ავტორი:

Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა

Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა. გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვარზე და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილზე.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე საქართველოში პირველად, სპეციალურად საფრანგეთიდან მოწვეული, პარიზის წამყვანი კლუბების რეზიდენტი Knuckle G უკრავდა. ღონისძიებას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დაესწრნენ.

Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს.

Golden Tulip Design Tbilisi ეხმიანება ბრენდის კონცეფციას და სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ინოვაციური, ულტრათანამედროვე მიდგომებით შემოდის.

Golden Tulip Design Tbilisi აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმროა, სადაც ყველა ნომერი ინოვაციური პლანშეტებითაა აღჭურვილი, რომელიც პირადი ციფრული ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. ონლაინ კონსიერჟის პლატფორმის საშუალებით, შესაძლებელი იქნება როგორც სასტუმროს ნებისმიერი მომსახურების მიღება, ასევე ქალაქში სხვადასხვა ტურის და აქტივობის დაგეგმვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის Mood Light კონცეფცია. სტუმრები ოთახის განათების ფერს სასურველი განწყობის მიხედვით შეარჩევენ. შესაბამისად, სასტუმროს ფასადი ყოველთვის სხვადასხვანაირი იქნება.

სასტუმროს ლობი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც ციფრული არტის კედელია განთავსებული. ციფრულ გალერეაში ქართველი NFT არტისტების გამოფენები გაიმართება.

სასტუმროში 77 თანამედროვე დიზაინის ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს.

Golden Tulip Design Tbilisi განსხვავებული კონცეფციის სამ რესტორანს აერთიანებს, საიდანაც ძველი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

„ტიტა რესტორანი“, „ტიტა ტერასა“ და Coffee & Co სასტუმროს დამსვენებლებთან ერთად ადგილობრივ სტუმრებსაც უმასპინძლებს. რესტორნებში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამზარეულოს კერძები, ქართული აქცენტებით.

„ტიტა რესტორანი“ შესანიშნავი ადგილია ბიზნეს-შეხვედრებისთვის თუ სხვადასხვა ტიპის წვეულებებისთვის. „ტიტა ტერასა“ საღამოს ენერგიულ ივენთებს უმასპინძლებს. აქ მოსული სტუმრები განსაკუთრებული ტექნოლოგიით მომზადებულ საავტორო კოქტეილებს დააგემოვნებენ. ტერასაზე ბურგერის და სტეიკის უგემრიელესი მენიუ დაგხვდებათ.

გამორჩეულია Golden Tulip Design Tbilisi-ის ორი საკონფერენციო სივრცე. Tulip Conference Room სრულად აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნიკით და იდეალურია ნებისმიერი ტიპის ოფიციალური შეხვედრისთვის. ხოლო Creative Room-ში შესაფერისი გარემოა მოწყობილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

„დარწმუნებული ვარ, Golden Tulip Design Tbilisi ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება ჩვენი სტუმრებისთვის ქალაქის საუკეთესო და ყველაზე ლამაზი პანორამული ხედებით, თანამედროვე დიზაინით და საერთაშორისო სტანდარტის სერვისით. ხოლო ჩვენი ტიტა რესტორანი და ტერასა, თავისი გამორჩეული მენიუთი და ექსკლუზიური კოქტეილებით, მალე შევა თბილისში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში” - განაცხადა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა.

სასტუმროს დიზაინზე „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით იმუშავა. მოდერნისტული შენობის ექსტერიერიც და ინტერიერიც გეომეტრიული ფორმებით ერთგვარი თამაშია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დიზაინერული, Iconic ავეჯი, რომელიც საზღვარგარეთ დამზადდა. სასტუმრო მთლიანად ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული და ე.წ. მწვანე შენობის სტატუსს ატარებს.

Golden Tulip Design Tbilisi გათვლილია ბიზნეს მოგზაურებზე, ტურისტებზე, მილენიალებსა და ადგილობრივ სეგმენტზე, რომლებიც ეძებენ ახალ, განსხვავებულ გარემოს. Playtime. Anytime – ეს არის ბრენდის სლოგანი. შესაბამისად, აქ დიდ ყურადღებას აქცევენ ყველა პატარა დეტალს, რადგან თვლიან, რომ ყოველი წუთი კარგი განწყობის ახალი შანსია.

სასტუმროს გამორჩეული ადგილმდეობარეობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. შენობის გარშემო თავმოყრილია თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები - ნარიყალა, ღვინის აღმართი, მეიდანი და რიყის პარკი.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია და იგი საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28 წლიანი ისტორია აქვს. სასტუმროში 100 ადამიანი დასაქმდა. Block Group აქტიურად შემოვიდა სტუმარმასპინძლობის ბიზნესში და ამ მიმართულებით კიდევ ორ მსხვილ პროექტს ამზადებს.

R