პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა წყვილს პრინცები ლუი და ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ახალ სასწავლებელში მიჰყავდათ. ლემბრუკის სკოლისკენ მთელი ოჯახი ხელჩაკიდებული და გაბადრული სახით მიდიოდა. სამეფო ოჯახი სასწავლო წლის დაწყებამდე, ახალ სკოლაში ნაშუადღევს მივიდა, რათა ბავშვები სკოლის სიტუაციას და ახალ მასწავლბლებს გაცნობოდნენ. ბერკშირის პრესტიჟულ სკოლაში მისვლამდე, ოჯახს სკოლის დირექტორი, ჯონათან პერი შეეგება.
ოჯახმა ჯერ კიდევ წინა თვეში გაასაჯაროვა, რომ ბავშვები ძველი სკოლიდან მოდიოდნენ. მიზეზი ისაა, რომ ოჯახი ლონდონიდან უინძორში გადავიდა საცხოვრებლად, რათა "სამეფო ოჯახში მათი როლი უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო“. Page Six-ს წყარომ, განუცხადა რომ ეს ნაბიჯი ასევე საშუალებას მისცემს კემბრიჯელებს, რომ უფრო ახლოს იყვნენ არა მარტო ქეითის ოჯახთან, არამედ დედოფალ ელიზაბეტ II-სთანაც.
"ქეითი მშობლები, მაიკი და კეროლი, მხოლოდ რამდენიმე მილის მოშორებით ცხოვრობენ სოფელ ბაკლბერიში, ხოლო მისი და - პიპა და მისი ქმარი, ჯეიმსი, ახალი აგარაკის ძიებაში არიან. მიდლტონები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და უილიამსაც ძალიან უყვარს ისინი."
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა