ავტორი:

"რაც შენ ჩემს ქორწილში კოცნე და ლოცე მამაჩემი... მაღალფარდოვანი სიტყვებით აქებდი მას" - გოგაშვილის შვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს

"რაც შენ ჩემს ქორწილში კოცნე და ლოცე მამაჩემი... მაღალფარდოვანი სიტყვებით აქებდი მას" - გოგაშვილის შვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ვაჟი, ნიკა გოგაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს, სადაც ის ამბობს, რომ "გოგაშვილი საქართველოსა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ აგენტ-ინსტრუმენტი".

"რაც შენ ჩემს ქორწილში კოცნე და ლოცე მამაჩემი და ნიკობსიიდან დარუბანდამდე... გაღიმებული სახით არ გვცილდებოდი გვერდიდან... დედას ვფიცავარ, სანამ ბოლოში ვახოს იტყოდი, მეგონა მამაჩემზე ლაპარაკობდი იმიტომ, რომ ზუსტად ეგრე და უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებით აქებდი ხოლმე, მამაჩემს მე რაც მახსოვს და მომისმენია ჩემი ყურით" - წერს ნიკა გოგაშვილი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართვა შეაფასა, სადაც ის "ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ "ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება“.

"იშვიათად შემხვედრია ისეთი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი, როგორიც ვახტანგ გომელაურია, სოსო გოგაშვილი კი საქართველოს და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ-ინსტრუმენტი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბების საფუძვლად. მითხარით ერთი ფაქტი იმ დოკუმენტებში, რომელიც მის მონათხრობს ადასტურებდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნახეთ ასევე: