საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს
63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც შიდა ქარ­თლში, მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გიგა ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მომ­ხდა­რის გამო გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია.

"დე­ტა­ლებს საქ­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­გახ­სე­ნებთ, მაგ­რამ მის პო­ზი­ცი­ას გე­ტყვით, რომ ბრალ­დე­ბას, რის გა­მოც და­კა­ვე­ბუ­ლია, არ ეთან­ხმე­ბა. თვი­თო­ნაც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია“, - გა­ნა­ცხა­და ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­მალ­ვა­ში არ ყო­ფი­ლა. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მის დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 63 წლის მა­მა­კაც­მა მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ტაქ­სის მძღოლ­მა მე­ხუ­თე კლა­სე­ლი გო­გო­ნა, ავ­ტო­მან­ქა­ნით და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის­გან მო­შო­რე­ბით წა­იყ­ვა­ნა და მას­ზე ძა­ლა­დო­ბა სწო­რედ იქ სცა­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნა მე­ზო­ბელ მა­მა­კაცს "იც­ნობ­და და ენ­დო­ბო­და“.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია.

"დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც გაურკვევლობაშია“, - განაცხადა ჯეირანაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებული მიმალვაში არ ყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

გამოძიების ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მეხუთე კლასელი გოგონა, ავტომანქანით დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით წაიყვანა და მასზე ძალადობა სწორედ იქ სცადა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა მეზობელ მამაკაცს "იცნობდა და ენდობოდა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.