საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება
"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება

ბე­ბი­ის დღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წე­სე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სახ­ვა­ძემ მი­მარ­თა. რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ კა­ხა­ძემ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი არ ითხოვ­და ბე­ბი­ის დღის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას.

"ქალ­ზე წინ არა­ვინ და­მი­ყე­ნე­ბია ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში. ვე­რა­სო­დეს ვერ შე­ვად­რი ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბას კა­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბას­თან იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყვე­ლა დე­დის მოვ­ლე­ნი­ლე­ბი ვართ. ბე­ბია ვინ არის? - ბე­ბია არის დედა მა­ღალ ხა­რისხში. მო­ცე­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ პა­სუ­ხობს ნორ­მით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნას, რად­გან ავ­ტო­რი არ ითხოვს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბას, ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად მისი გულ­წრფე­ლო­ბი­სა, ამ სა­კითხს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ვერ ამო­ვიყ­ვანთ. ისე, მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა დე­დას, ყვე­ლა ბე­ბი­ას, რო­მელ­თაც მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. დედა, ბე­ბია ერ­თი­და­ი­გი­ვე სა­ხე­ლის ხა­რისხში აყ­ვა­ნაა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. ყო­ველ­თვის და­ვუ­ჭერთ მხარს დე­დას და ბე­ბი­ას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, რო­გორც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ ოდეს­მე მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა კი­დევ დად­გე­ბა, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რად არ მი­აჩ­ნია.

"ეს თუ და­ემ­თხვე­ვა სა­მუ­შაო დღეს, იმ დღეს პა­ტივს ვე­ღარ მი­ა­გებს ბე­ბი­ას?! ბე­ბი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩვენ გვყავს სო­ფელ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა შე­ირ­ჩეს ისე­თი დღე, მა­გა­ლი­თად შა­ბა­თი მა­ინც იყოს, რომ გა­ვი­დეს და სო­ფელ­ში ეს­ტუმ­როს. თუ ეს დღე იქ­ნე­ბა ორ­შა­ბათს, ბე­ბია ისევ დარ­ჩე­ბა ბე­ბი­ად სო­ფელ­ში და აქ ვი­ღაც ღრე­ო­ბას გა­მარ­თავს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტის, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სწო­რად არც მას მი­აჩ­ნია.

"ღმერ­თმა ყველ­გან ვერ ვიქ­ნე­ბიო და დედა და ბე­ბია გა­ა­ჩი­ნა მა­გი­ტომ. თუკი რამ ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი მახ­სოვს, ბე­ბი­ის­გან მახ­სოვს. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, დი­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი იყო ჩემ ტე­ლე­ფონ­ზე და ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­ებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს - არ გვინ­და ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბე­ბი­ის დღე­ო­ბაო. მარ­თლა ყვე­ლა დღე ბე­ბი­ი­საა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ზავ­რა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
1

რა ბებია,რის ბიცოლა,დაგვცინით?

უცნობი
0

შემოგელიათ ხომ კანონები??? პედაგოგებს სადეკრეტო რომ არ ეძლევათ და ერთი ადამიანის დირექტორის ნებაზეა დამოკიდებული რა თვალზე შემოგხედავს ეს კანონი მიიღეთ უვარგისები რომ იყავით მოსვლისთანავე გეტყობოდათ პირველი კანონი პრეზერვატივებზე რომ მიიღეთ თითქოს მეტი პრობლემა არ იყოს ქვეყანაში რომელი ერთი ჩამოვთვალო სირცხვილია

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

"ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემ ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ. ბებია ვინ არის? - ბებია არის დედა მაღალ ხარისხში. მოცემული წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას, ამიტომ მიუხედავად მისი გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, - განაცხადა კახაძემ.

რაც შეეხება დეპუტატების გამოხმაურებას აღნიშნულ საკითხზე, როგორც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, თუ ოდესმე მსგავსი ინიციატივა კიდევ დადგება, მაშინ კონკრეტული თარიღის გამოყენება სწორად არ მიაჩნია.

"ეს თუ დაემთხვევა სამუშაო დღეს, იმ დღეს პატივს ვეღარ მიაგებს ბებიას?! ბებიების დიდი ნაწილი ჩვენ გვყავს სოფელში და აქედან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი დღე, მაგალითად შაბათი მაინც იყოს, რომ გავიდეს და სოფელში ესტუმროს. თუ ეს დღე იქნება ორშაბათს, ბებია ისევ დარჩება ბებიად სოფელში და აქ ვიღაც ღრეობას გამართავს დახურულ სივრცეში“, - განაცხადა მიქელაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის მოსაზრებით, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არც მას მიაჩნია.

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ. თუკი რამ ცხოვრებაში კარგი მახსოვს, ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილით ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემ ტელეფონზე და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს - არ გვინდა ჩვენ განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.