სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო/ვიდეო)
"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო/ვიდეო)

პრინ­ცე­ბი ჰარი და ული­ა­მი, მათი ცო­ლე­ბი, მე­გა­ნი და ქე­ი­თი დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის სიკ­ვდილ­მა ისევ გა­ა­ერ­თი­ა­ნათ. სა­მე­ფო სახ­ლის წყა­რო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა, მას შემ­დეგ, რაც უი­ლი­ამ­მა მისი ძმა და ცოლი სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვია.

მეფე ჩარლზ III-ის ვა­ჟე­ბი, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ჰარი ცო­ლებ­თან ქეით მიდლტონ­თან და მე­გან მარ­კლის­თან ერ­თად, შავ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლე­ბი დღეს სა­ღა­მოს უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში მი­ვიდ­ნენ. მა­ნამ­დე კი გა­რეთ შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რო­გორ გად­მო­ვი­და ორი­ვე წყვი­ლი მან­ქა­ნი­დან და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სახ­ლის კა­რიბ­ჭის მიღ­მა და­დე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის ზღვა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

უელ­სის პრინცსა და პრინ­ცე­სას და სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას იქვე შეკ­რე­ბი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შეხ­ვდნენ. უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ ხალ­ხმა დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დო მე­გა­ნის გა­მოწ­ვე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­მაც თა­ვის დრო­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხის მყუდ­რო­ე­ბა და­არ­ღვია და მო­ნარ­ქია ყვე­ლა­ზე მძი­მე, კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო.

კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის წყა­რო ამ­ბობს, რომ უელ­სის პრინცმა სა­ს­ექ­სე­ლე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დი­ლას მი­ი­ღო. ჟურ­ნა­ლის­ტმა ომიდ სკო­ბიმ მოგ­ვი­ა­ნე­ბით Twitter-ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მოწ­ვე­ვა "11 სა­ათ­ზე" გა­კეთ­და იმ მი­ნიშ­ნე­ბით, რომ უი­ლი­ა­მი მზა­დაა ჰა­რი­სა და მას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ყი­ნუ­ლი და­ად­ნოს. "ეს, უდა­ვოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია ორ ძმას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ა­ში“ - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ძმე­ბი ცო­ლებ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბო­ლოს 2020 წლის 9 მარტს, თა­ნა­მე­გობ­რო­ბის დღის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდნენ.

"ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა დე­დოფ­ლის სურ­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო..." - ამ­ბობს უცხო­ურ მე­დი­ას­თან ერთ-ერთი წყა­რო...

ჰა­რიმ და მე­გან­მა, ორი წლის წინ სკან­და­ლუ­რად და­ტო­ვეს სა­მე­ფო კარი, რათა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ეცხოვ­რათ.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიცა
5

ჰარი ხელი არ გაუშვა მაგ ტურფას ემანდ არავი აგწაპნოს და არ დაიღუპოს ბრიტანეთის სამეფო

რუსუდანი
9

ამათაც რომ უსიამოვნება აქვთ, ჩვენი პოლიტიკოსების რაღა გვიკვირს? ისე, ორივე ძმა მომწონს, თუნდაც იმით, რომ ხალხთან გულღია ურთიერთობა შეუძლიათ, არ იბღინძებიან და გარეგნულ ფორმასაც ინარჩუნებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო/ვიდეო)

"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო/ვიდეო)

პრინცები ჰარი და ულიამი, მათი ცოლები, მეგანი და ქეითი დედოფალ ელისაბედის სიკვდილმა ისევ გააერთიანათ. სამეფო სახლის წყაროები აცხადებენ, რომ ისტორიული შეხვედრა შედგა, მას შემდეგ, რაც უილიამმა მისი ძმა და ცოლი სასახლეში მიიწვია.

მეფე ჩარლზ III-ის ვაჟები, პრინცი უილიამი და ჰარი ცოლებთან ქეით მიდლტონთან და მეგან მარკლისთან ერთად, შავ ტანსაცმელში ჩაცმულები დღეს საღამოს უინძორის სასახლეში მივიდნენ. მანამდე კი გარეთ შეკრებილმა საზოგადოებამ დაინახა, როგორ გადმოვიდა ორივე წყვილი მანქანიდან და რამდენიმე წუთის განმავლობაში სასახლის კარიბჭის მიღმა დადებული ყვავილების ზღვა დაათვალიერეს.

უელსის პრინცსა და პრინცესას და სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას იქვე შეკრებილი თაყვანისმცემლები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. უცხოური მედია წერს, რომ ხალხმა დროებით გვერდზე გადადო მეგანის გამოწვევი განცხადებები, რამაც თავის დროზე სამეფო ოჯახის მყუდროება დაარღვია და მონარქია ყველაზე მძიმე, კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო.

კენსინგტონის სასახლის წყარო ამბობს, რომ უელსის პრინცმა სასექსელების დაპატიჟების გადაწყვეტილება დილას მიიღო. ჟურნალისტმა ომიდ სკობიმ მოგვიანებით Twitter-ზე განაცხადა, რომ მოწვევა "11 საათზე" გაკეთდა იმ მინიშნებით, რომ უილიამი მზადაა ჰარისა და მას შორის არსებული ყინული დაადნოს. "ეს, უდავოდ, მნიშვნელოვანი მომენტია ორ ძმას შორის ურთიერთობის ისტორიაში“ - ამბობს ჟურნალისტი.

ძმები ცოლებთან ერთად საზოგადოებაში ბოლოს 2020 წლის 9 მარტს, თანამეგობრობის დღის შემდეგ გამოჩნდნენ.

"ეს გაერთიანება შეიძლება დედოფლის სურვილი ყოფილიყო..." - ამბობს უცხოურ მედიასთან ერთ-ერთი წყარო...

ჰარიმ და მეგანმა, ორი წლის წინ სკანდალურად დატოვეს სამეფო კარი, რათა კალიფორნიაში დამოუკიდებლად ეცხოვრათ.

ნახეთ ვიდეოკადრები:

Prince William and Princess Kate, the new Prince and Princess of Wales, and the Duke and Duchess of Sussex have arrived at Windsor to greet crowds of well-wishers outside Windsor Castle.

Latest: https://t.co/8AFWhoW82a

📺 Sky 501, Virgin 602, Freeview 233 and YouTube pic.twitter.com/mseIu1SMU0
— Sky News (@SkyNews) September 10, 2022