მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგლოვობთ სანუკვარი მმართველისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" - მეფე ჩარლზის განცხადება დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ
"ვგლოვობთ სანუკვარი მმართველისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" - მეფე ჩარლზის განცხადება დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი ახა­ლი მმარ­თვე­ლის, მეფე ჩარლ­ზის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ჩემი უძ­ვირ­ფა­სე­სი დე­დის, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბის მო­მენ­ტია. ჩვენ ვგლო­ვობთ სა­ნუკ­ვა­რი მმარ­თვე­ლი­სა და საყ­ვა­რე­ლი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

ვიცი, რომ მისი და­კარ­გვა მთელ ქვე­ყა­ნა­ში, სა­მე­ფო­ებ­სა და თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში მკა­ფი­ოდ იგ­რძნო­ბა. გლო­ვი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე და ჩემი ოჯა­ხი, დე­დოფ­ლის ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნუ­გე­შებთ თავს ".

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: "დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან".

დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ა­ნაც­ვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელ­სის პრინ­ცი ჩარლ­ზი. მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტი­ტუ­ლი "მეფე ჩარლზ III" იქ­ნე­ბა.

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი მისი მე­უღ­ლის და ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის, პრინ­ცი ფი­ლი­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 17 თვე­ში აღეს­რუ­ლა.

ელი­სა­ბედ II ტახ­ტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავი­და და ის ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ით მმარ­თვე­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე მო­ნარ­ქია. ელი­სა­ბედ მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და კი­დევ 14 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის კა­ნა­დის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, მე­თა­უ­რი იყო.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფირუზა
0

რა კმაყოფილი სახე აქვს ჩარლზს ძლივს ეღირსა მეფობას რომ იტყვიან გამოგლიჯა შვილს ხელიდან რამდენი ხანი ელოდა?!

დათო
2

ულამაზესი იყო! დახვეწილი ! არასდროს გამეორდება ეს სილამაზე.ძალიან დამწყდა გული! ძალიან! უდიდესი პატივისცემა საქქართველოდან ინგლისელებს! 

ავტორი:

"ვგლოვობთ სანუკვარი მმართველისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" - მეფე ჩარლზის განცხადება დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ

"ვგლოვობთ სანუკვარი მმართველისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" - მეფე ჩარლზის განცხადება დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი მმართველის, მეფე ჩარლზის განცხადებას ავრცელებს:

"ჩემი უძვირფასესი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ჩვენ ვგლოვობთ სანუკვარი მმართველისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას.

ვიცი, რომ მისი დაკარგვა მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მთელს მსოფლიოში მკაფიოდ იგრძნობა. გლოვისა და ცვლილებების ამ პერიოდის განმავლობაში, მე და ჩემი ოჯახი, დედოფლის ღრმა პატივისცემით და დიდი სიყვარულით ვინუგეშებთ თავს ".

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: "დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან".

დედოფალ ელისაბედს ავტომატურად ჩაანაცვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზი. მისი ოფიციალური ტიტული "მეფე ჩარლზ III" იქნება.

დედოფალი ელისაბედი მისი მეუღლის და ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან 17 თვეში აღესრულა.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: