ავტორი:

"ე.წ.ოთხეულის უკან ივანიშვილი დგას, თუ მას გიორგი გახარიაზე რაიმეს თქმა უნდა, კეთილი ინებოს, გამობრძანდეს და ისაუბროს" - ბერდია სიჭინავა

"ე.წ.ოთხეულის უკან  ივანიშვილი დგას, თუ მას გიორგი გახარიაზე რაიმეს თქმა უნდა, კეთილი ინებოს, გამობრძანდეს და ისაუბროს" - ბერდია სიჭინავა

მსგავსი ტიპის შეფასებები წერილში ჩამოთვლილ საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით არის სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის სისტემისა და თითოეული იმ პოლიციელის პირდაპირი დისკრედიტაცია, რომელიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ე.წ. ოთხეულის მიერ გავრცელებულ წერილში პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას კრიტიკას.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, თუ ვინმე პოლიციისა და სამართალდამცავი სისტემის დისკრდიტაციას ეწევა, სწორედ ეს ე.წ.ოთხეულია ასევე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მათი ხელით მოქმედებს.

"რასაც ეს ყველაფერი აჩვენებს არის მარტივი მოცემულობა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ელექტორალური რღვევა დაწყებულია და ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ამ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოს, არის გიორგი გახარია. სწორედ ამით აიხსნება ის შიში და ის განცხადებები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის „ოთხეული“ პერიოდულად აკეთებს გიორგი გახარიას მისამართით.

ეს ადამიანები ცალკე აღებული არ არსებობენ, არც მათი პოლიტიკური ავტორიტეტი არ არსებობს- ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვერ ბედავს ამ საკითხებზე საუბარს, შესაბამისად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გზავნილი და თუ მას რაიმეს თქმა უნდა რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გიორგი გახარიასთან მიმართებით, კეთილი უნდა ინებოს, თვითონ გამობრძანდეს და ისაუბროს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება წერილში მითითებულ გარემოებებს, არანაირი საფუძველი ამ გარემოებებს არ გააჩნია, ერთადერთი პოლიციის დისკრედიტაციას და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვინმე თუ ეწევა, არის სწორედ მსგავსი ტიპის წერილები.

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიწყო ზუსტად სისტემური რეფორმები, მათ შორის ინტელექტუალური კუთხით გადამზადება ჩვენი პოლიცილიების, სისტემური განახლების რეფორმა გამოძიების, ოპერატიული მუშაობის მიმართულებით, მათ შორის ზრდა სახელფასო მიმართულებითაც და დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, დღე არ გავა, რომ პოლიციის თანამშრომელი არ წავიდეს საზღვარგარეთ და არ ჩაბარდეს პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

ზოგადად შინაგან საქმეთა მინისტრობა გულისხმობს პასუხისმგებლობას და გიორგი გახარიას ყოველთვის გააჩნდა ეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ რთული გადაწყვეტილებები მიეღო რთულ სიტუაციებში“,- განაცხადა ბედია სიჭინავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კლუბ "ბასიანსა“ და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს "შეგნებულ დანაშაულს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა".

დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

ნახეთ ასევე:

"გახარიას "ბასიანში" შესვლას გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კალაძის მხრიდან - გახარიამ შს მინისტრობა პოლიციის დაზიანების მიზნით მოითხოვა" - ე.წ. ოთხეული