ავტორი:

საზარელი დანაშაული აშშ-ში - 19 წლის ბიჭი ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით დადიოდა და ადამიანებს დამიზნებით ესროდა, რასაც "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში გადასცემდა

საზარელი დანაშაული აშშ-ში - 19 წლის ბიჭი ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით დადიოდა და ადამიანებს დამიზნებით ესროდა, რასაც "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში გადასცემდა

19 წლის ბიჭი, რომელმაც აშშ-ში, ტენესის ქალაქ მემფისში მასიური სროლა ლაივსტრიმით გადასცა და 4 ადამიანი იმსხვერპლა, დაკავებულია.

მთელი ქალაქი პანიკამ მოიცვა, როცა "ფეისბუქზე“ პირდაპირ ეთერში ნახეს, როგორ შევიდა კელი ავტონაწილების მაღაზიაში და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მაღაზიის კარის გაღების შემდეგ, ის კამერაში ხალხს მიმართავდა და ამბობდა: "ტყუილი არ გეგონოთ, ეს რეალურად ხდება".

ეჭვმიტანილი, სახელად ეზეკიელ კელი, სროლების დაწყებიდან რამდენიმე საათში დააკავა პოლიციამ. ხელისუფლების ცნობით, მან სროლა ღამის 1 - ლ საათზე დაიწყო და შებინდებამდე ატერორებდა ქალაქს. ის პოლიციამ დევნის შემდეგ, დაახლოებით ღამის 21:30 საათზე დაიჭირა. ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის მასშტაბით, 8 ლოკაციაზე მოასწრო მისვლა და სროლა. მემფისის პოლიციის უფროსმა, სერლინ დევისმა კონფერენციაზე დაადასტურა, რომ კელის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციისავე ცნობით, კიდევ 3 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი -კრტიკულ მდგომარეობაშია. პოლიცია გარდაცვლილთა ვინაობას ჯერ არ ასაჯაროვებს.

ვიდრე ეზეკიელ კელის დააკავებდნენ, პოლიციამ ქალაქის მაცხოვრებლები გააფრთხილა, რომ სხვადასხვა უბნებში შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდებოდა და ხალხს მოუწოდა, თავი დაცულ ადგილებში შეეფარებინათ ან სახლში დარჩენილიყვნენ. ქალაქში შეჩერდა ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძრაობა და ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალიც შეწყდა. ასევე ჩაკეტეს მემფისის უნივერსიტეტი და თავის სტუდენტებს ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩიეს. კელის დაკავების შემდეგ, პოლიციამ მის მანქანაში ორი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა.

სასამართლოს ჩანაწერები აჩვენებს, რომ კელის წარსულში ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში ჰქონდა წაყენებული. მას შემდეგ, რაც მან მძიმე ძალადობისთვის მისჯილი 3 წლიდან, 11-თვიანი სასჯელი მოიხადა და ის ციხიდან წელს გაათავისუფლეს.

"მისტერ კელის სრული სამწლიანი სასჯელი რომ მოეხადა, ის დღესაც ციხეში იქნებოდა და ჩვენი ოთხი თანამოქალაქე ცოცხალი იქნებოდა“, - თქვა თავის გამოსვლაში მემფისის მერმა ჯიმ სტრიკლენდმა. ჯერჯერობით იმის მიზეზი, თუ რატომ გაათავისუფლეს კელი ვადაზე ადრე, უცნობია.

ამ დროისთვის, ეზეკიელ კელის მიერ "ფეისბუქზე" ატვირთული სროლის ვიდეო და"ინსტაგრამის" გვერდი გააუქმეს.

წყარო:washingtonpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა