ფრანგული "ახალი ტალღის“ წამყვანი რეჟისორი, ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოდარის გარდაცვალების შესახებ ფრანგული გაზეთი Liberation იტყობინება.
1930 წელს პარიზში დაბადებული გოდარი გაიზარდა და სწავლობდა ნიონში, შვეიცარიაში. 1949 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ის პარიზში დაბრუნდა და თავი დაიმკვიდრა ქალაქის კინოკლუბებში ფილმების კრიტიკოსთა მზარდ ჯგუფში, ის პარალელურად კინოჟურნალებისთვისაც წერდა სტატიებს.
ერიკ რომერთან, ჟაკ რივეტთან და ფრანსუა ტრიუფოსთან ერთად, პარიზში დაბადებული გოდარი Nouvelle Vague-ის მიმდინარეობის ცენტრალური ფიგურა იყო. კინოს ეს ექსპერიმენტალური მოძრაობა 1950-იანი წლების ბოლოს გაჩნდა საფრანგეთში. ჟან-ლუკ გოდარი ისეთი საკულტო ფილმების გადაღებითაა ცნობილი, როგორიცაა "Breathless”, “Alphaville” და "Le Petit Soldat". მისი რამდენიმე ფილმი ხშირად ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში მოიხსენიება.
წყარო: independent
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
სულ უფრო უინტერესო ხდება სამყარო.
ეს მთელი ცხოვრება თვრალი იყო, კიდე დიდხანს გაუძლო ღვიძლმა. მილიონერების შვილები რო არსენა ოძელაშვილობენ, იმის შვეიცარიული ვარიანტი იყო. ზიზღი, სულელი პიერო და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უძაანუმაგრესი ფილმებია. პ.ს. ანა კარინა დანიელი იყო და არა ფრანგი