მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს
საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ნოე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი აიკ­რძა­ლოს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­უ­ბა­რია ევრო 5-ზე და­ბა­ლი სტან­დარ­ტის მან­ქა­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნის შე­ზღუდ­ვა­ზე, რაც თა­ვის მხრივ, 2013 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბულ მან­ქა­ნებს შე­ე­ხე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გაფ­რქვე­ვის შემ­ცი­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს.

ნოე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია და აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში "ევრო 5“ სტან­დარ­ტის ქვე­მოთ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი შე­ი­ზღუ­დე­ბა.

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მო­ვი­ღოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ემი­სი­ის სტან­დარ­ტი, ანუ შევ­ზღუ­დოთ ძვე­ლი და ბინ­ძუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი ქვე­ყა­ნა­ში. ამის გა­რე­შე ამ პრო­ცე­სის [ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა] დაჩ­ქა­რე­ბა გაძ­ნელ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. ჩა­ვა­ტა­რეთ მოკ­ვლე­ვა, თუ რო­მე­ლი ემი­სი­ის სტან­დარ­ტის შე­მო­ღე­ბა არის რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პე­რი­ო­დის­თვის. იცით, რომ რო­გორც საწ­ვა­ვებს აქვთ ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბი, ისე აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლებ­საც და ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ დაგ­ვედ­გი­ნა, ევ­როს­ტან­დარ­ტის ქვე­მოთ რო­მე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის აკ­რძალ­ვა შე­იძ­ლე­ბა და ამ კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ევრო 5 სტან­დარ­ტის შე­მო­ღე­ბა რე­ა­ლის­ტუ­რია ქვე­ყა­ნა­ში. ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მია ახლა შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა სა­ზღვარ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის დროს ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა, რომ ევრო 5-ზე და­ბა­ლი სტან­დარ­ტის ავ­ტო­მო­ბი­ლი ვე­ღარ და­რე­გის­ტრირ­დეს ჩვენ ავ­ტო­პარკში. აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მუ­შავ­დე­ბა და პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

დავიჯერო ნათესავი თუ არა მეზობელი მაინც არ ჰყავს დაბალი ფენის წარმომადგენელი? რა გენაღვლებათ ეს ევრო სტანდარტებიო რომ გაიძახით ჯერ ევროპას გაჭირვებული ხალხის ზრუნვაში მიბაძეთ წამოწიეთ ცოტა სოციალური მდგომარეობა ევრო სტანდარტების დონეზე და მერე დაიწყეთ თუნდაც ავტო პარკზე ფიქრი.

მე
0

უკეთესი შეთავაზება მაქვს. ამოიღონ ხმარებიდან აბსოლუტურად ყველა სამსახურებრივი მანქანა და ყველა იარონ საკუთრებაში მყოფი მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მაგ თემაზე მერე იმსჯელონ - ჩვეულებრივი ხალხი რა მანქანით ივლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში "ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

"აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი, ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის [ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება] დაჩქარება გაძნელდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ჩავატარეთ მოკვლევა, თუ რომელი ემისიის სტანდარტის შემოღება არის რეალისტური საქართველოში ამ პერიოდისთვის. იცით, რომ როგორც საწვავებს აქვთ ევროსტანდარტები, ისე აქვს ავტომობილებსაც და ჩავატარეთ კვლევა, რომ დაგვედგინა, ევროსტანდარტის ქვემოთ რომელი ავტომობილის აკრძალვა შეიძლება და ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ევრო 5 სტანდარტის შემოღება რეალისტურია ქვეყანაში. ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია შემუშავებულია, უბრალოდ აღსრულების მექანიზმია ახლა შესათანხმებელი, თუ როგორ მოხდება საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის დროს ამის გაკონტროლება და აღსრულება, რომ ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს ჩვენ ავტოპარკში. აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება”, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.