ავტორი:

"ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს...აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ" - ნუკი კოშკელიშვილი რუს ტურისტებსა და ქართულ-ამერიკულ დასვენებაზე

"ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს...აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ" - ნუკი კოშკელიშვილი რუს ტურისტებსა და ქართულ-ამერიკულ დასვენებაზე

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი აქტუალურობას არ კარგავს. ამჯერად, ინტერნეტსივრცეში ნუკის ფეხსაცმელები გახდა განხილვის საგანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, სხვა შეკითხვებთან ერთად, ნუკის ე.წ. ქროქსების შესახებაც ვკითხეთ, რომლებიც მას ერთ-ერთ ინტერნეტგადაცემაში სტუმრობისას ეცვა...

- როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ახლაც ვამბობ, რომ ზაფხული საქართველოში უნდა გავატაროთ, ახალი ადგილები ვნახოთ... მეც აღმოჩენების პროცესში ვარ. უმეტესობის მსგავსად, ამჟამად, აჭარაში გახლავართ - ბათუმი ძალიან მიყვარს. ასევე, ვცდილობ, გარშემო ყველა კუთხე მოვიარო: მინდა, სამეგრელოს ვესტუმრო, გურიაშიც გადავიდე, რაჭის ნახვა ძალიან მაინტერესებს... რასაც მოვასწრებ, აუცილებლად მოვინახულებ. ვერ წარმოიდგენთ, ზაფხულში საქართველოში ყოფნა როგორ მსიამოვნებს. ეს არის სასწაული ადგილი და მაქვს საშუალება, სამშობლო "აღმოვაჩინო", უფრო მეტი რაღაცები დავათვალიერო და მეგობრებთან ერთად დავისვენო.

- ჩვენს ქვეყანაში მომსახურების სფეროს როგორ შეაფასებ?

- ვფიქრობ, ამ ასპექტში, ყოველ წელს უკეთ და უკეთ გვაქვს საქმე. მომსახურება ძალიან კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია სად მიდიხარ, რას აკეთებ, მაგრამ სტუმარმასპინძლობა ნამდვილად არ გვეშლება, ყოველთვის ყველა გვიღიმის და კარგად გვხვდება.

- რომელიმე ზაფხული ამერიკაში გაგიტარებია?

- ყოფილა შემთხვევა, როცა ზაფხულის ნაწილი ამერიკაში გამიტარებია. მთელი ზაფხული მანდ არასდროს ვყოფილვარ.

- ამერიკაში სად, როგორ ისვენებ?

- მაგალითად, რამდენჯერმე მე და ჩემი მეუღლე ფლორიდის შტატში ცოტა ხნით ვიყავით, კიდევ - ჰუდსონზე, ჩრდილოეთ ნიუ-იორკის მხარეს, რომელიც ცოტათი ცივი ადგილია, მაგრამ - ძალიან კარგია. მგონია, დასვენება ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, ვისთან ერთად ხარ და არა იმაზე, თუ სად ხარ. ბენთან დასვენება ყველგან სასიამოვნოა - როგორც ფლორიდაში, ისე ბათუმში. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი სხვანაირადაა: მაგალითად, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. შეიძლება, საღამოს სანაპიროზე "მოსაწრუპად" წავიდე, მერე - საცეკვაოდ ან ყველამ ერთად "ჯოკერი" ვითამაშოთ. ამერიკაში მაინც სხვანაირად ერთობიან - "ჯოკერს" არავინ თამაშობს: ვბანაობდით, ველოსიპედებით ვსეირნობდით, ჩოგბურთს ვთამაშობდით, ვცეკვავდით...

- რუს ტურისტებთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ამ მხრივ, შენთვის გამაღიზიანებელ ფაქტს შესწრებიხარ?

- რა თქმა უნდა. რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს სვრიან... რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს...აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქვე ვინ იმყოფება - ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ... მოკლედ, ცუდად იქცევიან. გააგრძელეთ კითხვა