პარტნიორები:
    ავტორი:

    "ჩვენ ვინახავთ სასიამოვნო მოგონებებს მასთან შეხვედრის შესახებ" - რას წერს სანდრა რულოვსი დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ?

    "ჩვენ ვინახავთ სასიამოვნო მოგონებებს მასთან შეხვედრის შესახებ" - რას წერს სანდრა რულოვსი დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ?

    ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედის გარდაცვალებას ეხმაურება და გაერთიანებულ სამეფოს უსამძიმრებს:

    "გულწრფელად ვუსამძიმრებ გაერთიანებულ სამეფოს მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის დაკარგვას. ჩვენ ვინახავთ სასიამოვნო მოგონებებს მასთან შეხვედრის შესახებ" - წერს რულოვსი.

    ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.