მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს
"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 48 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი დე­ვიდ და­თუ­ნა გარ­და­იც­ვა­ლა... რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ხე­ლო­ვა­ნის ან­დერ­ძი იყო, სამ­შობ­ლო­ში და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნათ. მისი ნეშ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­დამ ჩა­მო­ას­ვე­ნა და კვი­რას, სამ სა­ათ­ზე მა­ხ­ა­თას მთა­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ბოლო წლებ­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც ეს და­ა­ვა­დე­ბა გახ­და.

ახ­ლობ­ლის თქმით, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და: ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბი და­ე­შა­ლა და ოთხი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ მა­ინც და­დი­ო­და, სა­ში­ნელ ტკი­ვი­ლებს არ იმ­ჩნევ­და...

დე­ვიდ და­თუ­ნამ ბავ­შვო­ბა მოს­კოვ­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ რუ­სეთ­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­ზე არას­დროს უსა­უბ­რია... 21 წლის იყო, ნიუ-იორკში რომ ჩა­ვი­და (1999 წელს). ამე­რი­კას ემად­ლი­ე­რე­ბო­და, ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის უდი­დე­სი რე­სურ­სის ქვე­ყა­ნა­აო, ამ­ბობ­და, თუმ­ცა გული სულ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­უ­წევ­და. სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბის ნოს­ტალ­გია ეძა­ლე­ბო­და და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და.

არა­სო­დეს მდგა­რა რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბის გვერ­დით, ხალ­ხთან ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებ­და...დე­ვიდ და­თუ­ნამ ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო, ამე­რი­კა­ში თავი რომ და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად სათ­ვა­ლის ლინ­ზებს ამუ­შა­ვებ­და და სათ­ვა­ლე­ებს უკე­თებ­და ხალ­ხს. აქე­დან გაჩ­ნდა იდეა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის - "მი­ლი­ო­ნი სხვა­დას­ხვა თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო".

2011 წელს SCOPE-ის ხე­ლოვ­ნე­ბის შო­უ­ზე, მა­ი­ა­მი­ში, და­თუ­ნას ნა­მუ­შე­ვა­რი "სტივ ჯობ­სი/ აინ რენ-დი" 210.000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ამ­ჟა­მა­დაც ამე­რი­კა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა ნა­მუ­შევ­რებს შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა. დე­ვიდ და­თუ­ნამ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფა­შის­ტუ­რი უწო­და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს, ხოლო მოს­კოვ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე, წარ­მო­ად­გი­ნა პუ­ტი­ნი­სა და ნი­კო­ლოზ მე­ო­რის პორ­ტრე­ტე­ბის ინ­სტა­ლა­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი".

ეს იყო ნი­კო­ლო­ზი­სა და პუ­ტი­ნის ინ­სტა­ლა­ცია. ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი ნი­კო­ლოზ­მა და­ი­წყო და პუ­ტი­ნი ას­რუ­ლებ­სო... ეს რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტი­ის 400 წლის­თავს და­ამ­თხვია და იმის თქმა უნ­დო­და, 400 წელი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლაო... ამის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ჩას­ვლაც კი აეკ­რძა­ლა...

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მო­ექ­ცა, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრის გა­მო­ტა­ნი­ლი 120.000-დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა. ბა­ნა­ნი მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი და დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა.

"ნიუ-იორკ თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობ­და: "მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ".

2013 წელს და­თუ­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც Google-ის სათ­ვა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Google-ის სათ­ვა­ლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებს, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. კი­დევ ბევ­რი ისე­თი პრო­ექ­ტი ჰქონ­და: 2012 წელს ნა­სას წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით უამ­რავ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო თა­ვი­სი მე­სი­ჯი, ნა­ხა­ტი, ცეკ­ვა კოს­მოს­ში გა­ეგ­ზავ­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია იყო, კაფ­სუ­ლა­ში მოგ­როვ­დე­ბო­და და კოს­მოს­ში დარ­ჩე­ბო­და შემ­დგო­მი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ას­წრო...

ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი:

- დე­ი­ვიდ და­თუ­ნა, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი გა­მაც­ნო ჩემ­მა ახლო მე­გო­ბარ­მა, ცნო­ბილ­მა მხატ­ვარ­მა, ნა­ტა­ლია კლდი­აშ­ვილ­მა! მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გად­მო­უგ­ზავ­ნია ნა­ტა­ლი­ას ჩემ­თვის და ყო­ველ­თვის ვრჩე­ბო­დი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დე­ვი­დის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ხედ­ვით, მისი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბით! მას­თან ასე­ვე დავ­მე­გობ­რდი და ძა­ლი­ან დიდი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცდა იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმი­სა, რომ დე­ვი­დი გარ­და­იც­ვა­ლა! მისი სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა მა­რა­დი­უ­ლად ხე­ლოვ­ნე­ბა­ში!

მე ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ნა­ტა­ლი­ა­სი, რომ მან მო­აგ­ვა­რა და მო­ა­ხერ­ხა მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლის ახალ პან­თე­ონ­ში! მქონ­და დიდი პა­ტი­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დე­ვი­დის მე­გო­ბა­რი და ახ­ლაც მი­ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ის აღარ არის, მაგ­რამ ვი­წყნა­რებ თავს იმით, რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკ­ვდა­ვია! და მად­ლო­ბა მას თა­ვი­სი სი­თა­მა­მი­სათ­ვის და ექ­სპრე­სი­უ­ლო­ბი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში!

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
petre kupry
6

მახათას პანთეონიც ჩვეულებრივ სასაფლაოდ გადაიქცა .... 

ბელა
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული,დათოშკა!!!🙏🙏🙏😥😥😥💔💔💔ძალიან მტკივა გული რომ ასე ადრე დატოვე ეს ქვეყანა...

ჩემი ყოფილი თანაკლასელი იყო.გვარად დათუნაშვილი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

რამდენიმე თვის წინ, 48 წლის ასაკში ამერიკაში აღიარებული ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა გარდაიცვალა... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელოვანის ანდერძი იყო, სამშობლოში დაესაფლავებინათ. მისი ნეშტი საქართველოში დედამ ჩამოასვენა და კვირას, სამ საათზე მახათას მთაზე დაკრძალავენ.

ქართველი ხელოვანი ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა.

ახლობლის თქმით, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა: ხერხემლის მალები დაეშალა და ოთხი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მაინც დადიოდა, საშინელ ტკივილებს არ იმჩნევდა...

დევიდ დათუნამ ბავშვობა მოსკოვში გაატარა, მაგრამ რუსეთში გატარებულ ბავშვობაზე არასდროს უსაუბრია... 21 წლის იყო, ნიუ-იორკში რომ ჩავიდა (1999 წელს). ამერიკას ემადლიერებოდა, ოცნებების ასრულების უდიდესი რესურსის ქვეყანააო, ამბობდა, თუმცა გული სულ საქართველოსკენ მოუწევდა. სამშობლოს მონატრების ნოსტალგია ეძალებოდა და თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებდა.

არასოდეს მდგარა რომელიმე მთავრობის გვერდით, ხალხთან ყოფნას ამჯობინებდა...დევიდ დათუნამ ურთულესი ცხოვრება განვლო, ამერიკაში თავი რომ დაემკვიდრებინა. თავდაპირველად სათვალის ლინზებს ამუშავებდა და სათვალეებს უკეთებდა ხალხს. აქედან გაჩნდა იდეა მისი ნამუშევრების - "მილიონი სხვადასხვა თვალით დანახული სამყარო".

2011 წელს SCOPE-ის ხელოვნების შოუზე, მაიამიში, დათუნას ნამუშევარი "სტივ ჯობსი/ აინ რენ-დი" 210.000 აშშ დოლარად გაიყიდა და ის ფესტივალზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა.

ამჟამადაც ამერიკაში თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება. დევიდ დათუნამ ჯერ კიდევ წლების წინ ფაშისტური უწოდა პუტინის რეჟიმს, ხოლო მოსკოვში, წითელ მოედანზე, წარმოადგინა პუტინისა და ნიკოლოზ მეორის პორტრეტების ინსტალაცია სახელწოდებით "ცივილიზაციის კრახი".

ეს იყო ნიკოლოზისა და პუტინის ინსტალაცია. ცივილიზაციის კრახი ნიკოლოზმა დაიწყო და პუტინი ასრულებსო... ეს რომანოვების დინასტიის 400 წლისთავს დაამთხვია და იმის თქმა უნდოდა, 400 წელი არაფერი შეცვლილაო... ამის შემდეგ რუსეთში ჩასვლაც კი აეკრძალა...

ქართველი ხელოვანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2019 წელს მოექცა, როდესაც ცნობილი იტალიელი მხატვრის გამოტანილი 120.000-დოლარიანი ბანანი შეჭამა. ბანანი მუზეუმში კედელზე წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული და დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა.

"ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობდა: "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ".

2013 წელს დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა. მისი პროექტის მიხედვით, Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. კიდევ ბევრი ისეთი პროექტი ჰქონდა: 2012 წელს ნასას წარმომადგენლებთან მუშაობდა და ჰქონდა პროექტი, რომლის მიხედვით უამრავ ადამიანს შეეძლო თავისი მესიჯი, ნახატი, ცეკვა კოსმოსში გაეგზავნა. სპეციალური აპლიკაცია იყო, კაფსულაში მოგროვდებოდა და კოსმოსში დარჩებოდა შემდგომი ცივილიზაციისთვის, მაგრამ ვეღარ მოასწრო...

ნუცა შანშიაშვილი:

- დეივიდ დათუნა, გამოჩენილი ქართველი ხელოვანი გამაცნო ჩემმა ახლო მეგობარმა, ცნობილმა მხატვარმა, ნატალია კლდიაშვილმა! მისი ნამუშევრები არაერთხელ გადმოუგზავნია ნატალიას ჩემთვის და ყოველთვის ვრჩებოდი აღფრთოვანებული დევიდის არაორდინალური ხედვით, მისი ორიგინალურობით და თანამედროვეობით! მასთან ასევე დავმეგობრდი და ძალიან დიდი და მოულოდნელი განცდა იყო შეტყობინება იმისა, რომ დევიდი გარდაიცვალა! მისი სახელი დარჩება მარადიულად ხელოვნებაში!

მე ძალიან მადლობელი ვარ ნატალიასი, რომ მან მოაგვარა და მოახერხა მისი გადმოსვენება საქართველის ახალ პანთეონში! მქონდა დიდი პატივი ვყოფილიყავი დევიდის მეგობარი და ახლაც მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ის აღარ არის, მაგრამ ვიწყნარებ თავს იმით, რომ მისი ნამუშევრები უკვდავია! და მადლობა მას თავისი სითამამისათვის და ექსპრესიულობისათვის ხელოვნებაში!