Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა
"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

"ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" ვარ­სკვლავს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ოდრი ჰე­პ­ბერნს ადა­რებ­დნენ. მსა­ხი­ო­ბებს გა­რეგ­ნულ მსგავ­სე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რი სა­ერ­თოც ჰქონ­დათ, იმედ­გაც­რუ­ე­ბა სიყ­ვა­რულ­ში და ორი­ვე ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს. და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ია ნი­ნი­ძეს, ოდ­რის­თან შე­და­რე­ბით, გა­უ­მარ­თლა და მან ავად­მყო­ფო­ბა და­ა­მარ­ცხა.

იას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ჰქონ­და სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი. 5 წლი­დან კი ბა­ლე­ტით "და­ა­ვად­და". პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის სტუ­დი­ა­ში მო­ცეკ­ვა­ვე, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ფილ­მის­თვის გო­გო­ნას ეძებ­და. ნი­ნი­ძე ამ­ბობს, რომ კი­ნო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ სურ­და, მაგ­რამ დე­დამ და დე­ი­დამ და­არ­წმუ­ნეს, რომ გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. ოთხი წლის შემ­დეგ ფილმ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“ და­უ­ძა­ხეს.

მის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მო­ვი­და.

”მთა­ვა­რი რო­ლის­თვის კონ­კუ­რენ­ცია დიდი იყო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი: მე ვი­ყა­ვი დე­ნი­სი! ისე­თი­ვე მსუ­ბუ­ქი, ღია, ხუ­ლიგ­ნუ­რი და ამავდრო­უ­ლად გუ­ლუბ­რყვი­ლო, ”- ამ­ბობ­და ვარ­სკვლა­ვი.

დღეს ია ნი­ნი­ძე იუ­ბი­ლა­რია, მსა­ხი­ობს 8 სექ­ტემ­ბერს 62 წელი შე­უს­რულ­და...

"ციურ მერ­ცხლებ­ში“ ან­დრეი მი­რო­ნოვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ია 18 წლის ნიკო შენ­გე­ლა­ი­ას, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის უფ­როს ვაჟს შეხ­ვდა. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი ია შეყ­ვა­რე­ბულს მხო­ლოდ ბე­ბია-ბა­ბუ­ის თან­დას­წრე­ბით ხვდე­ბო­და.

ორი წლის შემ­დეგ ნი­კომ ია და­ნიშ­ნა, მაგ­რამ ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი პა­ტა­რა აღ­მოჩ­ნდა და გა­დი­დე­ბის შემ­დეგ კი გა­იბ­ზა­რა... მო­მა­ვალ­მა დე­დამ­თილ­მა მას ახა­ლი სამ­კა­უ­ლი აჩუ­ქა. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მა­შინ უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი იყო და სწო­რედ მან იზ­რუ­ნა, რომ ნი­ნი­ძეს არას­რულ­წლო­ვანს ექორ­წი­ნა.

ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას­თან ერ­თად

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა: ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც VGIK-ში და­ი­წყეს სწავ­ლა. ია დი­ა­სახ­ლი­სობ­და, ხოლო ნიკო ბო­ჰე­მურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და მე­გობ­რებ­თან - კო­ლია და­ნე­ლი­ას­თან და მიშა კა­ლა­ტო­ზოვ­თან ერ­თად. მალე გო­გო­ნას ანე­მია გა­ნუ­ვი­თარ­და. ნიკო კი გა­რი­ცხეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ამის შემ­დეგ, სწავ­ლა ია­მაც მი­ა­ტო­ვა და ქმარ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თა­ვად ვსწავ­ლობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად ნი­კუ­შას­თვის მი­წევ­და ლექ­ცი­ე­ბის გა­და­წე­რა. ის კი მუდ­მი­ვად წუხ­და, რად­გან არ მოს­წონ­და მოს­კო­ვის ნაც­რის­ფე­რი ცა და გა­ნიც­დი­და იმ ფე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, რი­თაც მდი­და­რია სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის შე­დე­გად და­მე­მარ­თა ანე­მია, დი­ლა­ო­ბით ხში­რად მა­წუ­ხებ­და ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა...“ - იხ­სე­ნებს ია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში..

ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა კარ­გად არ წა­რი­მარ­თა, რად­გან ნი­კუ­შას­თვის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და მე­გობ­რე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ოჯა­ხი. ერთ-ერთი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დროს, იამ მე­უღ­ლე ნას­ვა­მი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იპო­ვა. შე­უ­რა­ცხყო­ფილ­მა ქალ­მა სახ­ლი პა­ტა­რა ჩან­თით და­ტო­ვა, თან არც ერთი სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი არ წა­უ­ღია.

ამის შემ­დეგ ია ნი­ნი­ძე მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც უპ­რობ­ლე­მოდ აღად­გი­ნეს VGIK-ში. ერთი წლის შემ­დეგ არ­და­დე­გებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, ყო­ფილ­მა ქმარ­მა და­უ­რე­კა და ია ღა­მით მას­თან დარ­ჩა. ნი­ნი­ძემ მა­ლე­ვე გა­ი­გო, რომ ორ­სუ­ლად იყო. მერე გა­ირ­კვა, რომ შენ­გე­ლი­ას­გან კი­დევ ერთი გო­გო­ნა ელო­და შვილს.

”ის სა­ერ­თოდ არ მო­იქ­ცა ისე, რო­გორც მე ვე­ლო­დი. მი­თხრა, - ახლა ამის დრო არ არი­სო...ეს იყო ნამ­დვი­ლი ღა­ლა­ტი, ”- ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ო­ბი და სი­ნა­ნუ­ლით ყვე­ბო­და აბორ­ტის გა­კე­თე­ბის ამ­ბავს.

მსა­ხი­ობს VGIK-ის კედ­ლებ­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ელო­და. სერ­გეი მაკ­სა­ჩოვ­ზე ქალ­მა ერთი წლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. 1985 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კი წყვილს ვაჟი - გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ნი­ნი­ძის ბედ­ნი­ე­რე­ბა დე­დის ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბავ­მა დაჩ­რდი­ლა: ლი­ლის კიბო აღ­მო­აჩ­ნდა.

სერ­გეი მაკ­სა­ჩოვ­თან და პა­ტა­რა გი­ორ­გის­თან ერ­თად

ია ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ დე­დას და პა­ტა­რა შვილს უვ­ლი­და, თან თე­ატ­რში თა­მა­შობ­და. ასე­თი გრა­ფი­კით ქმარ­თან ჩას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და, რო­მე­ლიც ამ დროს მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. ერთ დღე­საც იქ ჩა­სულ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უღა­ლა­ტეს... იამ მშვი­დად აც­ნო­ბა ქმარს გან­ქორ­წი­ნე­ბის სურ­ვი­ლი...

1986 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, იას ცხოვ­რე­ბა­ში მხატ­ვა­რი მი­ხე­ილ ნემ­სა­ძე გა­მოჩ­ნდა. ნი­ნი­ძემ კი­დევ ერთხელ იქორ­წი­ნა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ხე­ილს ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებ­და, რა­საც ია არ უჭერ­და მხარს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბას და ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ნოს მშობ­ლე­ბი გახ­დნენ... თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც და­შორ­დნენ.

მი­ხე­ილ ნემ­სა­ძეს­თან ერ­თად

ამის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ელე­გან­ტუ­რი მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად ლადო გა­მოჩ­ნდა. ბიზ­ნეს­მენს არ და­უ­მა­ლავს, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. წყვილს სამი წელი ჰქონ­და ძლი­ე­რი და რთუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი, სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლით.

"რო­დე­საც ლა­დოს შე­ვუყ­ვარ­დი, 13 წლის ვი­ყა­ვი და მან ფილმ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“ მი­ხი­ლა. ის და­ქორ­წინ­და გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც ისე­თი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა ჰქონ­და, რო­გორც მე ამ ფილმში. ლა­დოს არ ჰქონ­და ცალი თვა­ლი, რის გა­მოც უხერ­ხუ­ლო­ბას გა­ნიც­დი­და. თუმ­ცა მას შე­ეძ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემ­თვის მარ­ტი­ვი მი­სა­ღე­ბი არ არის სი­ტყვა "საყ­ვა­რე­ლი“, მაგ­რამ ლა­დომ ამიხ­სნა, რომ ეს ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი სი­ტყვა იყო მის­თვის. ის თა­ვის ცოლს არა­ფერს უმა­ლავ­და. რომ არა მისი სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა - კიბო, ისი­ნი და­შორ­დე­ბოდ­ნენ...

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა და რო­დე­საც სის­ხლი გა­და­უს­ხეს, ინ­ფექ­ცია და­ე­მარ­თა. მას უკვე ყვე­ლა და­ემ­შვი­დო­ბა. ამ დღეს მივ­ხვდი, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სან­თე­ლი და­ვან­თე... ფან­ჯა­რა­ში თოვა და­ი­წყო, ლა­დოს პირ­ვე­ლი თოვ­ლი უყ­ვარ­და. პა­ლა­ტა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და, აიღო ის ჯვა­რი, რო­მე­ლიც მე მი­ვე­ცი, ხელ­ში ეჭი­რა და ხუთი დღე კი­დევ იცო­ცხლა... მის­მა დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ლადო გარ­და­იც­ვა­ლა, ”- ჰყვე­ბო­და ია.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და კი­ნა­ღამ სუ­ი­ცი­დამ­დე მი­ვი­და. ის მხო­ლოდ შვი­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ვობ­და ლა­დოს. ამ დროს ყო­ფი­ლი ქმა­რი - სერ­გეი და­უ­კავ­შირ­და და შვი­ლის, გი­ორ­გის რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნა სთხო­ვა, რათა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. მალე თა­ვად ნი­ნი­ძე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც სა­ცხოვ­რებ­ლად საბ­ჭო­თა დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვიდ­ნენ: ვარ­სკვლა­ვი სა­მუ­შა­ოდ თე­ატრ-კა­ბა­რე "ღა­მუ­რა­ში" მი­იწ­ვი­ეს.

მოს­კოვ­ში ბი­ნის მი­სა­ღე­ბად, მსა­ხი­ობ­მა ფიქ­ტი­უ­რად მო­ა­წე­რა ხელი ვა­ლე­რი ბო­რო­ვინ­სკის­თან და მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა უკვე რუ­სეთ­ში გაგ­რძელ­და.

2012 წელს კი იას ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა, რო­დე­საც კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

"ერთი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ექ­ვსი თვის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სას­წრა­ფოდ მე­ო­რეც მჭირ­დე­ბო­და. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ჩემს თვალ­წინ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი­ვით მიტ­რი­ა­ლებ­და“, - იხ­სე­ნებს ვარ­სკვლა­ვი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

ია ნი­ნი­ძის ვაჟი - გი­ორ­გი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი

"თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს გარ­კვე­უ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი. ჩემს ბედს არა­ვის ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ სხვი­სა­საც არ ვუ­ყუ­რებ მარ­ტი­ვად. თექ­ვსმე­ტი წლი­სას შე­მიყ­ვარ­და, ოც­დაშ­ვი­დი წლის კი სულ მარ­ტო დავ­რჩი ამ ქვეყ­ნად. მაგ­რამ მე მყავს ორი მშვე­ნი­ე­რი შვი­ლი. შე­საძ­ლოა, ჩემი წყლუ­ლე­ბით ავა­რი­დე გი­ორ­გის და ნი­ნოს რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა“, - ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი...

მსა­ხი­ო­ბი ამა­ყობს შვი­ლე­ბით: ნინო ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­და, გი­ორ­გი კი ად­ვო­კა­ტი. იას შვი­ლე­ბის­გან ორი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს...

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
4

რა აღარ გადაუტანია ქალს.. ზოგს რა ბედი დაეწერება..

დათო
6

მე ისიც არ ვიცოდი სოფიკოს რძალი თუ იყო ია მერე სოფიკოს ესეთი საქციელი ქორწინების ამბავში წარმოდგენა შემეცვალა საერთოდ 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

"ციური მერცხლების" ვარსკვლავს ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს ადარებდნენ. მსახიობებს გარეგნულ მსგავსებასთან ერთად, ბევრი საერთოც ჰქონდათ, იმედგაცრუება სიყვარულში და ორივე ებრძოდა სიმსივნეს. დაავადებასთან ბრძოლაში ია ნინიძეს, ოდრისთან შედარებით, გაუმართლა და მან ავადმყოფობა დაამარცხა.

იას ადრეული ასაკიდან ჰქონდა სამსახიობო მონაცემები. 5 წლიდან კი ბალეტით "დაავადდა". პიონერთა სასახლის სტუდიაში მოცეკვავე, გიორგი დანელიამ შენიშნა, რომელიც ფილმისთვის გოგონას ეძებდა. ნინიძე ამბობს, რომ კინოში მონაწილეობა არ სურდა, მაგრამ დედამ და დეიდამ დაარწმუნეს, რომ გადაღებებში მონაწილეობა მიეღო. ოთხი წლის შემდეგ ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში“ დაუძახეს.

მის ცხოვრებაში პოპულარობა "ციური მერცხლების" გადაღების შემდეგ მოვიდა.

”მთავარი როლისთვის კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი: მე ვიყავი დენისი! ისეთივე მსუბუქი, ღია, ხულიგნური და ამავდროულად გულუბრყვილო, ”- ამბობდა ვარსკვლავი.

დღეს ია ნინიძე იუბილარია, მსახიობს 8 სექტემბერს 62 წელი შეუსრულდა...

"ციურ მერცხლებში“ ანდრეი მირონოვთან ერთად გადაღება ამაღელვებელი იყო, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე საინტერესო ეტაპი ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყო. ია 18 წლის ნიკო შენგელაიას, სოფიკო ჭიაურელის უფროს ვაჟს შეხვდა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ია შეყვარებულს მხოლოდ ბებია-ბაბუის თანდასწრებით ხვდებოდა.

ორი წლის შემდეგ ნიკომ ია დანიშნა, მაგრამ ნიშნობის ბეჭედი პატარა აღმოჩნდა და გადიდების შემდეგ კი გაიბზარა... მომავალმა დედამთილმა მას ახალი სამკაული აჩუქა. სოფიკო ჭიაურელი მაშინ უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო და სწორედ მან იზრუნა, რომ ნინიძეს არასრულწლოვანს ექორწინა.

ნიკუშა შენგელაიასთან ერთად

დამოუკიდებლობის ფასი მაღალი აღმოჩნდა: ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. ია დიასახლისობდა, ხოლო ნიკო ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა მეგობრებთან - კოლია დანელიასთან და მიშა კალატოზოვთან ერთად. მალე გოგონას ანემია განუვითარდა. ნიკო კი გარიცხეს უნივერსიტეტიდან. ამის შემდეგ, სწავლა იამაც მიატოვა და ქმართან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვსწავლობდი, პარალელურად ნიკუშასთვის მიწევდა ლექციების გადაწერა. ის კი მუდმივად წუხდა, რადგან არ მოსწონდა მოსკოვის ნაცრისფერი ცა და განიცდიდა იმ ფერების ნაკლებობას, რითაც მდიდარია საქართველოს ბუნება. გადატვირთული გრაფიკის შედეგად დამემართა ანემია, დილაობით ხშირად მაწუხებდა ცხვირიდან სისხლდენა...“ - იხსენებს ია ერთ-ერთ ინტერვიუში..

ოჯახური ცხოვრება კარგად არ წარიმართა, რადგან ნიკუშასთვის ბოჰემური ცხოვრება და მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოჯახი. ერთ-ერთი გაუჩინარების დროს, იამ მეუღლე ნასვამი მეგობრების გარემოცვაში იპოვა. შეურაცხყოფილმა ქალმა სახლი პატარა ჩანთით დატოვა, თან არც ერთი საქორწინო საჩუქარი არ წაუღია.

ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უპრობლემოდ აღადგინეს VGIK-ში. ერთი წლის შემდეგ არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდა, ყოფილმა ქმარმა დაურეკა და ია ღამით მასთან დარჩა. ნინიძემ მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო. მერე გაირკვა, რომ შენგელიასგან კიდევ ერთი გოგონა ელოდა შვილს.

”ის საერთოდ არ მოიქცა ისე, როგორც მე ველოდი. მითხრა, - ახლა ამის დრო არ არისო...ეს იყო ნამდვილი ღალატი, ”- ამბობდა მოგვიანებით მსახიობი და სინანულით ყვებოდა აბორტის გაკეთების ამბავს.

მსახიობს VGIK-ის კედლებში ახალი სიყვარული ელოდა. სერგეი მაკსაჩოვზე ქალმა ერთი წლის შემდეგ იქორწინა. 1985 წლის გაზაფხულზე კი წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა, მაგრამ ნინიძის ბედნიერება დედის ავადმყოფობის ამბავმა დაჩრდილა: ლილის კიბო აღმოაჩნდა.

სერგეი მაკსაჩოვთან და პატარა გიორგისთან ერთად

ია ოპერაციის შემდეგ დედას და პატარა შვილს უვლიდა, თან თეატრში თამაშობდა. ასეთი გრაფიკით ქმართან ჩასვლას ვეღარ ახერხებდა, რომელიც ამ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ერთ დღესაც იქ ჩასულმა აღმოაჩინა, რომ უღალატეს... იამ მშვიდად აცნობა ქმარს განქორწინების სურვილი...

1986 წლის შემოდგომაზე, იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, შეყვარებულები რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ურთიერთობას და ქალიშვილის ნინოს მშობლები გახდნენ... თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.

მიხეილ ნემსაძესთან ერთად

ამის შემდეგ, მსახიობის ცხოვრებაში ელეგანტური მამაკაცი, სახელად ლადო გამოჩნდა. ბიზნესმენს არ დაუმალავს, რომ დაქორწინებული იყო. წყვილს სამი წელი ჰქონდა ძლიერი და რთული სასიყვარულო კავშირი, სევდიანი დასასრულით.

"როდესაც ლადოს შევუყვარდი, 13 წლის ვიყავი და მან ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში“ მიხილა. ის დაქორწინდა გოგონაზე, რომელსაც ისეთივე ვარცხნილობა ჰქონდა, როგორც მე ამ ფილმში. ლადოს არ ჰქონდა ცალი თვალი, რის გამოც უხერხულობას განიცდიდა. თუმცა მას შეეძლო სიყვარული. ჩემთვის მარტივი მისაღები არ არის სიტყვა "საყვარელი“, მაგრამ ლადომ ამიხსნა, რომ ეს ყველაზე ტკბილი სიტყვა იყო მისთვის. ის თავის ცოლს არაფერს უმალავდა. რომ არა მისი სასიკვდილო დაავადება - კიბო, ისინი დაშორდებოდნენ...

საავადმყოფოში აღმოჩნდა და როდესაც სისხლი გადაუსხეს, ინფექცია დაემართა. მას უკვე ყველა დაემშვიდობა. ამ დღეს მივხვდი, რომ ეკლესიაში უნდა წავსულიყავი, სანთელი დავანთე... ფანჯარაში თოვა დაიწყო, ლადოს პირველი თოვლი უყვარდა. პალატაში ძალიან ცუდად გახდა, აიღო ის ჯვარი, რომელიც მე მივეცი, ხელში ეჭირა და ხუთი დღე კიდევ იცოცხლა... მისმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ლადო გარდაიცვალა, ”- ჰყვებოდა ია.

შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ მსახიობი დეპრესიაში ჩავარდა და კინაღამ სუიციდამდე მივიდა. ის მხოლოდ შვილებმა გადაარჩინეს. სამი წლის განმავლობაში გლოვობდა ლადოს. ამ დროს ყოფილი ქმარი - სერგეი დაუკავშირდა და შვილის, გიორგის რუსეთში გაგზავნა სთხოვა, რათა კარგი განათლება მიეღო. მალე თავად ნინიძე და მისი ქალიშვილიც საცხოვრებლად საბჭოთა დედაქალაქში გადავიდნენ: ვარსკვლავი სამუშაოდ თეატრ-კაბარე "ღამურაში" მიიწვიეს.

მოსკოვში ბინის მისაღებად, მსახიობმა ფიქტიურად მოაწერა ხელი ვალერი ბოროვინსკისთან და მისი სამსახიობო კარიერა უკვე რუსეთში გაგრძელდა.

2012 წელს კი იას ახალი უბედურება დაატყდა, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ქალიშვილთან ერთად

"ერთი ოპერაცია გავიკეთე და ექვსი თვის შემდეგ მითხრეს, რომ სასწრაფოდ მეორეც მჭირდებოდა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს თვალწინ მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმებივით მიტრიალებდა“, - იხსენებს ვარსკვლავი.

საბედნიეროდ, მსახიობმა დაავადების დამარცხება მოახერხა.

ია ნინიძის ვაჟი - გიორგი და მისი ქალიშვილი

"თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული გენეტიკური კოდი. ჩემს ბედს არავის ვუსურვებ, მაგრამ სხვისასაც არ ვუყურებ მარტივად. თექვსმეტი წლისას შემიყვარდა, ოცდაშვიდი წლის კი სულ მარტო დავრჩი ამ ქვეყნად. მაგრამ მე მყავს ორი მშვენიერი შვილი. შესაძლოა, ჩემი წყლულებით ავარიდე გიორგის და ნინოს რაიმე უბედურება“, - ამბობს ვარსკვლავი...

მსახიობი ამაყობს შვილებით: ნინო ცნობილი მსახიობი გახდა, გიორგი კი ადვოკატი. იას შვილებისგან ორი შვილიშვილი ჰყავს...