საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ– ნევროლოგის რჩევები
რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ– ნევროლოგის რჩევები

იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წე­ლის ტკი­ვილს თუნ­დაც ერთხელ არ შე­უ­წუ­ხე­ბია. ბევ­რია ჩვენს შო­რის ისე­თიც, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლად ახა­სი­ა­თებს ეს გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი და თავს თვით­მკურ­ნა­ლო­ბით, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბით და რა­ღაც ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით შვე­ლის, უფრო სწო­რად, ცდი­ლობს უშ­ვე­ლოს. ერთი კი ცხა­დია, რომ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია და გან­კურ­ნე­ბა მხო­ლოდ სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ექი­მი–ნევ­რო­ლო­გე­ბი წე­ლის ტკი­ვი­ლის – იგი­ვე ლუმ­ბა­გოს სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იყე­ნე­ბენ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა – ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი უბ­რუნ­დე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს.

რას ნიშ­ნავს წე­ლის ტკი­ვი­ლი, რა არის ლუმ­ბა­გო და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ამ პა­თო­ლო­გი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, ფრი­დონ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ექი­მი ნევ­რო­ლო­გი ნა­თია იაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

– წე­ლის ტკი­ვი­ლი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რა იწ­ვევს მას და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მაა ამ დროს, თუ სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბიც იწ­ვევს ასეთ ტკი­ვილს?

– ლუმ­ბა­გო - ანუ წე­ლის ტკი­ვი­ლი, ტკი­ვი­ლის სინ­დრო­მებს შო­რის დღეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. ტკი­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ჩე­ნის უამ­რა­ვი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­არ­ჩე­ვენ ორი ტი­პის:

ვერ­ტებ­რო­გე­ნუ­ლი - ხა­სი­ათ­დე­ბა იმით, რომ იგი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას­თან ან და­ა­ვა­დე­ბებ­თან;

არა­ვერ­ტებ­რო­გე­ნუ­ლი - გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა ეტი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ან ფსი­ქო­გე­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბით. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის და­ა­ვა­დე­ბებ­თან და გვერ­დი­თი პრობ­ლე­მე­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბი, უხერ­ხუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა, ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ო­ბა კომ­პი­უ­ტერ­თან ან ავ­ტო­მო­ბი­ლის ხან­გრძლი­ვი მარ­თვა, ჭარ­ბი წონა, სიმ­სივ­ნე, ინ­ფექ­ცია, ართრი­ტი, ტრავ­მა, მენ­ჯის ღრუს ორ­გა­ნო­თა სხვა­დას­ხვა დის­ფუნ­ქცია – ყვე­ლა­ფე­რი ეს წე­ლის ტკი­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს.

– ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც წე­ლის ტკი­ვილს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უჩი­ვი­ან, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ. რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ასე­თი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ექი­მის­თვის მი­მარ­თვა?

- წე­ლის ტკი­ვი­ლი, შე­საძ­ლოა ერთ–ერთი სიმპტო­მი იყოს, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა უფრო რთულ პა­თო­ლო­გი­ას­თან გვქონ­დეს საქ­მე. ბევ­რი სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლა­დი ნი­შა­ნი და ჩი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს წე­ლის ტკი­ვი­ლი. ამი­ტომ არ უნდა მი­მარ­თოდ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას დრო­უ­ლი მი­მარ­თა­ვა ექიმ­თან აუ­ცი­ლე­ბე­ლია რათა და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი და შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი.

– თუ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტმა ნევ­რო­ლოგს უნდა მი­მარ­თოს?

- ტკი­ვი­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა – თუ ტკი­ვი­ლი ხან­გრძლი­ვია 6 კვი­რა­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, ასე­ვე მწვა­ვე ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ იხ­სნე­ბა ანალ­გე­ზი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, თუ თან ახ­ლავს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი - სი­სუს­ტე კი­დურ­ში, იწ­ვევს ფუნ­ქცი­ურ უუ­ნა­რო­ბას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად მი­მარ­თოდ ექიმს

– რო­მელ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში უფრო ხში­რად იჩენს თავს წე­ლის ტკი­ვი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია ამ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის სამ­კურ­ნა­ლოდ?

- წე­ლის ტკი­ვი­ლი გვხვდე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში და სქე­სის მი­უ­ხე­და­ვად. იგი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 84%–ს შე­ე­ხოს. არ არის კავ­ში­რი სქეს­თან თა­ნაბ­რად გვხვდე­ბა ქა­ლებ­ში და კა­ცებ­ში.

– ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წე­ლის ტკი­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად, სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბით და რა ეტაპ­ზე ხდე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა?

- რად­გან წე­ლის მა­ლებს უწევთ მთე­ლი სხე­უ­ლის მა­სის მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის გაძ­ლე­ბა. წე­ლის ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი რის­კფაქ­ტო­რე­ბია ხერ­ხემ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი (საკ­რა­ლი­ზა­ცია, ლუმ­ბა­ლი­ზა­ცია) და დე­გე­ნე­რა­ცი­ულ-დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მას­ში (ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი, ოს­ტე­ო­ართრო­ზი, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი). თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ხში­რია წე­ლის არე­ში მალ­თა­შუა დის­კის თი­ა­ქა­რი რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლია.

– თო­დუ­ას კლი­ნი­კა თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით. ნევ­რო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ტექ­ნი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს კლი­ნი­კას, რო­მე­ლიც გა­მო­გარ­ჩევთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ბა­ზარ­ზე?

- დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად და მარ­თვის და­სა­გეგ­მად სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი (რენტგე­ნოგ­რა­ფია, დენ­სი­ტო­მეტ­რია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია). ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით წარ­მოდ­გე­ნი­ლია თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში.

– წე­ლის ტკი­ვი­ლის არა­ქი­რურ­გი­უ­ლი, მაგ­რამ ეფექ­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის რა წი­ნა­პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობს – დრო­უ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა, თუ სხვ?

- წე­ლის ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­მარ­თოთ დახ­მა­რე­ბის­თვის კვა­ლი­ფი­ცი­ურ ნევ­რო­ლოგს. სწო­რედ ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბა, ფუნ­ქცი­უ­რი უნა­რის შე­ფა­სე­ბა და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვა საკ­მა­რი­სია ავად­მყო­ფის შე­სა­ფა­სებ­ლად. უკვე ნევ­რო­ლო­გი და­გეგ­მავს გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გეგ­მას და დი­აგ­ნო­ზის დას­მის­თა­ნა­ვე გა­და­წყვეტს, რა ტი­პის მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა პა­ცი­ენტს მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტუ­რი თუ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­ო­თე­რა­პია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

– ორ­სულ ქა­ლებ­ში ხში­რია წე­ლის ტკი­ვი­ლი. რას ურ­ჩევთ მათ, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ვი­დან აი­რი­დონ ეს პრობ­ლე­მა?

- ორ­სუ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია, რომ მეტი იმოძ­რა­ონ, ნაკ­ლე­ბად და­იტ­ვირ­თონ და წო­ნა­ში ბევ­რი არ მო­ი­მა­ტონ, რომ კი­დევ უფრო არ დავ­ტვირ­თოთ ხერ­ხე­მა­ლი ზედ­მე­ტი წო­ნით.

– რას ურ­ჩევ­დით მო­ქა­ლა­ქე­ებს, რა უნდა გა­ა­კე­თონ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ი­მი­სოდ, რომ შე­ამ­ცი­რონ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მებს გან­ვი­თა­რე­ბა ხერ­ხე­მალ­ზე, რაც ასე ხში­რად გვხვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში?

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და მეტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ხერ­ხემ­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის რის­კებს.

NS

ავტორი:

რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ– ნევროლოგის რჩევები

რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ– ნევროლოგის რჩევები

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წელის ტკივილს თუნდაც ერთხელ არ შეუწუხებია. ბევრია ჩვენს შორის ისეთიც, ვისაც ქრონიკულად ახასიათებს ეს გაუსაძლისი ტკივილი და თავს თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და რაღაც ხალხური მეთოდებით შველის, უფრო სწორად, ცდილობს უშველოს. ერთი კი ცხადია, რომ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მოქმედება მხოლოდ დროებითია და განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი. თოდუას კლინიკაში ექიმი–ნევროლოგები წელის ტკივილის – იგივე ლუმბაგოს სამკურნალოდ ყველაზე თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს იყენებენ და შედეგიც სახეზეა – ცხოვრების ხარისხი უბრუნდებათ პაციენტებს.

რას ნიშნავს წელის ტკივილი, რა არის ლუმბაგო და რატომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური მკურნალობა ამ პათოლოგიის აღმოსაფხვრელად, ფრიდონ თოდუას კლინიკის ექიმი ნევროლოგი ნათია იაშვილი გვესაუბრება.

– წელის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საზოგადოებაში. რა იწვევს მას და ყველა შემთხვევაში ნევროლოგიური პრობლემაა ამ დროს, თუ სხვა პათოლოგიებიც იწვევს ასეთ ტკივილს?

– ლუმბაგო - ანუ წელის ტკივილი, ტკივილის სინდრომებს შორის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ტკივილის განვითარებისა და გაჩენის უამრავი გამომწვევი მიზეზი არსებობს. წარმოშობის მიხედვით, გამოარჩევენ ორი ტიპის:

ვერტებროგენული - ხასიათდება იმით, რომ იგი პირდაპირ კავშირშია ხერხემლის დაზიანებასთან ან დაავადებებთან;

არავერტებროგენული - გამოწვეულია სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, სომატური დაავადებებით ან ფსიქოგენური მიზეზებით. ისინი შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებთან და გვერდითი პრობლემების შედეგს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვები, უხერხული მოძრაობა, სიმძიმეების აწევა, ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის ხანგრძლივი მართვა, ჭარბი წონა, სიმსივნე, ინფექცია, ართრიტი, ტრავმა, მენჯის ღრუს ორგანოთა სხვადასხვა დისფუნქცია – ყველაფერი ეს წელის ტკივილის განვითარებას იწვევს.

– ადამიანები, ვინც წელის ტკივილს პერმანენტულად უჩივიან, უმეტეს შემთხვევაში თვითმკურნალობას მიმართავენ. რატომ არის აუცილებელი ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა?

- წელის ტკივილი, შესაძლოა ერთ–ერთი სიმპტომი იყოს, რომლის დროსაც შესაძლოა უფრო რთულ პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. ბევრი სომატური დაავადების პირველადი ნიშანი და ჩივილი შეიძლება იყოს წელის ტკივილი. ამიტომ არ უნდა მიმართოდ თვითმკურნალობას დროული მიმართავა ექიმთან აუცილებელია რათა დაისვას დიაგნოზი და შესაბამისად შევარჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი.

– თუ არსებობს კონკრეტული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ნევროლოგს უნდა მიმართოს?

- ტკივილის ხანდაზმულობა – თუ ტკივილი ხანგრძლივია 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება ანალგეზიური საშუალებების მიღებისას, თუ თან ახლავს ნევროლოგიური დეფიციტი - სისუსტე კიდურში, იწვევს ფუნქციურ უუნარობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოდ ექიმს

– რომელ ასაკობრივ ჯგუფებში უფრო ხშირად იჩენს თავს წელის ტკივილი და თანამედროვე მედიცინას რა შესაძლებლობები გააჩნია ამ ნევროლოგიური პრობლემის სამკურნალოდ?

- წელის ტკივილი გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში და სქესის მიუხედავად. იგი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%–ს შეეხოს. არ არის კავშირი სქესთან თანაბრად გვხვდება ქალებში და კაცებში.

– ნევროლოგიური პრობლემებით გამოწვეული წელის ტკივილის მკურნალობა რა შემთხვევაში ხდება მედიკამენტოზურად, სპეციალური ვარჯიშებით და რა ეტაპზე ხდება გარდაუვალი ქირურგიული ჩარევა?

- რადგან წელის მალებს უწევთ მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება. წელის ტკივილის გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორებია ხერხემლის განვითარების დარღვევები (საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია) და დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები მასში (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი). თუმცა ყველაზე ხშირია წელის არეში მალთაშუა დისკის თიაქარი რომლის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

– თოდუას კლინიკა თავიდანვე ცნობილი იყო ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ნევროლოგიის მიმართულებით რა ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს კლინიკას, რომელიც გამოგარჩევთ სამედიცინო მომსახურების ბაზარზე?

- დიაგნოზის დასასმელად და მართვის დასაგეგმად საჭიროა დამატებით ინსტრუმენტული გამოკვლევები (რენტგენოგრაფია, დენსიტომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). ყველა გამოკვლევა უახლესი აპარატურით წარმოდგენილია თოდუას კლინიკაში.

– წელის ტკივილის არაქირურგიული, მაგრამ ეფექტიანი მკურნალობისთვის რა წინაპირობები არსებობს – დროული მომართვიანობა, ცხოვრების წესის შეცვლა, თუ სხვ?

- წელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დახმარებისთვის კვალიფიციურ ნევროლოგს. სწორედ ანამნეზის შეკრება, ფუნქციური უნარის შეფასება და ნევროლოგიური გასინჯვა საკმარისია ავადმყოფის შესაფასებლად. უკვე ნევროლოგი დაგეგმავს გამოკვლევების გეგმას და დიაგნოზის დასმისთანავე გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს მხოლოდ მედიკამენტური თუ კომბინირებული ფიზიოთერაპია და რეაბილიტაციური ღონისძიებები.

– ორსულ ქალებში ხშირია წელის ტკივილი. რას ურჩევთ მათ, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან აირიდონ ეს პრობლემა?

- ორსულებისთვის იდეალური გამოსავალია, რომ მეტი იმოძრაონ, ნაკლებად დაიტვირთონ და წონაში ბევრი არ მოიმატონ, რომ კიდევ უფრო არ დავტვირთოთ ხერხემალი ზედმეტი წონით.

– რას ურჩევდით მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში საიმისოდ, რომ შეამცირონ ნევროლოგიური პრობლემებს განვითარება ხერხემალზე, რაც ასე ხშირად გვხვდება საზოგადოებაში?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს ხერხემლის ნევროლოგიური პრობლემების რისკებს.

NS