მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა" - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა"  - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლის შემ­დეგ უამ­რა­ვი იტა­ლი­ე­ლი და არა მხო­ლოდ იტა­ლი­ე­ლი ფანი შე­ი­ძი­ნა. მის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის არის ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას შვი­ლი დი­ე­გო მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი, რო­მე­ლიც ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და და "ნა­პო­ლის“ გუნ­დის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

მა­რა­დო­ნას შვი­ლი, ინ­სტაგ­რა­მის სთო­რებ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს კვარ­ცხე­ლი­ას გო­ლე­ბის ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც მინ­დორ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. "ნა­პო­ლი­ში" ხვი­ჩას გა­დას­ვლა თა­ვის დრო­ზე ასე შე­ა­ფა­სა:

"გუ­შინ სა­ღა­მოს მისი რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ვნა­ხე და ის უდა­ვოდ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო დარ­ტყმე­ბი აქვს. ვფიქ­რობ, "ნა­პო­ლი­ში" სა­თა­მა­შოდ ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო. რად­გან "ნა­პო­ლის" სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე შე­ა­ჩე­რა და გუნდში სწო­რედ ის აიყ­ვა­ნა, ე.ი. კვა­რა­ცხე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია", - თქვა ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ვაჟ­მა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხვი­ჩას შე­ძე­ნით "ნა­პო­ლიმ" გუნ­დი­დან წა­სუ­ლი ლო­რენ­ცო ინ­სი­ნი­ეს ჩა­ნაც­ვლე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უკვე ხუმ­რო­ბენ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ ინ­სი­ნიე კი არა, ლა­მის მა­რა­დო­ნა შეც­ვა­ლაო...

"ჩემი აზ­რით, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ კვა­რა ძლი­ე­რია და გუნდში სხვა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­ტა­ნა: ერთი-ერ­თზე თა­მა­ში, რაც გვაკ­ლდა. ლო­რენ­ცო უფრო გუნ­დუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, კვა­რა კი უფრო სო­ლის­ტია და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რია“ - ამ­ბობს მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი.

მას მოს­წონს ხვი­ჩას მა­მა­მის­თან შე­და­რე­ბაც და ისიც, რომ ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს "კვა­რა­დო­ნას" ეძა­ხი­ან.

ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 60 წლის ასაკ­ში 2020 წლის 25 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მან 58 წლის ასაკ­ში აღი­ა­რა, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლე­ბის­გან 8 შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ მხო­ლოდ ორი გო­გო­ნა ჰყავ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­უღ­ლის­გან.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნა არას­დროს აღი­ა­რებ­და არა­კა­ნო­ნი­ერ შვილს, რო­მე­ლიც 1986 წელს ნე­ა­პო­ლე­ლი კრის­ტი­ნა სი­ნაგ­რას­გან შე­ე­ძი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­მო­ბის დად­გე­ნის პრო­ცეს­ში დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და, რის შემ­დე­გაც იტა­ლი­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვს მა­მის გვა­რის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. გარ­და ამი­სა, მა­რა­დო­ნას ყო­ველ­თვი­უ­რად და­ე­კის­რა ალი­მენ­ტის გა­დახ­და.

2003 წლის მა­ის­ში, როცა მა­რა­დო­ნა იტა­ლი­ის ქა­ლაქ ფი­ო­ჯი­ში გოლფს თა­მა­შობ­და, მას­თან მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი მი­ვი­და. არ­გენ­ტი­ნე­ლი მინი-ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­და და იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა აპი­რებ­და, მაგ­რამ გა­და­ი­ფიქ­რა და და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შვილ­თან ისა­უბ­რა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას მა­რა­დო­ნა ბიჭს გა­და­ეხ­ვია და აკო­ცა.

ორი წლის შემ­დეგ ამ ფაქ­ტზე მა­რა­დო­ნამ ტე­ლე­ე­თერ­ში ისა­უბ­რა:

“თან­ხმო­ბა არ ნიშ­ნავს მი­ღე­ბას. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია. მათ დალ­მა და ჯა­ნი­ნა ჰქვი­ათ. წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს თან­ხობ­რი­ვად ვა­ნა­ზღა­უ­რებ. სა­სა­მარ­თლომ იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­და, მას ფული გა­და­ვუ­ხა­დო, მაგ­რამ ის ვერ მა­ი­ძუ­ლებს, რომ ბავ­შვი შე­ვიყ­ვა­რო”.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნა სი­ნაგ­რა მა­მის კვალს გაჰ­ყვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, თუმ­ცა პლა­ჟის ფეხ­ბურთში. 2008 წელს იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ის მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

2016 წლი­დან მამა-შვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ახ­ლოვ­დნენ. დი­ე­გო ჯუ­ნი­ო­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რად მა­მას ძა­ლი­ან ჰგავს. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი:

"ჩემი მო­ხუ­ცი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და, მე ამას დღემ­დე ვერ ვე­გუ­ე­ბი. რო­დე­საც მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში გა­მუდ­მე­ბით ვრე­კავ­დი, ვიდ­რე არ მი­თხრეს, რაც მოხ­და.

მშვე­ნი­ე­რი იყო მას­თან ერ­თად თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბა. ვერ აგიხ­სნით ეს რა იყო. მას ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი იც­ნობ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის, მაგ­რამ მრა­ვა­ლი წელი მე­ნატ­რე­ბო­და, რომ ამის გა­მო­ხატ­ვა არ შე­მეძ­ლო. მას­თან ერ­თად ბევ­რი თა­მა­ში ვნა­ხე "ნა­პო­ლი­სა" და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის. ჩვენ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გულ­ღია და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, არა­სო­დეს ვკა­მა­თობ­დით.

ბოლო დროს სევ­დი­ა­ნი იყო, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ცუდ­ზე. არა­ფე­რი იქ­ნე­ბა ისევ ისე, რო­გორც ადრე. ჩემს მო­ხუც მა­მას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ ტე­ლე­ფონ­ზე ვე­ღარ დავ­რე­კავ და ეს ძა­ლი­ან მტკი­ვა", - ყვე­ბა ის მა­მა­ზე.

დი­ე­გო ჯუ­ნი­ო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, რო­დე­საც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­რა­დო­ნამ ნა­პო­ლი­ში 6 წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა. ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 1984-1991 წლებ­ში თა­მა­შობ­და და გუნდთან ერ­თად 2-ჯერ მო­ი­გო იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. ნე­ა­პო­ლი­ში მა­რა­დო­ნა დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვართ და აფა­სე­ბენ... მე-10 ნო­მე­რი, რომ­ლი­თაც მა­რა­დო­ნა "ნა­პო­ლი­ში“ თა­მა­შობ­და, კლუბ­მა 2000 წელს სა­მუ­და­მოდ ამო­ი­ღო ხმა­რე­ბი­დან. დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბი­საა "ნა­პო­ლის" ცნო­ბი­ლი სტა­დი­ო­ნიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
0

მე რაც მინახავს, მარადონას მსგავსი ფეხბურთელი არავინ ყოფილა. პელეს თამაში არ მინახავს ცოცხლად და ვერ გეტყვით. მარადონას მარტო შეეძლო გუნდი ეთამაშებინა და გამარჯვებამდე მიეყვანა. ერთი მეკარედ არ ჩამდგარა, თორე ნებისმიერ პოზიციაზე თანაბარი ძალის იყო, თან ყველგან ძალიან ძლიერი, და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.

ბურთი
2

მარადონას დონის ფეხბურთელი მეეჭვება რომ უახლოეს ას წელიწადში დედამიწაზე კიდევ დაიბადოს

ის საერთოდ სხვა პლანეტიდან იყო, სხვა პლანეტიდან

ავტორი:

"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა" - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა"  - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ უამრავი იტალიელი და არა მხოლოდ იტალიელი ფანი შეიძინა. მის გულშემატკივართა შორის არის ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას შვილი დიეგო მარადონა ჯუნიორი, რომელიც ნეაპოლში დაიბადა და "ნაპოლის“ გუნდის დიდი გულშემატკივარია.

მარადონას შვილი, ინსტაგრამის სთორებში ხშირად აქვეყნებს კვარცხელიას გოლების ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელიც მინდორზეა გადაღებული. "ნაპოლიში" ხვიჩას გადასვლა თავის დროზე ასე შეაფასა:

"გუშინ საღამოს მისი რამდენიმე ვიდეო ვნახე და ის უდავოდ ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც ძალიან სახიფათო დარტყმები აქვს. ვფიქრობ, "ნაპოლიში" სათამაშოდ ხასიათის გამოვლენაა საჭირო. რადგან "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა არჩევანი მასზე შეაჩერა და გუნდში სწორედ ის აიყვანა, ე.ი. კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - თქვა ლეგენდარული ფეხბურთელის ვაჟმა.

მოგეხსენებათ, ხვიჩას შეძენით "ნაპოლიმ" გუნდიდან წასული ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება გადაწყვიტა, თუმცა გულშემატკივრები უკვე ხუმრობენ, კვარაცხელიამ ინსინიე კი არა, ლამის მარადონა შეცვალაო...

"ჩემი აზრით, ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, მაგრამ კვარა ძლიერია და გუნდში სხვა უპირატესობა მოიტანა: ერთი-ერთზე თამაში, რაც გვაკლდა. ლორენცო უფრო გუნდური ფეხბურთელი იყო, კვარა კი უფრო სოლისტია და ვფიქრობ, ძალიან ძლიერია“ - ამბობს მარადონა ჯუნიორი.

მას მოსწონს ხვიჩას მამამისთან შედარებაც და ისიც, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს "კვარადონას" ეძახიან.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მან 58 წლის ასაკში აღიარა, რომ სხვადასხვა ქალებისგან 8 შვილი ჰყავდა, თუმცა წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მხოლოდ ორი გოგონა ჰყავდა ოფიციალური მეუღლისგან.

დიეგო მარადონა არასდროს აღიარებდა არაკანონიერ შვილს, რომელიც 1986 წელს ნეაპოლელი კრისტინა სინაგრასგან შეეძინა. თავდაპირველად, არგენტინელი ფეხბურთელი მამობის დადგენის პროცესში დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდა, რის შემდეგაც იტალიურმა სასამართლომ ბავშვს მამის გვარის ტარების უფლება მისცა. გარდა ამისა, მარადონას ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

2003 წლის მაისში, როცა მარადონა იტალიის ქალაქ ფიოჯიში გოლფს თამაშობდა, მასთან მარადონა ჯუნიორი მივიდა. არგენტინელი მინი-ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობის დატოვება აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შვილთან ისაუბრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გამომშვიდობებისას მარადონა ბიჭს გადაეხვია და აკოცა.

ორი წლის შემდეგ ამ ფაქტზე მარადონამ ტელეეთერში ისაუბრა:

“თანხმობა არ ნიშნავს მიღებას. ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც სიყვარულის ნაყოფია. მათ დალმა და ჯანინა ჰქვიათ. წარსულში დაშვებულ შეცდომებს თანხობრივად ვანაზღაურებ. სასამართლომ იძულებული გამხადა, მას ფული გადავუხადო, მაგრამ ის ვერ მაიძულებს, რომ ბავშვი შევიყვარო”.

დიეგო მარადონა სინაგრა მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, თუმცა პლაჟის ფეხბურთში. 2008 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

2016 წლიდან მამა-შვილი განსაკუთრებით დაახლოვდნენ. დიეგო ჯუნიორი ვიზუალურად მამას ძალიან ჰგავს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დიეგო მარადონა ჯუნიორი:

"ჩემი მოხუცი ძალიან ახალგაზრდა წავიდა, მე ამას დღემდე ვერ ვეგუები. როდესაც მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბუენოს-აირესში გამუდმებით ვრეკავდი, ვიდრე არ მითხრეს, რაც მოხდა.

მშვენიერი იყო მასთან ერთად თამაშების ყურება. ვერ აგიხსნით ეს რა იყო. მას ყველა ფეხბურთელი იცნობდა. ძალიან მიყვარდა ის, მაგრამ მრავალი წელი მენატრებოდა, რომ ამის გამოხატვა არ შემეძლო. მასთან ერთად ბევრი თამაში ვნახე "ნაპოლისა" და არგენტინის ნაკრების. ჩვენ ყოველთვის ძალიან გულღია და ჯანსაღი ურთიერთობა გვქონდა, არასოდეს ვკამათობდით.

ბოლო დროს სევდიანი იყო, მაგრამ არასოდეს მიფიქრია ცუდზე. არაფერი იქნება ისევ ისე, როგორც ადრე. ჩემს მოხუც მამასთან სალაპარაკოდ ტელეფონზე ვეღარ დავრეკავ და ეს ძალიან მტკივა", - ყვება ის მამაზე.

დიეგო ჯუნიორი კორონავირუსის მძიმე გართულებებით საავადმყოფოში იყო, როდესაც მამის გარდაცვალების შესახებ გაიგო.

შეგახსენებთ, რომ მარადონამ ნაპოლიში 6 წელიწადი გაატარა. ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდის შემადგენლობაში 1984-1991 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 2-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ნეაპოლიში მარადონა დღემდე ძალიან უყვართ და აფასებენ... მე-10 ნომერი, რომლითაც მარადონა "ნაპოლიში“ თამაშობდა, კლუბმა 2000 წელს სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან. დიეგო არმანდო მარადონას სახელობისაა "ნაპოლის" ცნობილი სტადიონიც.