მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში
რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვე­ბენ, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე წა­რად­გი­ნა.

მისი თქმით, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ჯღარ­კა­ვა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, ხოლო ფონ­დის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გი­ორ­გი პა­პა­ვას კან­დი­და­ტუ­რაა წარ­დგე­ნი­ლი.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ლე­ვან ჯღარ­კა­ვას, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ას თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა­ში და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ლე­ვა­ნი იყო "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, შემ­დეგ გა­და­ი­ნაც­ვლა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ბო­ლოს იკა­ვებ­და "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ლე­ვა­ნი არის მა­გა­ლი­თი, რო­გო­რი უნდა იყოს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას და სა­კუ­თარ საქ­მეს. მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო მას უკვე გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას.

"თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გი­ორ­გი პა­პა­ვას კან­დი­და­ტუ­რას წარ­ვად­გენთ, რო­მე­ლიც დღემ­დე შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. გი­ორ­გი არის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აქვს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. 2017 წლი­დან არის თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლაქს. ის არის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძის თქმით, შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქე­თე­ვან შუ­ბი­თი­ძის კან­დი­და­ტუ­რა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შუ­ბი­თი­ძეს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, 2011 წლი­დან მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში შეს­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­აჩ­ნია საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბას კი ლაშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

მე­რის თქმით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ლა­შას გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ასე­ვე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი მუ­შა­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, მათ შო­რის მსოფ­ლიო ბან­კში, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ას, მერ­მა გიორ­გი მარ­გე­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

მისი თქმით, მარ­გე­ბა­ძე დღემ­დე სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს და კარ­გად იცის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ა­გენ­ტოს გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის.

"მას გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ინ­ფორ­მა­ტი­კის სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, არის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­გის­ტრი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, აქვს საკ­მა­ოდ მდი­და­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მერ­მა წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს ახალ პო­ზი­ცი­ებ­ზე წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა, რად­გან, მისი თქმით, მათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა.

ipn

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ევროპაში არასამუშაო დროს პარკინგი უფასოა , ანუ ფასიანი მხოლოდ სამუშაო დღეებში 8-დამ დილის საღამოს რვამდეა, სხვა დროს უფასოა, კიდვ ისაა საკვირველი, რომ არცერთი სტაიანშიკი იქ აქ არის.

ლუკა
2

ერთი რამე გაიგეთ რომ არ შეიძლება მოსახლეობას ჯერ გადასახადები გაიზარდო სანამ ცხოვრების დონე და შემოსავალი არ აიწევს ნუ აკოპირებთ ევროპიდან მარტო იმას რაც გაწყობთ ადრე თუ გვიან ცუდად დაგიბრუნდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა თბილისის მერიაში

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

მისი თქმით, "თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა "თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას.

"თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა.

მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

"ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა.

მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.

"მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

ipn