ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ცხედარი ამოიყვანეს. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ხანდაზმული ქალია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს- ს ცნობით, საქმეზე გამოძება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: ტელეკომპნაია "ბორჯომი"