ავტორი:

კიევის ოლქში ბიზნესმენ ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - მეუღლის პირველი კომენტარი: "ის, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქეა"

კიევის ოლქში ბიზნესმენ ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - მეუღლის პირველი კომენტარი: "ის, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქეა"

უკრაინაში, კიევის რეგიონ, ბელაია ცერკოვში 52 წლის ქართველი ბიზნესმენის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ეროვნებით ჩეჩენი, 39 წლის მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა და ის 2019 წლიდან იძებნებოდა.

ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჭაში იპოვეს. ადგილობრივი პოლიცია აცხადებდა, რომ მკვლელობა სავარაუდოდ შეკვეთილი იყო. დაკავებულის სახელი და გვარი მედიის საშუალებით არ ვრცელდება, მაგრამ მოკლულის მეუღლე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ის სავარაუდოდ ბაკაევია.

თიკა სიხარულიძე:

- ცოტა ხნის წინ შევიტყვე მეც სოციალური ქსელის საშუალებით, რომ ნიკას მკვლელი დააკავეს. ჯერჯერობით მე არავინ დამკავშირებია. ჩემი ვარაუდით, ეს უნდა იყოს ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2019 წლიდან იძებნებოდა, თუმცა დაზუსტებით ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ რა იქნება ახლა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო, მთავარია მან დამკვეთი დაასახელოს.

ნახეთ სპეცოპერაციის კადრები:

სამი წლის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნიკა დავითაშვილის მეუღლე მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე საუბრობდა.

- მიშას დროს კეზერაშვილი მფარველობდა ნიკას ბიზნესს და არ დავმალავ და მათ შორის იყო უთანხმოება. რაც შეეხება ახალ მთავრობას, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როდესაც იმ დღეს ნიკა უკრაინაში გაფრინდა, იმდენად მოკლე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, რომ რამდენიმე საათში გადმოფრენას აპირებდა, მაგრამ ბილეთები არ იყო. იძულებული გახდა, დარჩენილიყო. ამბობენ, რომ შეიძლებოდა თანხის გამო გაეტაცებინათ, მაგრამ გამორიცხულია.

მე მაშინ ნიკას მეუღლე არ ვიყავი, როდესაც თვენახევარი რუსეთში ჰყავდათ თანხის გამო გატაცებული. ნიკას იმდენად უყვარდა სიცოცხლე, რომ ფულის გამო თავს არ მოაკვლევინებდა, თან შეამჩნევდა, რომ იარაღებით იყვნენ.

რაც შეეხება გაკაევს, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის პოლიციამ დააკავა, თიკას თქმით, მასზე იყო გაფორმებული მანქანა, რომელშიც მისი მეუღლე მოკლეს...

თიკა სიხარულიძე:

- ჩეჩენი გაკაევი, რომელზეც იყო გაფორმებული მანქანა, სადაც ნიკა მოკლეს, ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი, სექტემბერში და ნოემბერში. 22 ნოემბერს არის გაფრენილი საქართველოდან და 25 ნოემბერს ნიკა გაფრინდა. ალბათ აქ უნდოდათ მოეკლათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, აქ მაინც ყველგან კამერებია. ეს იყო დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა.

ნახეთ ასევე: