"რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები დატოვეს", - ინფორმაციას უკრაინული მედია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ინფორმაციის მინისტრის პირველი მოადგილე დანილ ბესონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
”დიახ, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებით სხვა დასახლებები. რა თქმა უნდა, ეს ცუდია“, - წერს ბესონოვი "ტელეგრამზე".
მოგვიანებით, 25-ე ცალკეულმა საჰაერო სადესანტო ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი დამცველები აცხადებენ, რომ ისინი იზიუმში იმყოფებიან.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილისტი გიორგი კობერიძე:
"უკრაინული არმია იზიუმში შევიდა. ქალაქისა და მისი შემოგარენის გაწმენდა გრძელდება. მაშინ, როდესაც რუსული არმია იზიუმის მიმართულების დაკავებას ორი დღე მოუნდა, უკრაინელებმა ის 4 დღეში გაათავისუფლეს.
გზად რუსების მიერ მიტოვებული და განადგურებული ტექნიკაა მიმოფენილი. უკრაინამ ხარკოვის რაიონში რუსული არმია სრულიად გადატეხა წელში. რუსი ქვეითების დიდმა ნაწილმა ვერც კი გაასწრო.
ნაწილი კი ლუგანსკის რაიონისაკენ საცობშია მოხვედრილი. გზას, ლიმანთან უკრაინელთა არმია ჭრის, რაც რუსების უკან დახევას კიდევ უფრო ქაოტურს ხდის".
ნახეთ კრაინელი დამცველების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც აცხადებენ, რომ იზიუმში იმყოფებიან: