ავტორი:

დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება.

გლოვის პირველ დღეს, ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება და ეროვნული წუთიერი დუმილი გაიმართება.

გარდაცვლილი დედოფლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დღესვე, ზარებს დარეკავენ ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და უინძორის სასახლეში.

დედოფალს პატივს მიაგებენ პარლამენტში, სადაც დროშები დაკრძალვის მომდევნო დღემდე დაეშვება.

მეფე ჩარლზი თავის პირველ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან გამართავს. ის ასევე შეხვდება ერლ მარშალს, რათა ოფიციალურად მოაწეროს ხელი დაკრძალვის სრულ გეგმას.

გაწევრიანების საბჭო, რომელიც მოიცავს მთავრობის მაღალჩინოსნებს და საიდუმლო მრჩევლებს, შაბათს სენტ ჯეიმსის სასახლეში შეიკრიბება ახალი მეფის გამოცხადებისთვის, რომელიც წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან საჯაროდ იკითხება.

ახალ მეფეს ექნება აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან, ოპოზიციის ლიდერთან, კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან და ვესტმინსტერის ხელმძღვანელთან.

მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილ დედოფალს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვა სავარაუდოდ, ვესტმინსტერის სააბატოში დაახლოებით 10 ან 11 დღეში გაიმართება. თარიღს ბუკინგემის სასახლე უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.