სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები. ისინი უნდა ფოკუსირდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მინისტრებმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
შეგახსენებთ, წუხელ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
არ ვიზიარებ თურქეთის პოზიციას. რაც არ უნდა ყოფილიყო დანაღმვა, თუ განაღმვა, დღეს იქ ტყვია არ უნდა გავარდნილიყო, რადგან მოლაპარაკების შუამავლობას ერდოღან-პუტინი წარმოადგენს(თუ ეს ორი საქმის კურსსი იყო, მაშინ სხვააა). ალიევი ჩქარობს ბევრს და ეს არ მიმაჩნია სწორად. გიხაროდეთ!