მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით მარიამ გურგენიშვილი - გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში
გაიცანით მარიამ გურგენიშვილი - გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­მის პირ­ვე­ლი ქალი მე­ქა­ნი­კო­სია. რამ­დე­ნი­მე თვეც და ის ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ეს პრო­ფე­სია ბავ­შვო­ბი­დან აინ­ტე­რე­სებ­და, მით უფრო, როცა მისი ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რიც გე­მის მე­ქა­ნი­კო­სია.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა. რო­გორც კი სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სის შე­სა­ხებ გა­ი­გო, ფა­კულ­ტე­ტი მა­შინ­ვე შე­იც­ვა­ლა და თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში გა­და­ვი­და.

„თა­ვი­დან ყვე­ლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამ­და ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის არც მა­შინ მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა და არც ახლა ვაქ­ცევ. ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს ქა­ლი­სა და კა­ცის საქ­მე. არ­სე­ბობს პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა აირ­ჩი­ოს და გახ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი“, - ამ­ბობს მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი.

მა­რი­ა­მის თქმით, სწავ­ლის პრო­ცეს­ში კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა გე­მის მე­ქა­ნი­კო­სო­ბა.

ზუს­ტად იცის, რო­გო­რი რთუ­ლი პრო­ფე­სი­აც აირ­ჩია, მაგ­რამ ეს ხე­ლის შემ­შლე­ლი არც სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ყო­ფი­ლა და მით უმე­ტეს, არც ახლა იქ­ნე­ბა.

სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მო­დე­ლო­ბა­ზე ფიქ­რობ­და, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ რო­გორც კი გე­მის მე­ქა­ნი­კო­სო­ბა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი, ყვე­ლა სხვა გა­ტა­ცე­ბა გაქ­რა.

„როცა ასე­თი დიდი მი­ზა­ნი გიჩ­ნდე­ბა, სხვა რა­ღა­ცე­ბის­თვის დრო, უბ­რა­ლოდ, აღარ გრჩე­ბა. აღარც ინ­ტე­რე­სი გაქვს და მთლი­ა­ნად შენს არ­ჩე­ულ გზას მიჰ­ყვე­ბი“.

გა­ზა­ფხულ­ზე, რო­გორც კი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას და­ას­რუ­ლებს, მა­შინ­ვე გეგ­მავს გემ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას და ყვე­ლა ეტა­პის გავ­ლას მე­ო­თხე მე­ქა­ნი­კო­სი­დან გე­მის მთა­ვარ მე­ქა­ნი­კო­სო­ბამ­დე. თუმ­ცა ზღვას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს და სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე რომ გა­და­ვი­დეს, გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა.

ზღვა­ში პირ­ვე­ლად უკვე გა­ვი­და - ევ­რო­პა­ში იყო 3-თვით თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის გე­მით. აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ავა­ლებ­დნენ - და­ნად­გა­რე­ბის შე­კე­თე­ბა, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, გე­მის მე­ქა­ნი­კო­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით.

„თა­ვი­დან თით­ქოს ში­შის მო­მენ­ტიც იყო. მხო­ლოდ ზღვა­ში გას­ვლის წინ კი არა, სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ამ პრო­ფე­სი­ას ვირ­ჩევ­დი. კი, ნამ­დვი­ლად რთუ­ლია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს ვი­ღებთ და არაფ­რად გვეჩ­ვე­ნე­ბა, როცა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბას ვი­წყებთ.

დღეს ჩვენს საქ­მე­ში საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, თუმ­ცა ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მხო­ლოდ კა­ცე­ბი არი­ან. რა­ღაც დო­ნე­ზე კომ­პა­ნი­ე­ბიც თავს არი­დე­ბენ ეკი­პა­ჟის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სას ქალი წევ­რის აყ­ვა­ნას. მე რომ ზღვა­ში გა­ვე­დი, მა­ში­ნაც ასე იყო, მაგ­რამ ბო­ლოს და­ვამ­ტკი­ცე, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, შრო­მი­თა და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით შე­მიძ­ლია, ეკი­პა­ჟის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი ვიყო. ახლა კომ­პა­ნია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც პირ­ვე­ლად გა­ვე­დი ზღვა­ში, მე­ლო­დე­ბა, სწავ­ლას რომ და­ვას­რუ­ლებ, ისევ მათ­თან ერ­თად გა­ვალ ზღვა­ში“.

მა­რი­ამ­თან პირ­ვე­ლი­ვე სა­უბ­რი­სას მიხ­ვდე­ბით, რომ ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტულ ადა­მი­ან­თან გაქვთ საქ­მე. ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი და გა­წე­რი­ლი აქვს. ამ­ბობს, რომ ეს მისი პრო­ფე­სი­ის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა.

„მთა­ვა­რია, ის საქ­მე გიყ­ვარ­დეს, რა­საც აკე­თებ და რა სირ­თუ­ლეც არ უნდა შეგ­ხვდეს, აუ­ცი­ლებ­ლად დაძ­ლევ. ჩვე­ნი საქ­მე, პრინ­ციპ­ში, ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა, დიდ შრო­მა­სა და თავ­და­დე­ბას მო­ი­თხოვს. აქ მონ­დო­მე­ბა და მი­ზა­ნია მთა­ვა­რი. მერე ყვე­ლა შიში და სირ­თუ­ლე ქრე­ბა“.

მა­რი­ა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი დრო­შის ქვეშ შო­რე­ულ ზღვა­ოს­ნო­ბა­ში წას­ვლაა. ამ­ბობს, რომ ეს ოც­ნე­ბა არ არის, ეს არის გეგ­მა, რომ­ლის­კე­ნაც გა­აზ­რე­ბუ­ლად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის. სხვებ­საც ამას ურ­ჩევს - და­სა­ხულ მიზ­ნებს ბო­ლომ­დე მიჰ­ყვნენ.

„იყ­ვნენ მაგ­რე­ბი და ძლი­ე­რე­ბი ყვე­ლა სა­კი­თხში. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი­თა და პრო­ფე­სი­ით ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა“.

ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში მა­რი­ა­მის სწავ­ლას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მი“ აფი­ნან­სებს, გა­დამ­ზა­დე­ბის კურსთან ერ­თად. რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა დუმ­ბა­ძე ამ­ბობს, ქალ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა მათი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სხვა შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მი“ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრო­ექ­ტებ­ში.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მის­თვის“ მა­რი­ა­მის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა. გვი­ხა­რია, რომ მხარს ვუ­ჭერთ გე­მის პირ­ველ მე­ქა­ნი­კოს ქალს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთი მხრივ, ჩვენ გა­მოვ­ხა­ტავთ მხარ­და­ჭე­რას ქვეყ­ნის საკ­ვან­ძო პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, მე­ზღვა­უ­რე­ბის მი­მართ და ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შეგ­ვაქვს მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის, რო­გორც მო­მა­ვა­ლი მე­ზღვა­უ­რის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში“, - ამ­ბობს პა­ა­ტა დუმ­ბა­ძე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მის“ დი­რექ­ტო­რი.

სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სის გარ­და, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მის“ მხარ­და­ჭე­რით მა­რი­ა­მი მე­ზღვა­ურ­თა სას­წავ­ლო-საწ­ვრთნელ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ცენ­ტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო კურსსაც გა­ივ­ლის და ზღვა­ში მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო გას­ვლის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბა.

NS

ავტორი:

გაიცანით მარიამ გურგენიშვილი - გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში

გაიცანით მარიამ გურგენიშვილი - გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში

მარიამ გურგენიშვილი საქართველოში გემის პირველი ქალი მექანიკოსია. რამდენიმე თვეც და ის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული იქნება.

ეს პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა, მით უფრო, როცა მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც გემის მექანიკოსია.

სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გააგრძელა. როგორც კი საზღვაო აკადემიის საბაკალავრო კურსის შესახებ გაიგო, ფაკულტეტი მაშინვე შეიცვალა და თბილისიდან ბათუმში გადავიდა.

„თავიდან ყველა არასერიოზულად აღიქვამდა ჩემს გადაწყვეტილებას - ჩემი ჯგუფელები, მეგობრები, ახლობლები ნათესავები. ასეთი დამოკიდებულებისთვის არც მაშინ მიმიქცევია ყურადღება და არც ახლა ვაქცევ. ჩემთვის არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე. არსებობს პროფესია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა აირჩიოს და გახდეს პროფესიონალი“, - ამბობს მარიამ გურგენიშვილი.

მარიამის თქმით, სწავლის პროცესში კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა გემის მექანიკოსობა.

ზუსტად იცის, როგორი რთული პროფესიაც აირჩია, მაგრამ ეს ხელის შემშლელი არც სტუდენტობამდე ყოფილა და მით უმეტეს, არც ახლა იქნება.

სკოლის პერიოდში მოდელობაზე ფიქრობდა, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა კალათბურთს, თუმცა ამბობს, რომ როგორც კი გემის მექანიკოსობაზე დაიწყო ფიქრი, ყველა სხვა გატაცება გაქრა.

„როცა ასეთი დიდი მიზანი გიჩნდება, სხვა რაღაცებისთვის დრო, უბრალოდ, აღარ გრჩება. აღარც ინტერესი გაქვს და მთლიანად შენს არჩეულ გზას მიჰყვები“.

გაზაფხულზე, როგორც კი საბაკალავრო პროგრამას დაასრულებს, მაშინვე გეგმავს გემზე მუშაობის დაწყებას და ყველა ეტაპის გავლას მეოთხე მექანიკოსიდან გემის მთავარ მექანიკოსობამდე. თუმცა ზღვას თავისი წესები აქვს და საფეხურიდან საფეხურზე რომ გადავიდეს, გარკვეული დრო სჭირდება.

ზღვაში პირველად უკვე გავიდა - ევროპაში იყო 3-თვით თურქული კომპანიის გემით. აკეთებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ - დანადგარების შეკეთება, ექსპლუატაციისთვის თვალყურის დევნება, რა თქმა უნდა, გემის მექანიკოსის ზედამხედველობით.

„თავიდან თითქოს შიშის მომენტიც იყო. მხოლოდ ზღვაში გასვლის წინ კი არა, საერთოდ, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი. კი, ნამდვილად რთულია, თუმცა ადამიანები ნებისმიერ სირთულეს ვიღებთ და არაფრად გვეჩვენება, როცა ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას ვიწყებთ.

დღეს ჩვენს საქმეში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ჩემი კონკურენტები მხოლოდ კაცები არიან. რაღაც დონეზე კომპანიებიც თავს არიდებენ ეკიპაჟის დაკომპლექტებისას ქალი წევრის აყვანას. მე რომ ზღვაში გავედი, მაშინაც ასე იყო, მაგრამ ბოლოს დავამტკიცე, რომ ჩემი პროფესიონალიზმით, შრომითა და საქმისადმი სიყვარულით შემიძლია, ეკიპაჟის სრულუფლებიანი წევრი ვიყო. ახლა კომპანია, რომელთან ერთადაც პირველად გავედი ზღვაში, მელოდება, სწავლას რომ დავასრულებ, ისევ მათთან ერთად გავალ ზღვაში“.

მარიამთან პირველივე საუბრისას მიხვდებით, რომ ძალიან პრაგმატულ ადამიანთან გაქვთ საქმე. ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისი პროფესიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.

„მთავარია, ის საქმე გიყვარდეს, რასაც აკეთებ და რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, აუცილებლად დაძლევ. ჩვენი საქმე, პრინციპში, ალბათ, როგორც ყველა, დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. აქ მონდომება და მიზანია მთავარი. მერე ყველა შიში და სირთულე ქრება“.

მარიამის მთავარი მიზანი ქართული დროშის ქვეშ შორეულ ზღვაოსნობაში წასვლაა. ამბობს, რომ ეს ოცნება არ არის, ეს არის გეგმა, რომლისკენაც გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. სხვებსაც ამას ურჩევს - დასახულ მიზნებს ბოლომდე მიჰყვნენ.

„იყვნენ მაგრები და ძლიერები ყველა საკითხში. მე ჩემი არჩევანითა და პროფესიით ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს არის ჩემი ცხოვრება“.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მარიამის სწავლას „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აფინანსებს, გადამზადების კურსთან ერთად. როგორც კომპანიის დირექტორი პაატა დუმბაძე ამბობს, ქალთა პროფესიული განვითარება და გაძლიერება მათი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა ჰოლდინგის“ სხვა შვილობილ კომპანიებთან ერთად, „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის პროექტებში.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმისთვის“ მარიამის სწავლის დაფინანსება ძალიან საამაყოა. გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ გემის პირველ მექანიკოს ქალს საქართველოში. ერთი მხრივ, ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ქვეყნის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლების, მეზღვაურების მიმართ და ამავდროულად, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მარიამ გურგენიშვილის, როგორც მომავალი მეზღვაურის, პროფესიონალად ჩამოყალიბების საქმეში“, - ამბობს პაატა დუმბაძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი.

საბაკალავრო კურსის გარდა, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მხარდაჭერით მარიამი მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში სავალდებულო კურსსაც გაივლის და ზღვაში მომდევნო სამუშაო გასვლისთვის მოემზადება.

NS