პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი 75% წყლის­გან შედ­გე­ბა. ამი­ტომ ექი­მე­ბის და გარ­კვე­უ­ლი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, ორ­გა­ნიზმს წყა­ლი მი­ვა­წო­დოთ.

ოღონდ, აქ ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, - რო­დის, რო­გორ, რა­ტომ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ წყა­ლი. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოდ­ნას მო­თხოვს.

AMBEBI.GE-ს კი­თხვებს ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი წყლის­გან შედ­გე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნოს, ქსო­ვილს თუ უჯრედს არ­სე­ბო­ბის­თვის და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის წყა­ლი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ არ წყდე­ბა ინ­ტე­რე­სი წყლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წყლის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა ყვე­ლას ჰქონ­დეს, რათა მარ­ტი­ვად ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ არა­საკ­მა­რი­სი წყლის მი­ღე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი.

- ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დღე-ღა­მე­ში 2 ლიტ­რი წყა­ლი ნორ­მაა. ვთქვათ, 1 ლიტ­რი რომ იყოს?

- არ არ­სე­ბობს ერთი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფორ­მუ­ლა, რად­გან სა­დღე­ღა­მი­სო მო­თხოვ­ნი­ლე­ბა წყალ­ზე არა­ერთ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა, გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ ერთი და იგი­ვე ადა­მი­ნის­თვი­საც კი დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა წყალ­ზე სხვა­დას­ხვა დღის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: ამე­რი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა, ინ­ჟი­ნე­რი­ის და მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ზო­მი­ერ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ჯან­მრთე­ლი მა­მა­კა­ცი დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3.7 ლიტრ წყალს სა­ჭი­რო­ებს, ხოლო ქალი - 2.7 ლიტრ სი­თხის მი­ღე­ბას.

ით­ვლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი სი­თხის მხო­ლოდ 20%-ს იღებს საკ­ვე­ბი­დან, დარ­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა სი­თხის სა­ხით უნდა მოხ­დეს. ევ­რო­პის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ორ­გა­ნოს (EFSA) რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჯან­მრთე­ლი მა­მა­კა­ცი დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 2.5 ლიტრ წყალს სა­ჭი­რო­ებს, ხოლო ქალი - 2 ლიტრ სი­თხის მი­ღე­ბას. ასე­ვე არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ 33 მლ/კგ სი­თხის მი­ღე­ბა სა­შუ­ა­ლოდ დღი­უ­რად სი­თხე­ზე ორ­გა­ნიზ­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და თუ არა 1 ლიტ­რი წყლის მი­ღე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნის წონა და­ბა­ლია და სი­თხე­ზე დარ­ჩე­ნილ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ავ­სებს საკ­ვე­ბის სა­ხით, არ აქვს გა­უ­წყლო­ე­ბის ნიშ­ნე­ბი, შე­საძ­ლოა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში 1 ლიტ­რი წყა­ლი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს გარ­კვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის, გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში. და­მა­ტე­ბი­თი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის, გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რის და ტე­ნი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბის დროს 1 ლიტ­რი სი­თხე ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნის სი­თხე­ზე დღი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას.

- რო­დის უნდა მი­ვი­ღოთ წყა­ლი და ერთჯე­რა­დად - რამ­დე­ნი?

- სა­სურ­ვე­ლია, წყა­ლი, პირ­ველ რიგ­ში, მა­შინ მი­ვი­ღოთ, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს, ანუ როცა გვწყუ­რია. ასე­ვე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს წყლის და­ყო­ლე­ბა საკ­ვე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, მცდა­რია. მრა­ვალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ წყლის მი­ყო­ლე­ბა საკ­ვებ­ზე პი­რი­ქით, და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე.

თუ საკ­ვებ­ზე წყლის მი­ყო­ლე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ანს ეწყე­ბა დის­პეპ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი: შე­ბე­რი­ლო­ბა, ბოყი­ნი და ა.შ. გას­ტრო-ენ­ტე­რო­ლოგს უნდა მი­მარ­თოს და წყლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­თავ­ლის­წი­ნოს.

დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბა შე­საძ­ლოა სის­ხლში ნატ­რი­უ­მის დაქ­ვე­ი­თე­ბის - ჰი­პო­ნატ­რე­მი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს, რაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. ამას ძი­რი­თა­დად ად­გი­ლი აქვს სპორ­ტსმე­ნებ­ში ვარ­ჯი­ში­სას, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბი­სას. ვი­ნა­ი­დან არ არის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთ­ზე და რა რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხე იწ­ვევს მსგავს მოვ­ლე­ნას, ექპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჰი­პო­ნატ­რე­მი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა აჭარ­ბებ­დეს 1 ლიტრს.

- უზ­მო­ზე წყლის მი­ღე­ბა რაში გვეხ­მა­რე­ბა?

- უზ­მო­ზე წყლის მი­ღე­ბა და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე, ანუ მე­ტა­ბო­ლიზ­მზე. იწ­ვევს ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას და იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას, გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებს, თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს თა­ვის ტკი­ვილს და თირკმლის კენ­ჭე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე ხელს უწყობს ნაწ­ლა­ვე­ბის გაწ­მენ­დას და აუმ­ჯო­ბე­სებს თმის და კა­ნის სტრუქ­ტუ­რას.

- ზო­გი­ერ­თის­გან მსმე­ნია, ორ­გა­ნიზ­მი არ მთხოვს წყალს და რა­ტომ დავ­ლიო, რა­ტომ მი­ვა­წო­დო ეს სი­თხე? ანუ წყურ­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა თით­ქმის არ აქვს... რა პა­სუ­ხი არ­სე­ბობს ასეთ კი­თხვა­ზე?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვად­გი­ნოთ რა რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს იღებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ სი­თხე­ზე დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შევ­სე­ბა ხდე­ბა არა­ჯან­სა­ღი სი­თხით, სა­სურ­ვე­ლია ჩა­ვა­ნაც­ვლოთ წყლით. თუ დღი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია სა­სურ­ველ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის მი­ღე­ბის შევ­სე­ბა მოხ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხან­გრძლი­ვი გა­უ­წყლო­ე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

- გა­უ­წყლო­ე­ბა ორ­გა­ნიზ­მში რას იწ­ვევს?

- მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის გა­უ­წყლო­ე­ბა იწ­ვევს დაღ­ლი­ლო­ბას, კა­ნის სიმ­შრა­ლეს, თავ­ბრუს­ხვე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ყაბ­ზო­ბას, სახ­სრე­ბის ტკი­ვილს. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის (<800-900 მლ) მი­ღე­ბი­სას შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, შარდ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. მძი­მე ხა­რის­ხის გა­უ­წყლო­ე­ბა ვი­თარ­დე­ბა დი­ა­რე­ის, ღე­ბი­ნე­ბის, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს, რო­დე­საც გა­მო­ყო­ფი­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჭარ­ბებს მი­ღე­ბუ­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბას.

მძი­მე ხა­რის­ხის გა­უ­წყლო­ე­ბის დროს ირ­ღვე­ვა ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სი, შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს არით­მია, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ მკურ­ნა­ლო­ბას.

- ანუ წყა­ლი მარ­თლაც რე­ცხავს და წმენ­დს ორ­გა­ნიზმს უარ­ყო­ფი­თი ელე­მენ­ტე­ბის­გან, ანუ ერ­თგვა­რი დე­ტოქ­სია?

- დიახ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წყა­ლი გა­მო­დევ­ნის ორ­გა­ნიზ­მი­დან მავ­ნე პრო­დუქ­ტებს - ტოქ­სი­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ას­რუ­ლებს დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფუნ­ქცი­ას თუ მას მი­ვი­ღებთ მში­ერ კუ­ჭზე.

- დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის­თვის სვა­მენ პიტ­ნით, ლი­მო­ნით, კიტ­რით და ჯინ­ჯე­რით შე­ზავ­ბულ წყალს. ეს ით­ვლე­ბა წყლის რა­ო­დე­ნო­ბა­ში?

- რა თქმა უნდა, ით­ვლე­ბა. მსგავ­სი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბი­სას წყალ­თან ერ­თად ვი­ღებთ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს და ვი­ტა­მი­ნებს. წყა­ლიც უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­სა­ლე­ვი ხდე­ბა.

- ზოგი სპე­ცი­ა­ლის­ტი მხარ უჭერს წყლის ჭა­მამ­დე მი­ღე­ბას და ზოგი - ჭა­მის შემ­დეგ.

- წყლის მი­ღე­ბა ჭა­მის შემ­დეგ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, არ უქ­მნის პრობ­ლე­მას კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს, რაც შე­ე­ხე­ბა ჭა­მამ­დე წყლის მი­ღე­ბას, ვურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს ჭარ­ბი წო­ნით და სიმ­სუქ­ნით, რად­გან კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია კვე­ბამ­დე 1/2 ან 1 სა­ა­ა­თით ადრე 250-დან 500 მლ-მდე წყლის მი­ღე­ბა და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს წო­ნა­ში კლე­ბის პრო­ცეს­ზე.

- ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, ყა­ვას უნდა და­ვა­ყო­ლოთ თუ არა წყა­ლი?

- ყა­ვა­ში არ­სე­ბულ კო­ფე­ინს აქვს მსუ­ბუ­ქი შარ­დმდე­ნი ფუნ­ქცია, რის გა­მოც ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ყა­ვას­თან ერ­თად წყლის და­ლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ კო­ფე­ი­ნი არ იწ­ვევს გა­უ­წყლო­ე­ბას, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ წყლის მი­ღე­ბა კო­ფე­ინ­თან ერ­თად სა­სარ­გებ­ლო არ არის.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა, წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის ზო­გა­დი, რე­კო­მენ­და­ცია.

- ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ წყლის მი­ღე­ბის სარ­გე­ბელ­ზე. არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვად იღებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, იმის­თვის, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს შაქ­რი­ა­ნი ან უშაქ­რო დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მნიშ­ვლე­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, მე­ტად მო­უს­მი­ნოს სა­კუ­თარ სხე­ულს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ირ­გოს სი­თხის მი­ღე­ბის ის ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­სარ­გებ­ლოს­თან ერ­თად, სა­სი­ა­მოვ­ნოც იქ­ნე­ბა.

ლალი,,,,რაზმაძე
0

მადლობა დიდი

ავტორი:

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი 75% წყლისგან შედგება. ამიტომ ექიმების და გარკვეული დარგის სპეციალისტების რეკომენდაციაა, ორგანიზმს წყალი მივაწოდოთ.

ოღონდ, აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვები, - როდის, როგორ, რატომ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი. ცხადია, ეს ყველაფერი ცოდნას მოთხოვს.

AMBEBI.GE-ს კითხვებს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი პასუხობს:

- როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი წყლისგან შედგება. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ორგანოს, ქსოვილს თუ უჯრედს არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის წყალი სჭირდება. ამიტომ არ წყდება ინტერესი წყლის მიღებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია წყლის მიღების შესახებ მინიმალური ცოდნა ყველას ჰქონდეს, რათა მარტივად ავიცილოთ თავიდან საკმაოდ გავრცელებული დაავადებები, რომლებიც მხოლოდ არასაკმარისი წყლის მიღებით შეიძლება იყოს პროვოცირებული.

- ექიმები ამბობენ, რომ დღე-ღამეში 2 ლიტრი წყალი ნორმაა. ვთქვათ, 1 ლიტრი რომ იყოს?

- არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, რადგან სადღეღამისო მოთხოვნილება წყალზე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკურ აქტივობა, გარემოს ტემპერატურა და ტენიანობა. ამიტომ ერთი და იგივე ადამინისთვისაც კი დღიური მოთხოვნილება წყალზე სხვადასხვა დღისთვის განსხვავებულია. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები: ამერიკის მეცნიერებათა, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნული აკადემიების რეკომენდაციით, ზომიერ კლიმატურ პირობებში მცხოვრები ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 3.7 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2.7 ლიტრ სითხის მიღებას.

ითვლება, რომ ადამიანი სითხის მხოლოდ 20%-ს იღებს საკვებიდან, დარჩენილი რაოდენობის მიღება სითხის სახით უნდა მოხდეს. ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) რეკომენდაციით, ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 2.5 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2 ლიტრ სითხის მიღებას. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ 33 მლ/კგ სითხის მიღება საშუალოდ დღიურად სითხეზე ორგანიზმის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

რაც შეეხება იმას, საკმარისი იქნებოდა თუ არა 1 ლიტრი წყლის მიღება, თუ ადამიანის წონა დაბალია და სითხეზე დარჩენილ მოთხოვნილებას ავსებს საკვების სახით, არ აქვს გაუწყლოების ნიშნები, შესაძლოა ინდივიდუალურად, იშვიათ შემთხვევაში 1 ლიტრი წყალი საკმარისი აღმოჩნდეს გარკვეული პიროვნებისთვის, გარკვეულ დღეებში. დამატებითი ფიზიკური აქტივობის, გარემოს ტემპერატურის და ტენიანობის მატების დროს 1 ლიტრი სითხე ვერ დააკმაყოფილებს მოზრდილი ადამიანის სითხეზე დღიურ მოთხოვნილებას.

- როდის უნდა მივიღოთ წყალი და ერთჯერადად - რამდენი?

- სასურველია, წყალი, პირველ რიგში, მაშინ მივიღოთ, როდესაც ორგანიზმი გვთხოვს, ანუ როცა გვწყურია. ასევე ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს წყლის დაყოლება საკვებისთვის საზიანოა, მცდარია. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის მიყოლება საკვებზე პირიქით, დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

თუ საკვებზე წყლის მიყოლების შემდეგ ადამიანს ეწყება დისპეპსიური მოვლენები: შებერილობა, ბოყინი და ა.შ. გასტრო-ენტეროლოგს უნდა მიმართოს და წყლის მიღებასთან დაკავშირებით მისი რეკომენდაციები გაითავლისწინოს.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით სითხის მიღება შესაძლოა სისხლში ნატრიუმის დაქვეითების - ჰიპონატრემიის მიზეზი გახდეს, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამას ძირითადად ადგილი აქვს სპორტსმენებში ვარჯიშისას, დიდი რაოდენობით სითხის მიღებისას. ვინაიდან არ არის ზუსტი მონაცემები დროის რა მონაკვეთზე და რა რაოდენობის სითხე იწვევს მსგავს მოვლენას, ექპერტების რეკომენდაციით, ჰიპონატრემიის თავიდან აცილების მიზნით, 1 საათის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 1 ლიტრს.

- უზმოზე წყლის მიღება რაში გვეხმარება?

- უზმოზე წყლის მიღება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე, ანუ მეტაბოლიზმზე. იწვევს ენერგიის მომატებას და იმუნიტეტის გაძლიერებას, გამოდევნის ტოქსინებს, თავიდან აგვაცილებს თავის ტკივილს და თირკმლის კენჭების განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას და აუმჯობესებს თმის და კანის სტრუქტურას.

- ზოგიერთისგან მსმენია, ორგანიზმი არ მთხოვს წყალს და რატომ დავლიო, რატომ მივაწოდო ეს სითხე? ანუ წყურვილის შეგრძნება თითქმის არ აქვს... რა პასუხი არსებობს ასეთ კითხვაზე?

- პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა რაოდენობით სითხეს იღებს აღნიშნული ადამიანი დღის განმავლობაში. თუ სითხეზე დღიური მოთხოვნილების შევსება ხდება არაჯანსაღი სითხით, სასურველია ჩავანაცვლოთ წყლით. თუ დღიურად მიღებული სითხის რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია სასურველზე, აუცილებელია წყლის მიღების შევსება მოხდეს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი გაუწყლოების შედეგად განვითარებული დაავადებები.

- გაუწყლოება ორგანიზმში რას იწვევს?

- მსუბუქი ხარისხის გაუწყლოება იწვევს დაღლილობას, კანის სიმშრალეს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, არტერიული წნევის დაქვეითებას, ყაბზობას, სახსრების ტკივილს. კვლევებმა აჩვენა, რომ დღის განმავლობაში სითხის მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობის (<800-900 მლ) მიღებისას შესაძლოა, გაიზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შარდ-კენჭოვანი დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი. მძიმე ხარისხის გაუწყლოება ვითარდება დიარეის, ღებინების, მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც გამოყოფილი სითხის რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს მიღებული სითხის რაოდენობას.

მძიმე ხარისხის გაუწყლოების დროს ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, შესაძლოა განვითარდეს არითმია, თირკმლის უკმარისობა. აღნიშნული მდგომარეობა საჭიროებს დროულ მკურნალობას.

- ანუ წყალი მართლაც რეცხავს და წმენდს ორგანიზმს უარყოფითი ელემენტებისგან, ანუ ერთგვარი დეტოქსია?

- დიახ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებს - ტოქსინებს. განსაკუთრებით კარგად ასრულებს დეტოქსიკაციის ფუნქციას თუ მას მივიღებთ მშიერ კუჭზე.

- დეტოქსიკაციისთვის სვამენ პიტნით, ლიმონით, კიტრით და ჯინჯერით შეზავბულ წყალს. ეს ითვლება წყლის რაოდენობაში?

- რა თქმა უნდა, ითვლება. მსგავსი ინგრედიენტების დამატებისას წყალთან ერთად ვიღებთ ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს. წყალიც უფრო სასიამოვნოდ დასალევი ხდება.

- ზოგი სპეციალისტი მხარ უჭერს წყლის ჭამამდე მიღებას და ზოგი - ჭამის შემდეგ.

- წყლის მიღება ჭამის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ უქმნის პრობლემას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც შეეხება ჭამამდე წყლის მიღებას, ვურჩევთ პაციენტებს ჭარბი წონით და სიმსუქნით, რადგან კვლევებით დადასტურებულია კვებამდე 1/2 ან 1 სააათით ადრე 250-დან 500 მლ-მდე წყლის მიღება დადებით გავლენას ახდენს წონაში კლების პროცესზე.

- ასევე საინტერესოა, ყავას უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი?

- ყავაში არსებულ კოფეინს აქვს მსუბუქი შარდმდენი ფუნქცია, რის გამოც ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ყავასთან ერთად წყლის დალევა აუცილებელია. კვლევებით დადგინდა, რომ კოფეინი არ იწვევს გაუწყლოებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წყლის მიღება კოფეინთან ერთად სასარგებლო არ არის.

- როგორი იქნება, წყალთან დაკავშირებით, ენდოკრინოლოგის ზოგადი, რეკომენდაცია.

- ჩვენ ვისაუბრეთ ჯანმრთელი ადამიანის მიერ წყლის მიღების სარგებელზე. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თუ ადამიანი ბუნებრივად იღებს დიდი რაოდენობით სითხეს, აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, მნიშვლევანია, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას, მეტად მოუსმინოს საკუთარ სხეულს, ინდივიდუალურად მოირგოს სითხის მიღების ის ფორმა, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც იქნება.