დედოფალი ელისაბედი ბალმორალის სასახლეში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ექიმებმა მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მასთან ერთად იმყოფება პრინცი ჩარლზი, პრინცი უილიამი კი უკვე მიემგზავრება ბალმორალში. ექიმების რჩევით, დედოფალმა გუშინ ღამით პირადი საბჭოს სხდომაც გადადო.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, რომელიც დედოფალმა გუშინ აკურთხა, "ტვიტერის" საშუალებით გამოხატავს წუხილს.
"მთელი ქვეყანა ღრმად იქნება შეშფოთებული იმ ამბით, რაც ბუკინგემის სასახლემ ნაშუადღევს გაავრცელა. ჩემი და ჩვენი გაერთიანებული სამეფოს ხალხის გონება ახლა დედოფალთან და მის ოჯახთანაა“.
The whole country will be deeply concerned by the news from Buckingham Palace this lunchtime.
— Liz Truss (@trussliz) September 8, 2022
My thoughts - and the thoughts of people across our United Kingdom - are with Her Majesty The Queen and her family at this time.
მისმა უდიდებულესობამ ივნისში პლატინის საიუბილეო ზეიმით აღნიშნა ტახტზე ყოფნის ისტორიული 70 წელი.
წყარო: news.sky
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ლიზამ რაღაც გადადო
ნეტა საქართველოს სამეფოს როგორ მოვიხსენიებთ???ისე ვადიდებთ როგორც ბრიტანეთში!