ავტორი:

"მითოლოგიური პერსონაჟის მსგავსი ფილიპი პრინცესა ელისაბედს ერთი ნახვით შეუყვარდა" - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

"მითოლოგიური პერსონაჟის მსგავსი ფილიპი პრინცესა ელისაბედს ერთი ნახვით შეუყვარდა" - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მმართველი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედოფალ ელისაბედს ავტომატურად ჩაანაცვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზი.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ დედოფალი ელისაბედი მისი მეუღლის და ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან 17 თვეში აღესრულა.

ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დედოფალ ელისაბედის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო სწორედ მისი მეუღლე იყო. ერთად დადიოდნენ ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში. ცოლს უმეტესად "ლილიბეთს", ან "საყვარელოს" ეძახდა და ოჯახში ჰარმონიულობას ქმნიდა.

  • მოზარდი პრინცესა ელისაბედი და მითოლოგიური პერსონაჟის მსგავსი ფილიპი

პრინცესა ელისაბედი ჯერ კიდევ 13 წლის, ხოლო ფილიპი 18 წლის იყო, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ. იმ დროს ფილიპი ახალგაზრდა სამხედრო კადეტებში ირიცხებოდა. შეხვედრა 1939 წელს დართმუზში გაიმართა და მას მეფე ჯორჯ VI-ც ესწრებოდა.

ბრიტანელი ლედი პამელა ჰიქსი იხსენებს, ფილიპი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰგავდა და მოზარდ პრინცესას ის ერთი ნახვით შეუყვარდა. სამეფო ოჯახის ისტორიკოსი რობერტ ლეისი წერს, რომ მეფე ჯორჯ VI-ს არ სურდა ქალიშვილი პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა წყვილის სიყვარულს ხელი ვერაფერმა შეუშალა. მათ რომანტიკული სიყვარული აკავშირებდათ და წლების განმავლობაში სასიყვარულო წერილებს სწერდნენ ერთმანეთს.

ნიშნობა პირველი შეხვედრიდან 8 წლის შემდეგ, 1947 წელს გაიმართა, ამავე წელს, ნოემბერში კი გრანდიოზული საქორწინო ცერემონიაც შედგა, ისეთი, როგორიც სამეფო ოჯახს შეეფერებოდა. ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

დედოფალსა და პრინც ფილიპს 4 შვილი შეეძინათ. პრინცი ჩარლზი, რომელიც ახლა 72 წლისაა, პრინცესა ანა - 70 წლის, პრინცი ენდრიუ - 61 წლის და პრინცი ედვარდი - 57 წლის.

ნახეთ ასევე: