-აზერბაიჯანის ზონა იყო სწორედ ასეთი რეგიონი. ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ყარაბაღში გამარჯვებამ სომხეთი გადააქცია თავისსავე გამარჯვების მძევლად, მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, რამაც შექმნა ის გეოპოლიტიკური კლიმატი, რამაც ბუნებრივად შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და თურქეთის უკიდურეს დაახლოებას. დღეს რასაც ვხედავთ, ამ ყველაფრის შედეგია, სამწუხაროდ. სომხეთი არის ძალზე მძიმე მდგომარეობაში, მას საკუთარი ძალებით ნამდვილად გაუჭირდება აზერბაიჯანის მოგერიება, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს. მას ვერც მოკავშირე დაეხმარება.

- ამ დროს ჩვენთან რა ხდება? რა გავლენას იქონიებს ეს კონფლიქტი საქართველოზე და როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლება?

- ჩვენ ვართ ერთადერთი ფანჯარა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სომხეთის დეიზოლაციის პროცესს და დავეხმაროთ სომხეთს ვითარების სტაბილიზაციაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ამ ერთადერთ ფანჯარას, ანუ ჩვენ, დასავლეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაფუჭებული გვაქვს. დასავლეთთან აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა ვაწარმოეთ მაშინ, როდესაც ჩვენი როლი სომხეთთან მიმართებაში არის ხიდი სომხეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი სომხეთის დეიზოლაციას იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ეს ბევრისთვის არაპოპულარულად ჟღერდეს, მაგრამ სომხეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და აზერბაიჯანთან პარტნიორობის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული სომხეთთან გრძელვადიანი, სტაბილური, მშვიდობიანი, პროგრესზე, განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის მშენებლობით. მართალია, აზერბაიჯანთან გვაქვს პარტნიორობა, მაგრამ ამ ეტაპზე რეგიონული ძალთა ბალანსი რომ წარმოვიდგინოთ, რუსეთი არის უკიდურესად დასუსტებული, ამავდროულად, ჩვენთვის ის ეგზისტენციალური საფრთხეა, რაც ჩვენთვის იმ ნაციონალურ ინტერესს წარმოშობს, რომ:

1. რუსეთს ჰყავდეს ნაკლები მოკავშირე რეგიონში და შემოვიდეს მეტი დასავლეთი.

2. ჩვენ კი გვყავს პარტნიორები თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით, მაგრამ თურქულ-აზერბაიჯანული ღერძი იქნება ყოველთვის უფრო მეტად ძლიერი და სუბიექტური, ვიდრე თურქულ-ქართული ან ქართულ-აზერბაიჯანული ღერძი. იმისთვის, რომ რეგიონში გვქონდეს ბალანსი, ჩვენ გვჭირდება შეუქცევადი დემოკრატიზაცია საქართველოში, და სომხეთში, დასავლური ინტეგრაცია საქართველოში და სომხეთში.

ამ ფონზე შესაძლებელი გახდება რაღაც წონასწორობის დაცვა და იმ ძალების საბოლოოდ შეკავება, რომელთაც, რეგიონში ჰეგემონია სურთ. დღეს ჩვენ ვერ ვიყენებთ რეგიონულ პოტენციალს ვიყოთ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი ძალა რეგიონში, იმიტომ, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, სომხეთი, პრაქტიკულად, არის იმიტირებული საგარეო პოლიტიკის პირობებში, აზერბაიჯანი კი არის თურქეთის მხარეს. ეს პრობლემა არის ისტორიულად, პირველი რესპუბლიკებიდან მოყოლებული, ამიტომაც ჩამოიშალა სამივეს სახელმწიფოებრიობა. დღესაც გვაქვს ეს მოცემულობა და ეს არის ყველაზე მძიმე სურათი. ჩვენს მოცემულობაში დღეს საქართველო უნდა იაზრებდეს იმას, რომ:

1. ჩვენ არ მხარე უნდა ვიყოთ, მაგრამ გვჭირდება მშვიდობა რეგიონში, რისკენაც უნდა მივმართოთ მთელი დიპლომატიური ძალისხმევა.

2. გვჭირდება დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორება მაქსიმალურად მოკლე ვადაში;

3. გვჭირდება დასავლეთსა და სომხეთს შორის ერთგვარი ხიდის როლის მორგება, ეს უნდა იყოს ჩვენი დიპლომატიური როლი;

4. სომხეთთან გვჭირდება ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალთა ბალანსი ალბათ საქართველოს საზიანოდ შეიცვლება. კი, პარტნიორობა პარტნიორობად, მაგრამ პარტნიორობა არის სიმეტრიულიც და ასიმეტრიულიც. ჩვენ აღმოვჩნდებით ასიმეტრიულ როლში აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში. ანუ გვექნება არა დამოუკიდებელი დღის წესრიგის შეთავაზების საშუალება, არამედ ვიქნებით მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის მიმღები სახელმწიფო, რაც არ გავწყობს.

- რა როლს თამაშობს და ითამაშებს თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რას იტყვით მის ინტერესებზე?

- თურქეთი ამ კონფლიქტში უკვე თამაშობს დიდ როლს.

1. აზერბაიჯანი არის თურქეთის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საყრდენი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

2. თურქეთი ასევეა დაინტერესებული პირდაპირი სახმელეთო გზით აზერბაიჯანთან, მის რეგიონულ მთავარ მოკავშირესთან.

3. საბოლოო ჯამში, თურქეთი მთლიანობაში ახდენს ამ გზით რუსეთის განდევნას რეგიონის უმნიშვნელოვანესი ნაწილიდან. რომ არა თურქეთთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძალიან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს კონფლიქტი არც დაიწყებოდა.

იგივე ყარაბაღის მეორე ომი რომ გავიხსენოთ, აზერბაიჯანულ სამხედრო სარდლობას თურქი გენერლები ეხმარებოდნენ ოპერაციის დაგეგმვაში. ანუ ეს არის ძალიან ხელშესახები დახმარება, არა - უბრალო მხარდაჭერა, არამედ შედეგი ათწლეულების განმავლობაში განვითარებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა. ეს კონფლიქტი თანაბრად აწყობს როგორც თურქეთს, ისე აზერბაიჯანს, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის აზრბაიჯანული სახელმწიფოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ მხარემ დაიწყო ეს მოქმედება და არა - თურქულმა მხარემ. თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირეს, რუსეთმა კი დატოვა სომხეთი, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. რუსეთმა, ბოდიში გამოთქმისთვის და, ფეხებზე დაიკიდა მოკავშირე. ეს კარგი და მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვს უსაფრთხოების გარანტად ხედავენ, ეს არის მოსკოვთან კავშირის ფასი. მოსკოვმა ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის სრული იგნორირება მოახდინა და არც კი შეეცადა ვითარების სტაბილიზაციას იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა, აზერბაიჯანისგან მიიღებდა გარკვეულ პრეფერენციებს და თვითონ გახდებოდა აზერბაიჯანში გავლენის გარანტორი. მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც, როდესაც რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ ყარაბაღში, მაგრამ უკრაინაში ძალების გადასროლამ გამოიწვია ის, რომ აზერბაიჯანმა სამშვიდობოებს ცხვირწინ ჩამოართვა ყარაბაღიდან სომხეთში გადასასვლელი და რუსები თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

- რას მოიმოქმედებს რუსეთი, რომელსაც ფაშინიანმა დახმარება სთხოვა?

- რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანის დაშოშმინებას, მას არ აქვს იმის შანსები, რისიც თებერვლამდე ჰქონდა - ეთქვა და გაეჩერებინა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ამას აღარც გააკეთებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება რამენაირად სახე შეინარჩუნოს რეგიონში და აზერბაიჯანული მხარე დააშოშმინოს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რუსეთმა ამ შემთხვევაში ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და საერთოდ არაფერიც არ გააკეთოს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთის საინტეგრაციო პროექტი, მათ შორის "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არის ზუსტად იმავე ღირებულების, რაც ის ქაღალდი, რომელზეც ამ სახელმწიფოებს ხელი აქვთ მოწერილი.