მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივან ურგანტის ქართველი გერი მარკ ჯეიკობსის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - ერიკა ნატალია კიკნაძისა და თემურ კუტალიას ქალიშვილია
ივან ურგანტის ქართველი გერი მარკ ჯეიკობსის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - ერიკა ნატალია კიკნაძისა და თემურ კუტალიას ქალიშვილია

ცნო­ბი­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ივან ურ­გან­ტის ქარ­თვე­ლი გერი მარკ ჯე­ი­კობ­სის Heaven-ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ღეს. ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია დი­ზა­ი­ნე­რი მარკ ჯე­ი­კობ­სი, მარკ ჯე­ი­კობ­სის ბრენ­დის მფლო­ბე­ლი და ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის Louis Vuitton-ის ყო­ფი­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი. ერი­კამ ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხა­ზის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის რეკ­ლა­მა­ში ითა­მა­შა. ფო­ტო­სე­სი­ა­ში ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კელ­მა ინფლუ­ენ­სერ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა მარკ ჯე­ი­კობსმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მარკ ჯე­ი­კობსმა Heaven 2020 წელს და­ა­არ­სა. კო­ლექ­ცი­ის შექ­მნი­სას დი­ზა­ი­ნე­რი შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო 2000-2010-იანი წლე­ბის ნიუ-იორ­კე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სტი­ლით. ნივ­თის ფა­სე­ბი 45$-დან 395$-მდე მერ­ყე­ობს.

მა­ნამ­დე ერი­კამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო Jacquemus-ის ბრენ­დის გა­და­ღე­ბებ­ში. რის შემ­დე­გაც ფო­ტო­სე­სი­ამ დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია, რად­გან ერი­კა თა­ვის ფე­რად­კა­ნი­ან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გა­და­ი­ღეს.

ერი­კა ივან ურ­გან­ტის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ტე­ლე­წამ­ყვან­მა 5 წლი­დან გა­ზარ­და. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც აშშ-ში ცხოვ­რობს. 22 წლის ერი­კა ნიუ-იორკში პარ­სონ­სის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­უღ­ლემ ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძემ ერი­კა წინა ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა ბიზ­ნეს­მე­ნი თე­ი­მუ­რაზ კუ­ტა­ლი­აა, მაგ­რამ გო­გო­ნა მა­მად ივან ურ­განტს მი­იჩ­ნევს. წყვი­ლი კი­დევ ორ ქა­ლიშ­ვილს - 14 წლის ნი­ნას და 6 წლის ვა­ლე­რი­ას ზრდის. ნა­ტა­ლი­ას ჰყავს 25 წლის ვა­ჟიც, ნიკო, რო­მე­ლიც გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მა­მას­თან დარ­ჩა.

პარ­სონ­სის დი­ზა­ი­ნის სკო­ლა, სა­დაც ერი­კა სწავ­ლობს, მა­ნ­ჰე­ტე­ნის პრეს­ტი­ჟულ გრინ­ვიჩ ვი­ლი­ჯში მდე­ბა­რე­ობს. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. პარ­სონ­სის სკო­ლა ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად აშშ-ში მო­დი­სა და დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში. ერი­კა ამე­რი­კა­ში ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­ემ­გზავ­რა.

გო­გო­ნა აღი­ა­რებს, რომ დედა და მა­მი­ნაც­ვა­ლი მშვი­დად ეკი­დე­ბი­ან მის ექ­სპე­რი­მენ­ტებს.

"დედა და მამა ცდი­ლო­ბენ ხელი არ შე­მი­შა­ლონ და ისე­თი მი­მი­ღონ, რო­გო­რიც ვარ", - გა­ნა­ცხა­და კიკ­ნა­ძემ ჟურ­ნალ Tatler-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ისი­ნიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს. მე მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, რომ ჩემს მშობ­ლებს ჩემ­გან გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ. და როცა მათ ამ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე, აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ ჰქონ­დათ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ არას­დროს არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან. ეს არის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰასანა
5

ისე რა ჯიგრიანათ ყავს ჩაბღუჯული არა?

ვახო
22

ნატალია რა მაგარი ყოფილა,ბევრი გოგო ერთჯერ ვერ თხოვდება.

ეტყობა რაღაც კარგად იცის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ივან ურგანტის ქართველი გერი მარკ ჯეიკობსის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - ერიკა ნატალია კიკნაძისა და თემურ კუტალიას ქალიშვილია

ივან ურგანტის ქართველი გერი მარკ ჯეიკობსის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - ერიკა ნატალია კიკნაძისა და თემურ კუტალიას ქალიშვილია

ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის ქართველი გერი მარკ ჯეიკობსის Heaven-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ბრენდის დამფუძნებელია დიზაინერი მარკ ჯეიკობსი, მარკ ჯეიკობსის ბრენდის მფლობელი და ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი. ერიკამ ტანსაცმლისა და აქსესუარების დემოკრატიული ხაზის ახალი კოლექციის რეკლამაში ითამაშა. ფოტოსესიაში ახალგაზრდა ამერიკელმა ინფლუენსერმა და დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მიიღო მონაწილეობა.

მარკ ჯეიკობსმა Heaven 2020 წელს დააარსა. კოლექციის შექმნისას დიზაინერი შთაგონებული იყო 2000-2010-იანი წლების ნიუ-იორკელი თინეიჯერების სტილით. ნივთის ფასები 45$-დან 395$-მდე მერყეობს.

მანამდე ერიკამ მონაწილეობა მიიღო Jacquemus-ის ბრენდის გადაღებებში. რის შემდეგაც ფოტოსესიამ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან ერიკა თავის ფერადკანიან შეყვარებულთან ერთად ნახევრად შიშველი გადაიღეს.

ერიკა ივან ურგანტის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ტელეწამყვანმა 5 წლიდან გაზარდა. გოგონა რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს. 22 წლის ერიკა ნიუ-იორკში პარსონსის ხელოვნებისა და დიზაინის კერძო სკოლაში სწავლობს.

ტელეწამყვანის მეუღლემ ნატალია კიკნაძემ ერიკა წინა ქორწინებაში გააჩინა. გოგონას ბიოლოგიური მამა ბიზნესმენი თეიმურაზ კუტალიაა, მაგრამ გოგონა მამად ივან ურგანტს მიიჩნევს. წყვილი კიდევ ორ ქალიშვილს - 14 წლის ნინას და 6 წლის ვალერიას ზრდის. ნატალიას ჰყავს 25 წლის ვაჟიც, ნიკო, რომელიც განქორწინების შემდეგ მამასთან დარჩა.

პარსონსის დიზაინის სკოლა, სადაც ერიკა სწავლობს, მანჰეტენის პრესტიჟულ გრინვიჩ ვილიჯში მდებარეობს. განათლების მიღება კი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი დოლარი ღირს. პარსონსის სკოლა ითვლება ყველაზე თვალსაჩინო საგანმანათლებლო დაწესებულებად აშშ-ში მოდისა და დიზაინის სფეროში. ერიკა ამერიკაში ჯერ კიდევ 2018 წელს გაემგზავრა.

გოგონა აღიარებს, რომ დედა და მამინაცვალი მშვიდად ეკიდებიან მის ექსპერიმენტებს.

"დედა და მამა ცდილობენ ხელი არ შემიშალონ და ისეთი მიმიღონ, როგორიც ვარ", - განაცხადა კიკნაძემ ჟურნალ Tatler-თან ინტერვიუში. ისინიც განსხვავებული ადამიანები არიან და მათი შეხედულებებიც შეიძლება განსხვავებული იყოს. მე მქონდა პრობლემები, რომ ჩემს მშობლებს ჩემგან გარკვეული მოლოდინი აქვთ. და როცა მათ ამ თემაზე ვესაუბრე, აღმოჩნდა, რომ არანაირი მოლოდინი არ ჰქონდათ. შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ არასდროს არაფერს მეუბნებიან. ეს არის სრულყოფილება.